ბონუსები, რომელსაც ადამიანი სახლში კატასთან ერთად ცხოვრებისგან იღებს

0
523

თუ სახლში კატა გყავთ, ბევრად მეტ უპირატესობას იღებთ, ვიდრე ფიქრობთ. პირველ რიგში, მარტო არასდროს იქნებით. სადაც კატაა, იქ მყუდროებაა. მეორეც, სახლში ფუმფულა ცხოველის გამოჩენისთანავე ენერგეტიკულად დაცული ხდებით. Paparazzi გიამბობთ, როგორ მუშაობს ეს.

კატა სახლში – ბოლო 6 თვეა ჩემს სახლში კატა ცხოვრობს. ჯერ კიდევ კნუტი იყო, როცა ქუჩიდან ავიყვანე. მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. საყვარელი ფუმფულა ცხოველი ყოველდღე განწყობას მიმაღლებს, სახლს ავი სულებისგან იცავს. თუ კატა სახლში გყავთ, ალბათ, შეამჩნიეთ, როგორ უყურებს ზოგჯერ ერთ წერტილს დაჟინებით. ცხოველი ბინაში ერთსა და იმავე ადგილზე დიდ დროს ატარებს. ეზოთერიზმის მომხრეები ამბობენ, რომ კატები ასე უმიზეზოდ არ იქცევა.

ახალი საცხოვრებელი ადგილის ყიდვისას სახლში პირველად კატას ტყუილად არ უშვებენ. საქმე იმაშია, რომ ბინაში წინა მფლობელების უარყოფითი ენერგია შეიძლება დარჩეს. გარდა ამისა, ბინაში ნეგატივი სხვა ადამიანებისგან შეიძლება შემოვიდეს. ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ განზრახ.

როგორ დავეხმაროთ კატას სახლის ნეგატივისგან გაწმენდაში – თუ ხედავთ, რომ კატა ბინაში დადის, წრეებს არტყამს ან კონცენტრირებული ზის, არ შეაწუხოთ. ცხოველი თავის საქმეს აკეთებს, თან არაფერს კარგავს. ამის გამო მის ფიზიკურ ან მენტალურ მდგომარეობაზე არ იდარდოთ. ამავდროულად, ცხოველს ამოცანის სწრაფად შესრულებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ. მაგალითად, ადგილი, სადაც ცხოველი მუდმივად მდებარეობს, ლოცვა წაიკითხეთ და გაწმენდის რიტუალი ჩაატარეთ. მაგალითად, თეთრი სალბის თაიგული დაწვით. მსგავსი საქმისთვის იდეალური ბალახია.

შემდეგ კატას დააკვირდით. დროთა განმავლობაში იმ ადგილას მისვლა უნდა შეწყვიტოს. საინტერესოა, რომ კატა სივრცეს ნეგატივისგან არა უბრალოდ წმენდს, არამედ დადებითი ენერგიით ავსებს. სწორედ ამიტომ, კატასთან ერთად ცხოვრება ნამდვილად განსხვავებული ხდება. კატა თითქოს მფლობელის თილისმა ხდება. ადამიანის აურას თავისი ენერგიით ავსებს, თან არაფერს კარგავს. ამის შესაგრძნებად ცხოველთან მუდმივი კონტაქტი უნდა შეინარჩუნოთ. მოეფერეთ და დრო ერთად გაატარეთ.

ფუმფულა ცხოველი გრძნობს, როცა პატრონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან მუშაობით დაღლილია. ცხოველი ფიზიკურ ან მენტალურ სისუსტეს გრძნობს. სწორედ ამიტომ, კატა ხშირად მიდის ადამიანთან და გვერდით უწვება. ცხოველს ესმის, რომ მისი დახმარება გჭირდებათ.