ჭიქა სითხეს სარეცხი მანქანის დოლურაში ვასხამ და თეთრეულით ვტვირთავ. ეფექტი საოცარია

0
540

შხაპის შემდეგ ახალი რბილი პირსახოცით თავის გაშრობა სასიამოვნოა. ის ღრუბელივით მთელ სითხეს სწრაფად იწოვს და კანს არ კაწრავს. როგორ გავახანგრძლივოთ პირსახოცის სირბილე და სიფაფუკე? დროთა განმავლობაში ნებისმიერი ხარისხიანი თეთრეული პირვანდელ სირბილეს კარგავს. ბოჭკოები იხლართება და უხეშდება. ყოველთვის ახალ პირსახოცს ხომ ვერ იყიდით. გაუხეშება პირსახოცის გადაგდების ნიშანი არაა. Paparazzi გიამბობთ, როგორ აღადგინოთ აბაზანის პირსახოცის სირბილე. გაგიმხელთ, სად უნდა ჩაასხათ სარეცხი გელი, რომ თეთრეულზე არ დარჩეს.

სად უნდა ჩაასხათ სარეცხი გელი – პირსახოცი აბაზანის პროცედურების აუცილებელი ატრიბუტია. შხაპის მიღების შემდეგ დარბილებული კანის რბილი პირსახოცით გამშრალება სასიამოვნოა. დროთა განმავლობაში პირსახოცი სირბილეს კარგავს, რაც არასწორ მოვლას უკავშირდება.

პირსახოცი დიდხანს რბილი რომ დარჩეს, სხვა ნივთებთან ერთად არასდროს გარეცხოთ. რეცხვისას ხაოდან ზოგიერთი ძაფი წყდება და ტანსაცმელს ეკვრის. ეს სხვა ნივთების გაწმენდას ართულებს და პირსახოცს მექანიკურად აზიანებს. ხაო სწრაფად იხლართება და უხეშდება. ტემპერატურის რეჟიმიც აკონტროლეთ. თითოეულ ქსოვილს ტემპერატურის მიმართ საკუთარი მოთხოვნები აქვს. პირსახოცი გამონაკლისი არაა. მას ძალიან ცხელი წყალი არ უყვარს. პირსახოცი მაქსიმუმ 40 გრადუსზე გარეცხეთ. ასე პირსახოცის ტექსტურას და ფერს დიდხანს შეინარჩუნებთ. გარეცხვამდე პირსახოცის ეტიკეტი აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ქსოვილი არ დააზიანოთ.

როგორ გავრეცხოთ პირსახოცი – პირსახოცი ორ ეტაპად გარეცხეთ. პირველი ეტაპი სწრაფი რეცხვის რეჟიმია. ხშირად ამას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. ასეთი რეცხვისას სარეცხი მანქანის დოლურას პირსახოცებთან ერთად სარეცხი ფხვნილი ან გელი დაუმატეთ. ასე სარეცხ საშუალებას დაზოგავთ, რომელიც მანქანის კედლებზე არ დაილექება, არამედ მაშინვე მოქმედებაზე გადავა. მეორე ეტაპის ჩართვისას დოლურას 0,5 ს/კ მარილი და 1 ჭიქა ძმარი დაუმატეთ. ცოტა სარეცხი გელი და ფხვნილი დაუმატეთ, კონდიციონერის უჯრაში თეთრეულის დამარბილებელი ჩაასხით. რეცხვის სრული ციკლი ჩართეთ. ასე პირსახოცს სირბილეს და სინაზეს დაუბრუნებთ.

კიდევ ერთი საშუალება, რომელიც პირსახოცს პირვანდელ სირბილეს უბრუნებს, საკვები სოდაა. 3 ს/კ სოდა ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და კარგად აურიეთ. მიღებული სითხე სარეცხი საშუალების უჯრაში ჩაასხით. ამ მეთოდით დაარბილებთ წყალს, რაც პირსახოცის სიუხეშის ფაქტორია. დოლურაში პირსახოცებს სარეცხი გელი დაუმატეთ, ხოლო დამარბილებელი კონდიციონერის უჯრაში ჩაასხით. რეცხვის შემდეგ პირსახოცი ისეთივე რბილი იქნება, როგორც ახალი ნაყიდი. ვიმედოვნებთ, რომ რბილი პირსახოცის გამოყენებისგან სიამოვნების მიღებაში დაგეხმარეთ.