ცხოვრებისეული ურთიერთობების მთელი ხიბლი ერთ წერილში

65

ქორწინება არის ადამიანთა კავშირი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, რომლებმაც რწმენითა და ჭეშმარიტებით შეჰფიცეს ადამიანისა და ღმერთის კანონის წინაშე, რომ ერთმანეთი ეყვარებოდათ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უბედურებისა და გაჭირვებისა, სიხარულისა და გაუთავებელი ბედნიერებისა.

ქორწინების პირველი წლები შეუმჩნევლად გადის, სიყვარულით ხართ ფრთაშესხმული, მზად ხართ ხელში ატაროთ თქვენი მეორე ნახევარი, ის კი საპასუხოდ – უბრალოდ გაღმერთებთ. მაგრამ, როგორც ნებისმიერი ზღაპრის ისტორია, ბედნიერი ქორწინება არ შეიძლება, რომ სამუდამოდ გაგრძელდეს და ადრე თუ გვიან, ყველაზე გულწრფელი და სუფთა ურთიერთობებიც კი “თავს ხრის” ყოველდღიური პრობლემების წინაშე.

დღეს მინდა მოგითხროთ უჩვეულო ისტორია, რომელიც ხანდაზმულ ებრაელ წყვილს შორის მოხდა, რომლებიც ბედის ნებით, იძულებულნი გახდნენ, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ერთმანეთისგან შორს ეცხოვრათ.

ჯერ ერთი, ამ ოდნავ კომიკური ისტორიის ექსკლუზიურობა იმაში მდგომარეობს, რომ გმირებს შორის კონფლიქტი ხდება წერილში და ეს არ არის ელექტრონული ფოსტა, არამედ ჩვეულებრივი ქაღალდზე დაწერილი წერილია, საფოსტო მარკებით. მართლაც უჩვეულოა!

პირველი წერილის ადრესატია მოიშე, რომელიც დიდებულ ტურისტულ გმირ-ქალაქ ოდესაში ცხოვრობს.

სწერს მისი ძვირფასი ცოლი – სარა. წერილი იწყება სიტყვებით: ჩემო ძვირფასო და შეუდარებელი ქმარო, მოიშე. მე დღე და ღამ ჩვენი შვილიშვილის აღზრდით ვარ დაკავებული, ვცდილობ, რომ მისგან მსოფლიო დონის გენიოსი გამოვზარდო და ამ უჰაერო მაიამიში ვიხრჩობი.

შენ კი, როგორც ჩვენმა მეზობელმა რეიანმა თავის გულწრფელ წერილში შემატყობინა, არც თუ ისე ახალგაზრდა “დიასახლისი” მიგიღია, რომელიც კანონიერი მეუღლის მთელი უფლებებით, მთელ დერიბასოვსკაიაზე ჩემი ნატურალური ბეწვის ქურქით დააბიჯებს. თანაც, ხელჩაკიდებული ჩემს ქმართან, რომელიც მე აქამდე ერთგული მეგონა. თუ შეგიძლია, ამიხსენი, ჩემო ქმარო, როგორ მოხდა, რომ შენ, დღისით-მზისით, ყველას თვალწინ მას ჩვენს სადარბაზოში ეხუტებოდი.

მაინც გაიჩინე საყვარელი, არადა როგორ იფიცებდი ყველაფერს, რომ სიყვარულის ველზე დიდი ხანია მეომარი აღარ იყავი. თურმე მთელი ეს დრო მატყუებდი, მე კი მორჩილი ცხვარივით ვითმენდი, თუმცა ჯერ კიდევ მზად ვიყავი უამრავი ვნებიანი ღამისთვის.

მე კი ვითმენდი და უამრავ მამაკაცს ვეუბნებოდი უარს, რომლებიც მუდმივ საცხოვრებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მეძახდნენ და მზად იყვნენ ჩემს ფეხქვეშ ძვირფასეულობა და ბეწვის ქურქები გაეგოთ. მაგრამ, ერთ რამეს ვერ ვხვდები, რატომ მაინცდამაინც ის, რატომ ის გაუნათლებელი სოფლელი, საცოდავ ქალაქ კოსტომილიდან. რით არის ის ჩემზე უკეთესი, რის გაკეთება შეუძლია საწოლში, რაც მე არ შემიძლია. შენ კარგად იცი, რომ სასიყვარულო ამბებში ტოლი არ მყავს.

