მტრედი ბუდის შენებას იწყებს. როგორ შევუშალოთ ხელი აივანზე მათ გამრავლებას

0
357

მტრედებზე ხალხური ცრურწმენები არსებობს. მაგალითად, თუ მტრედი აივანზე მოულოდნელად გამოჩნდა, ახალ ამბავს ელოდეთ. ასეა სინამდვილეში, როცა გარეთ თბება? გაზაფხულის დადგომისთანავე ყველა ცხოველი და ფრინველი ახალი შთამომავლობით შეწუხებულია. ეს ტენდენცია არა მხოლოდ ტყეში, არამედ ქალაქის ცენტრშიც შეინიშნება. მტრედი, ურბანული ფრინველი, ადამიანებთან ახლოს ცხოვრებას მიჩვეულია. მაღალ შენობებსა და მანქანებში შორის ადვილად დაფრინავს. სწორედ ამიტომ, ბუდესაც ხალხთან ახლოს იწყობს. Paparazzi გიამბობთ, რა გააკეთოთ, თუ მტრედები თქვენს აივანზე ჩასახლდა.

მტრედები აივანზე – მტრედებში ბარტყების გამოჩეკის სეზონი აპრილში იწყება. ახალი ბუდის ადგილის შერჩევას წინასწარ იწყებენ, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში. ხშირად ახალ ადგილად ირჩევენ საცხოვრებელ აივანს და ფანჯარას. თითქოს, რა არის ცუდი? ასეთი მეზობლობა ნაკლებად სასიამოვნოა. მტრედი ხმაურიანია. ხმამაღლა „საუბრობს“, რაფაზე კაკუნობს. თან ტოვებს ბევრ სკინტლს, რომელსაც სიცხეში უსიამოვნო სუნი ასდის. თუ არ გსურთ, მტრედებმა საცხოვრებელი ფართის ნაწილი წაგართვას, წინასწარ იზრუნეთ, როგორ მოიშოროთ აივნიდან. თუ აივანზე ან ფანჯრის რაფაზე ჩხირების გროვას შეამჩნევთ, უკვე გვიანია. ჩხირები ბუდის მოსაწყობად სჭირდებათ. როგორც კი ბუდე აშენდება, მასში კვერცხები გამოჩნდება.

მდედრი კვერცხებს სათითაოდ დებს. ამ ეტაპზე ბუდის განადგურება არაჰუმანურია. პირდაპირ ახლა უნდა იმოქმედოთ. რამდენიმე გამოცდილი მეთოდი არსებობს, რომ მტრედი თქვენს აივანს არ გაეკაროს. მეთოდები მონაცვლეობით გამოიყენეთ, რომ მტრედები არ მიეჩვიოს. ეს მეთოდები ჩიტებს ფიზიკურად არ აზიანებს და უარყოფითად არ მოქმედებს. მტრედი გავრცელებული სახეობაა, მაგრამ მწვანე ორგანიზაციების დაცვის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მისთვის ზიანის მიყენება სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობას იწვევს.

როგორ მოვიშოროთ მტრედი აივნიდან

  • პირველი საშუალებაა ძმარი. მტრედს მისი სუნი არ მოსწონს. თქვენს აივანს არ გაეკარება, თუ მის სუნს იყნოსავს. არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ბიუჯეტური მეთოდია. ძმარი და წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ და სპრეი ბოთლში ჩაასხით. მთელი აივანი და მოაჯირები ამ ნარევით ხშირად დანამეთ. ადამიანი ამ სუნს თითქმის ვერ იგრძნობს, ხოლო მტრედს კარგად აფრთხობს. პროცედურა წვიმის და ძლიერი ქარის შემდეგ აუცილებლად გაიმეორეთ.
  • მეორე საშუალებაა ნაფთალინის ბურთები. კიდევ ერთი სუნი, რომელიც არა მხოლოდ ჩრჩილს, არამედ მტრედს არ მოსწონს. ეფექტის მისაღებად რამდენიმე ბურთი წყალში მსუბუქად დაასველეთ. ბურთები მთელ აივანზე გაანაწილეთ ან ტომრებში ჩამოკიდეთ.
  • მესამე საშუალებაა ყვავის ფიგურა. მტრედს, როგორც სხვა ფრინველს, ყვავის ეშინია. თუ მტრედმა თქვენს აივანზე მჯდომარე ყვავი დაინახა, ერთ მეტრზეც არ მოგიახლოვდებათ. მტრედი ფიგურას ნამდვილი ჩიტისგან ვერ არჩევს, ამიტომ მეთოდი ისე მოქმედებს, როგორც საფრთხობელა ბაღში.

მტრედის ყურება სურათზე ან პარკში მზესუმზირით გამოკვება სასიამოვნოა. სხვა საქმეა, როცა მათ საკუთარი ფართისთვის ებრძვი. ვიმედოვნებთ, ჩვენი მეთოდებით აივანს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან დაიცავთ.