მინდა კორექტულად ავუხსნა, რომ სხვის შვილში ინვესტიციის ჩადების სურვილი არ გამაჩნია!

0
2293

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

ერთი ძალიან კარგი ქალი გავიცანი. ჩვენ თანატოლები ვართ, ორივე 30 წლისები ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ხასიათებით ვგავართ ერთმანეთს. მას პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს და ამის შესახებ ურთიერთობის დასაწყისშივე ვიცოდი.

ეს სიტუაცია მივიღე, მაგრამ ერთი პირობით – მის ვაჟს მამა ჰყავს და მასზე სწორედ მამამისმა უნდა იზრუნოს. მე მასზე უარს არ ვამბობ, მაგრამ მე არ მაქვს სურვილი, რომ ის მთლიანად ჩემს კმაყოფაზე იყოს.

მე მზად ვარ მას დავუმეგობრდე და მასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, სხვა არაფერი. მხოლოდ ამ პირობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება.

მან დამარწმუნა, რომ ბავშვის ფინანსური ხარჯები მხოლოდ მასზე და მის ყოფილ მეუღლეზე იქნება. მასზე ზრუნვა, მართლაც არ შედის ჩემს მოვალეობაში. რამდენიმე თვის მანძილზე ყველაფერი კარგად იყო – ბავშვის მამა ფულს სტაბილურად გზავნიდა, დედა კი დამოუკიდებლად ხარჯავდა ფულს თავისი შვილისთვის. მე ფინანსურად არაფერი მეხებოდა.

ცოტა ხნის წინ ჩემმა შეყვარებულმა თავაზიანად დაიწყო იმის თხოვნა, რომ ბავშვისთვის რაიმე გემრიელი საჭმელი ან რაიმე ნივთი მეყიდა. მე ძუნწი არ ვარ და შემოსავალიც ძალიან კარგი მაქვს, მაგრამ სულაც არ მინდა, რომ ჩემი ხელფასით სხვისი შვილი შევინახო!