ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა და საცხოვრებლად თავის შეყვარებულთან გადავიდა 

0
874

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი ქალიშვილის ისტორიას გვიამბობს.

ერთ დღეს სამსახურიდან დავბრუნდი, ჩემი ქალიშვილის ოთახში შევედი და ვნახე, რომ ის თავის ნივთებს ჩანთებში ალაგებდა: ტანსაცმელს, სავარცხლებს, თმის სახვევებს, ჭიქებს, უთოს, ხმის გამაძლიერებლებს…

შეშფოთებულმა ამოვიკვნესე, ჩემმა ქალიშვილმა კი მხიარულად მითხრა:

-დედიკო, საცხოვრებლად აკაკისთან გადავდივარ!

-როგორ თუ გადადიხარ? აკაკი ვინ არის? იქნებ ჯერ გამაცნო? – ვუპასუხე გაოგნებულმა. -სად და რით იცხოვრებთ? მას მშობლები ჰყავს? არ გეჩვენება, რომ ძალიან ჩქარობ, შვილო?

-არა, დედა! ყველაფერი კარგადაა! ოცდამეერთე საუკუნეა! და საერთოდაც, დედა, მე უკვე დიდი ვარ და საკუთარი პირადი ცხოვრება მაქვს, ეს ჩემი პირადი საქმეა! – უხეშად მიპასუხა ჩემმა შვილმა.

მე მას ხმის ამოუღებლად შევხედე, რაღაცნაირად არ მესიამოვნა. თუმცა მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი. ჩუმად დავემშვიდობე ტექნიკას, რომელიც ჩემმა შვილმა ჩანთებში ჩაალაგა (ბლენდერს მაინც არ ვხმარობდი) და ჩემს შვილს შევხედე. ლიკამ სახლიდან თავად გაიტანა ჩანთები, სადარბაზოში კი მას ახალგაზრდა ბიჭი ელოდა, რომელმაც ჩანთები მანქანამდე მიიტანა. ქალიშვილს დავემშვიდობე, თავად კი ვფიქრობდი: “კარგი, თუ გადაწყვიტე, რომ დიდი ხარ, მაშინ იყავი!” მეორე დღეს კი გადავწყვიტე, რომ კლიტე გამომეცვალა. ჩემს შვილს კი ვენდობოდი, მაგრამ იმ ტიპს – არა. რა იცი, რა ხდება…

ერთი კვირა გავიდა და ჩემი შვილისგან არაფერი ისმოდა. მე არ მეგონა, რომ ის ასე ადრე დაიწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას. ერთ დღეს კი მან დამირეკა:

-დედა, სწავლის ფულს გადამიხდი?

ნუთუ მხოლოდ ამის გამო დამირეკა? დედა არ მოენატრა? ეს როგორ…

-არა, ლიკა, არ გადაგიხდი. შენ ხომ უკვე ზრდასრული ხარ. მე შენს ცხოვრებაში ვერ ჩავერევი.

-ყოჩაღ! მადლობა დედა! – დაღონებულმა მიპასუხა ლიკამ და ტელეფონი გათიშა.

ჩემი ქალიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ზრდასრული ცხოვრება დამოუკიდებლობას ნიშნავს.

რამდენიმე დღე გავიდა და გარკვეული გეგები გამიჩნდა. ვფიქრობდი, როგორ გადამეკეთებინა ოთახი კაბინეტად. ჩემი ქალიშვილი მაინც თავის შეყვარებულთან გადავიდა საცხოვრებლად… ავეჯიც კი შევათვალიერე მაღაზიებში, კარადა დავცალე, მაგრამ ჩემი ქალიშვილის საწოლს ხელი არ ვახლე – იქნებ დაბრუნებულიყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ სახლში ავდიოდი, მესამე სართულზე, იქ კი კიბეებზე ჩემი ლიკა იჯდა და ტიროდა.

-რატომ არ დამირეკე, ძვირფასო? – ვუთხარი მას.

-მრცხვენოდა. არ გიხარია, რომ დავბრუნდი? – მითხრა და ცრემლები მოიწმინდა.

-რა თქმა უნდა, მიხარია შვილო. კარგი, შევიდეთ.

სახლში შევედით. ლიკამ ნივთები ამოალაგა, მაგრამ არა ყველაფერი. ტელევიზორი აკაკის დედამ დაიტოვა, როგორც ორი კვირის საფასური, მის სახლში ცხოვრებისთვის. აკაკი 29 წლის იყო. როდესაც ლიკა მიხვდა, რომ სწავლის ფულს არავინ გადაუხდიდა, მან ამის გაკეთება აკაკის სთხოვა. ბიჭს კი ლიკასთან ცხოვრება ძალიან უნდოდა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობის აღება და მისი საჭიროებების დაფინანსება არ უნდოდა.