გზამკვლევი ქალებისთვის ბედნიერი ურთიერთობის მისაღწევად. 100%–ით მუშაობს

82

რატომღაც მამაკაცების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქალისთვის გადაშლილი წიგნია. ნამდვილად ასე რომ იყოს, ცხოვრება გამარტივდებოდა. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კაცის სურვილი ქალისთვის ისეთივე იდუმალია, როგორც ქალის სურვილები კაცისთვის. ბევრი ლამაზმანი ვარაუდებში იკარგება, როცა ცდილობს გაიგოს, როგორ გააბედნიეროს რჩეული. საბედნიეროდ, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა მარტივია.

მამაკაცის სურვილები და როგორ შევასრულოთ

ნდობა, მოწონება, მაგრამ არა მუდმივი ქება – პიროვნული ზრდის ზოგიერთი მწვრთნელი გირჩევთ, რომ რჩეული ქებით აავსოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით რჩევა არ მუშაობს. პირიქით, როცა ყველა ნაბიჯზე გაქებენ, ყველაზე გონებამძიმე მამაკაციც რაღაცას იეჭვებს. აი, რჩეულის მიმართ ნდობის გამოვლენა ნებისმიერ მამაკაცს ფრთებს შეასხამს. ალბათ, ყველა მამაკაცს სურს, რომ რჩეულისთვის საიმედო ფარი იყოს. ამისთვის უნდა გააცნობიეროს, რომ ურთიერთობაში ენდობიან და მის ქცევას იწონებენ.

მაქსიმუმი ინფორმაცია – ხშირად როგორც ქალი, ასევე კაცი რჩეულისგან მისი ცხოვრების დეტალებს მალავს. მიზეზი ბევრია, შიშით დაწყებული უნდობლობით დამთავრებული. ურთიერთნდობის გარეშე სრულფასოვანი ურთიერთობა არ გამოვა. რჩეულისთვის რაღაცის დამალვით გარდაუვალ განმარტებას მოგვიანებით დებთ.

ხარისხიანი კომუნიკაცია – სამწუხაროდ, მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, როგორ გადასცენ ადამიანებმა აზრები ტელეპათიურად. სწორედ ამიტომ, ნებით თუ უნებლიეთ, აზრიანი საუბრის უნარის დაუფლება მოგიწევთ. სამწუხაროდ, ბევრი ქალი ურთიერთობაში მინიშნებებით საუბარს ირჩევს, შემდეგ ბრაზდება, თითქოს, რატომ არ ესმით მისი?

საკუთარი ცხოვრების უფლება – სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: მოკლედ რამდენიმე ძალიან უცნაურ ინდივიდს აინტერესებს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ამბიციები და ინტერესები არ აქვს. მამაკაცი, რომელიც რჩეულისგან ყველა ჩვევის დავიწყებას და საოჯახო საქმეში ჩაფლობას მოითხოვს, ტირანი და საშინელია. მას გაექეცით! ადეკვატური მამაკაცი რჩეულის პიროვნებას აფასებს. შესაბამისად, მისგანაც მსგავს დამოკიდებულებას მოელის. მეგობრები, ჰობი, ცალკეული ინტერესები, მდიდარი შინაგანი სამყარო და პერსონალური სივრცე როგორც ქალს, ასევე კაცს ხარისხიანი ურთიერთობისთვის სჭირდება.

როგორც ხედავთ, კაცის სურვილები ურთიერთობაში ქალისგან არ განსხვავდება. ყველას გვინდა, რომ გვენდობოდნენ, ვუყვარდეთ და პატივს გვცემდნენ. სამწუხაროა, ამ ყველაფრის მიღწევა საკმაოდ რთულია. და მაინც, შედეგი ამად ღირს. იდეალთან მიახლოების მცდელობა არ შეწყვიტოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს