ჰაერის არომატიზატორს არ ვყიდულობ. უნიტაზში ერთ ნარევს ვასხამ და უსიამოვნო სუნი მაშინვე ქრება

0
779

ვის არ უყვარს, როცა სახლში სასიამოვნო და კარგი სურნელია? სახლი მხოლოდ სუნით მის მაცხოვრებლებზე ბევრ რამეს ამბობს. როცა შენობაში შევდივართ, პირველი ცხვირის რეცეპტორები მოქმედებს. ის უმნიშვნელო სუნსაც იჭერს. არომატები ავეჯში, ტანსაცმელსა და ნივთებში ჯდება. ადამიანს თან სდევს, სადაც არ უნდა წავიდეს. სისუფთავის და ბინაში ჯანსაღი ჰაერის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით სააბაზანო ოთახს ეხება. Paparazzi გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ხელნაკეთი ჰაერის არომატიზატორი.

ხელნაკეთი ჰაერის არომატიზატორი – ყველა დიასახლისმა იცის, როგორი მნიშვნელოვანია სააბაზანო ოთახში სისუფთავის შენარჩუნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტუალეტი და აბაზანა გაერთიანებულია. უსიამოვნო სუნი მიკრობების გამრავლების საფუძველია. თუ ტუალეტში უსიამოვნო არომატი დიდხანს რჩება, გამოდის, მიკრობები მრავლდება. მათ ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ.

მიკრობები ზედაპირზე ილექება და ადამიანის ლორწოვან გარსზე შეიძლება მოხვდეს, რაც დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს. ძვირადღირებული ქიმიური საშუალების შეძენა საჭირო არაა, რომ სააბაზანო ოთახში ყოველთვის სასიამოვნო სუნი იყოს. პირველ რიგში, ყოველთვის ეფექტური არაა. მეორეც, ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ შემდეგ უსიამოვნო სუნი რჩება. გარდა ამისა, ხანგრძლივი მოქმედება ყოველთვის არ აქვს. გამოდის, უსარგებლო ნივთზე ბევრ ფულს ხარჯავთ და სასურველ ეფექტს ვერ იღებთ. ჰაერის გამწმენდი შეგიძლიათ სახლში ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მოამზადოთ.

როგორ მოვამზადოთ ხელნაკეთი ჰაერის არომატიზატორი უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ – ხელნაკეთი ჰაერის გამწმენდი ძალიან ეფექტურია და ორი კომპონენტისგან შედგება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ლიმონი და ძმარია. ამ სასწაული საშუალების მოსამზადებლად ასე უნდა მოიქცეთ.

  1. სპრეის ბოთლი აიღეთ. სასურველია, რომ რაც შეიძლება თხელი სპრეის ბოთლი იყოს. ნახევარი ჭიქა ძმარი და მთელი ლიმონის წვენი ჩაასხით. ლიმონი წინასწარ გაწურეთ, რომ სპრეი ლიმონის ნაწილაკებით არ გაიჭედოს.
  2. კარგად შეანჯღრიეთ და აურიეთ, რომ ერთგვაროვანი სითხე გამოვიდეს.

ეს ნარევი სააბაზანო ოთახის მორიგი დალაგებისას გამოიყენეთ. თავად უნიტაზსაც წაუსვით. 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კარგად გაწმინდეთ. ამ ნარევით არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს, არამედ ნადებს და ჟანგს მოიშორებთ. როგორ მოქმედებს ხელნაკეთი საშუალება? ძმარი უსიამოვნო სუნს შთანთქავს და ანეიტრალებს, მიკრობებს ანადგურებს. ლიმონი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ვირუსებთან ბრძოლას ხელს უწყობს. ასევე სასიამოვნო ციტრუსის არომატი აქვს, რომელიც სააბაზანო ოთახში დიდხანს დარჩება. ასეთი საშუალება უფრო დიდხანს გეყოფათ, ვიდრე ნაყიდი აეროზოლი.