მოკლედ, ჩემო ძვირფასო მოიშე, შენი საქციელით კუბოში მაგზავნი და კიდევ უფრო ღრმად, როგორ არ გრცხვენია, ვნებას აყოლილო ძაღლო. და ყოველივე ზემოაღნიშნულის შეჯამებით, მინდა გითხრა, რომ დროა ჩემი საკრედიტო ბარათები შეავსო, ეს უახლოეს მომავალში უნდა გააკეთო, აუცილებლად დღესვე. და კიდევ, ჩვენს ძვირფას ქალიშვილს ახალი სპორტული მანქანა უყიდე, თორემ ის გასული წლის მოდელით დადის, მეზობლების მრცხვენია!

მეორე წერილი. მოიშეს პასუხი სარას

ჯანმრთელობას გისურვებ, ჩემო გამოუთქმელად საყვარელო სარა, გწერს შენი მორჩილი მსახური მოიშე. უპირველეს ყოვლისა, ჩემს ცეცხლოვან მისალმებას გადავცემ ჩვენს ძვირფას შვილიშვილს, რომლისაგანაც შენ, ჩემო სარა, დღე და ღამ ცდილობ, რომ გენიოსი აღზარდო და ასევე ჩემს საყვარელ ქალიშვილს.

ახლა, კი მე ვუპასუხებ ყველა იმ ბრალდებას, რომელიც შენ ასე გააფთრებით ისროლე ჩემი მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს მიერ დაქირავებულ დიასახლისს, ჩემო სიხარულო, შენ ხომ ბედის ანაბარა მიმატოვე, იქამდე კი თავად მიმაჩვიე კომფორტულ ცხოვრებას, გემრიელ და ამავდროულად ჯანსაღ საკვებს. შენ მიმაჩვიე სისუფთავეს და წესრიგს. ამიტომაც დავიქირავე ეს წმიდა ქალი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი საკმაოდ დიდი სახლი სუფთა ყოფილიყო, მე კი ყოველთვის იშვიათი კერძებით მესადილა.

რაც შეეხება შენს ფენომენალურად ძვირადღირებულ ბეწვის ქურქს, გთხოვ, ჩემო სიხარულო, დაძაბე ტვინი, რომელიც გაქვს და გაიხსენე, შენ დამიბარე თუ არა, რომ შენი ბეწვის ქურქი ყოველდღიურად გამენიავებინა, რათა არ დანესტიანებულიყო და ჩრჩილს არ ეჭამა. ასე რომ, ამ დანაბარების შესრულებაც ჩემს დიასახლისს უწევს.

რაც შეეხება ჩემს მებრძოლ მეგობარს, ჩემს ერთგულ ჯარისკაცს, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ დავკარგე, არ დაიჯერებ, მაგრამ ცოცხალია და მოუთმენლად გელოდება. რაც შეეხება შენს თაყვანისმცემლებს, გულწრფელად გეტყვი, რომ არ ვიცოდი, რომ შენ, ჩემო ძვირფასო, ჩემს ზურგს უკან ბინძურ ინტრიგებს ხლართავდი.

ბარათების შევსებასთან დაკავშირებით კი, ჩემო ძვირფასო ცოლო, იმის გამო, თუ როგორ გამომიყვანე მე სრული მოღალატე და როგორ იყავი შენ თვითონ ერთი ნაბიჯით დაშორებული ცოლ-ქმრული ღალატისაგან, ამის შემდეგ ერთ ცენტსაც კი აღარ ჩაგირიცხავ, შენმა ფავორიტებმა დაგასპონსორონ. და თუ უკან დასაბრუნებლად ფულს ვერ იშოვი, გახსოვდეს, რომ ყოველთვის შეგიძლია გამოიყენო გასაბერი ლეიბი და ისე გამოსცურო, მაიამიდან ოდესამდე არც ისე შორია. წარმატებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს