ისტორია ჭკვიანი ქალის სამი სურვილის შესახებ

169

ერთმა ქალმა გადაწყვიტა, რომ გოლფი ეთამაშა. მან ზედმეტად ძლიერად დაარტყა ბურთს და იგი შორს, ტყეში გაფრინდა. ბუნებრივია, იგი ბურთის მოსატანად წავიდა და მოულოდნელად ბაყაყს შეხვდა, რომელიც ხაფანგში იყო მოხვედრილი.

-გამათავისუფლე და ნებისმიერ სამ სურვილს შეგისრულებ, – თქვა ბაყაყმა. ქალი მაშინვე დაეხმარა.

-ერთი პირობის თქმა დამავიწყდა. რათა არ ინანო, რასაც ჩაიდენ. რასაც შენ მოისურვებ, ეგ ყველაფერი ათმაგად მიეცემა შენს ყოფილ ქმარს, – თქვა ბაყაყმა.

-კარგი. მინდა, რომ ამ ქვეყნად ყველა გოგოზე ლამაზი ვიყო, – ისურვა ქალმა.

-აცნობიერებ, რომ შენი ყოფილი მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცი გახდება? – დააზუსტა ბაყაყმა.

-რა თქმა უნდა, არაა პრობლემა! ის ინანებს, რომ მიმატოვა, რადგან მეც ყველა ქალზე ლამაზი ვიქნები. კიდევ მინდა, რომ ყველაზე მდიდარი ვიყო! – თქვა ქალმა.

-გაფრთხილებ, შენი ყოფილი ქმარი 10-ჯერ მდიდარი იქნება, – უპასუხა ბაყაყმა.

-იყოს, მე მაინც ყველაზე მდიდარი ქალი ვიქნები მსოფლიოში, ეგ არ მანაღვლებს.

შემდეგ ბაყაყი ქალის მესამე სურვილს ელოდა, ის კი ასეთი იყო:

-მინდა, რომ მსუბუქი გულის შეტევა დამემართოს.

ამ ამბის მორალი ასეთია: არ განსაჯოთ ქალის გონიერება, მისი გარეგნობის მიხედვით, რადგან ის ათჯერ უფრო ჭკვიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს