ადამიანის სიმაღლესა და მის ხასიათს შორის პირდაპირი კავშირია. მტკიცებულებები დამაჯერებელია

236

მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანის ზრდასა და განვითარებას შორის კავშირი არსებობს. ახალი ნაცნობის სიმაღლე მის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. რა თქმა უნდა, მხოლოდ სავარაუდო სიმაღლით ზუსტი ხასიათის დადგენა რთულია, თუმცა საინტერესო დასკვნები მაინც შეგიძლიათ გააკეთოთ. Paparazzi გიამბობთ, რას ამბობს სიმაღლე ადამიანის ხასიათზე.

ადამიანის სიმაღლე და განვითარება

  • 140 სმ–მდე სიმაღლის ადამიანი გულუხვობით და მაღალი მორალით გამოირჩევა. ასეთი ადამიანი ყოველდღე ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს. მაღალი ამბიციები აქვს. ამ კატეგორიის ადამიანს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. სხვებთან საერთო ენის პოვნა უჭირს. საკუთარი თავის მიმართაც ზედმეტად მომთხოვნია. ხშირად ზედმეტად მუშაობს, რაც ზიანს აყენებს.
  • 140–დან 150 სმ–მდე სიმაღლის ადამიანი ჭკვიანი და მოაზროვნეა. საკუთარ იდეებზე დასაფიქრებლად დროის გატარებაზე გიჟდება. ზედაპირულობა არ უყვარს. ყოველთვის ცდილობს, პრობლემის არსს ჩაწვდეს, წვრილმანი დეტალები გაიგოს. პროფესიონალი ხალხი მოსწონს, რომლისგანაც ბევრ რამეს სწავლობს.
  • 150-დან 160 სმ–მდე სიმაღლის ადამიანი გამჭრიახია. ცხოვრებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულება აქვს. გვერდიდან თავისებურ და უცნაურ ადამიანად გამოიყურება (სინამდვილეში, ეს სიმართლესთან ახლოსაა). ასეთ ადამიანს ყოველთვის სწორად არ უგებენ, რაც ხშირად გულს ტკენს. ყველაზე ახლობლებმა ზუსტად იციან, რამდენად კეთილი, მგრძნობიარე და ნიჭიერია.
  • 160-დან 170–მდე სიმაღლის ადამიანი მომხიბლავი და სამართლიანია, სხვებზე ზრუნავს. პასუხისმგებლობას არ გაურბის, ნებისმიერ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს. დამთმობი ბუნება აქვს, სხვის თვალში ნდობას იწვევს. ცნობისმოყვარეა, სხვები საიდუმლოებებს ანდობენ. ყოველთვის ყველაფერი იცის.
  • 170–დან 180–მდე სიმაღლის ადამიანი თავდაჯერებულია. მზადაა ნებისმიერ საქმეს ხელი მოკიდოს. ითხოვს, რომ სხვები გულწრფელები იყვნენ. ვერ იტანს, როცა ვინმე თამაშობს. სიმართლის მოსასმენად მზადაა, თუნდაც ამან გული ატკინოს.
  • 180-დან 190–მდე სიმაღლის ადამიანი კეთილი და მგრძნობიარეა, რომელიც სხვებთან ურთიერთობას ადვილად აწყობს. ყოველთვის ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს. კარგად ექცევა მათაც, ვინც მის მიმართ აშკარად არამეგობრულია.
  • 190 სმ ან მეტი სიმაღლის ადამიანი ნამდვილი გიგანტია, რომელსაც ბედნიერი და მშვიდი შეგვიძლია ვუწოდოთ. არ უყვარს სხვების გაკიცხვა, სამაგიეროდ ყველას ყურადღებით უსმენს. სტრესს ადვილად უმკლავდება. მისი წყობიდან გამოყვანა რთულია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს