ქმარს ისე გავეყარე, რომ ამის შესახებ არც კი ვიცოდი

676

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ელენე გვიამბობს.

მე და ჩემმა ქმარმა ქორწინებაში 10 წელი გავატარეთ. ყველაფერი ხდებოდა: ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით,  მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდა.

ქორწილიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი შემეძინა, ივანე. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ბავშვს დიდხანს ველოდით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ამბით ყველა არ იყო ბედნიერი.

რამდენიმე კვირის უკან, ჩემი ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა და შხაპის მისაღებად შევიდა. მაგიდაზე მისი ტელეფონი იდო, ზარის ხმა მომესმა. დავხედე და ვნახე,  რომ შეტყობინება იყო. მე და ილია ერთმანეთს ვენდობოდით, საიდუმლოებები არ გვქონდა და არც ტელეფონებს ვუმალავდით ერთმანეთს.

ტელეფონი ავიღე და შეტყობინება ავტომატურად წავიკითხე. იქ არა მხოლოდ ერთი შეტყობინება, არამედ ფლირტით აღსავსე ვრცელი მიმოწერა დამხვდა. მიმოწერა მთლიანად გადავიკითხე და მივხვდი, რომ ქალი შეხვედრას სთხოვდა, ჩემი ქმარი კი ამაზე არანაირად არ რეაგირებდა. ჩხუბი არ ამიტეხავს, მაგრამ არ დაგიმალავთ და ეს გულზე მომხვდა. ამის შემდეგ სულ უფრო ხშირად ვამჩნევდი, რომ ჩემი ქმარი დღე და ღამ ვიღასაც სწერდა. ერთხელ ვკითხე კიდეც ამის შესახებ, მაგრამ ჩხუბი ატეხა და მაჯებზე დალურჯებები დამიტოვა.

ვერაფრის გარკვევა ვერ მოვახერხე, მაგრამ მან თითქოს შეწყვიტა მესიჯების წერა და ეს უკვე კარგი იყო!

ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქმარი დააწინაურეს. მიხაროდა იქამდე, სანამ მისი გაუთავებელი მივლინებები არ დაიწყებოდა. სახლში მხოლოდ უქმეებზე ბრუნდებოდა. თავიდან ეს ძალიან არ მაღელვებდა. ნაკლები საქმე მქონდა და ბევრის მომზადება არ მჭირდებოდა, მე და ჩემს შვილს ძალიან ცოტა გვყოფნიდა.

ერთ-ერთი მივლინების დროს მივიღე შეტყობინება ელექტოენერგიის მიმწოდებელი კომპანიის შეცვლასთან დაკავშირებით. საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება სხვა კომპანიასთან.

რა უნდა მექნა? პასპორტი ავიღე და წავედი. გზად ასლის გადასაღებად შევიარე და უცებ ჩემს პასპორტში განქორწინების ბეჭედი დავინახე. ბეჭედი 6 თვის წინ იყო ჩარტყმული.

სახლამდე როგორ მივედი – აღარ მახსოვს! აშკარა იყო, რომ ჩემმა “ძვირფასმა” ქმარმა ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩააწყო, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ჩემი საბუთების აღება.

როდესაც ჩემი ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა, თავად მიამბო ღალატისა და განქორწინების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მას უკვე დიდი ხანია ახალი ოჯახი ჰყავდა. მას შვილიც ჰყავს და არც მე და არც ჩემი შვილი მას აღარ ვჭირდებით.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემმა ქმარმა საბუთები ისე გააფორმა, რომ თითქოს ჩვენ არასოდეს გვქონია საერთო ქონება. უფრო მეტიც, საბუთების მიხედვით ყველაფერი მის საყვარელს ეკუთვნოდა, მე და ჩემი შვილი კი – სახლიდან იმავე დღეს გამოგვაგდო.

მე იურისტს მივმართე, მაგრამ მან მითხრა, რომ მაქსიმუმ ალიმენტის იმედი შემიძლია ვიქონიო. არც ბინა შემხვდება, რომლის კრედიტიც სანახევროდ გადავიხადეთ და არც მანქანა.

აი, ასე მომატყუა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს