გოგონა 16 წლის განმავლობაში ეძებდა თავის ნამდვილ ოჯახს. ერთხელ, სხვენში ძველი ფოტო იპოვა

0
546

ერთი შეხედვით, სიუჟეტები, ბოროტი მშობლების მიერ დაშორებული დების შესახებ, რომლებმაც ერთმანეთი განშორებიდან ათობით წლის შემდეგ იპოვეს, მხოლოდ ინდურ სერიალებში თუ შეგვხვდება. თუმცა, რეალურ ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე ნამდვილი სასწაულები. ცნობილი ამერიკელი ტანმოვარჯიშის, დომინიკ მოსეანუს ისტორიაც ამის პირდაპირი მტკიცებულებაა.

ფეხმძიმე სპორტსმენმა შემთხვევით გაიგო იმ საიდუმლოს შესახებ, რომელსაც საკუთარი მშობლები მთელი ცხოვრების მანძილზე უმალავდნენ. როგორც ჩანს, დომინიკს ჰყავდა ინვალიდი და, თუმცა დედ-მამამ უბედური გოგონას ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაწყვიტა. ასეთი ამბის გაგების შემდეგ, ტანმოვარჯიშის ცხოვრება თავდაყირა დადგა.

დომინიკს მშობლებთან მუდმივად რთული ურთიერთობა ჰქონდა. 17 წლის ასაკში, მან მამამისს უჩივლა, საშინაო ტირანი უწოდა და ამტკიცებდა, რომ მამაკაცი მას მთელ ხელფასს ართმევდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სპორტსმენის მხარე დაიჭირა.

გარკვეული დროის შემდეგ, მოსეანუმ სპორტს თავი დაანება და მშობლებს შეურიგდა. ერთხელ, როცა ფეხმძიმე დომინიკი მშობლების სახლის სხვენში ძველ ნივთებში იქექებოდა, იპოვა ამოუცნობი, გაყვითლებული ფოტო, რომელზეც პატარა გოგონა იყო აღბეჭდილი.

დომინიკის დედა, ფოტოს დანახვისას, ცხარე ცრემლებით ატირდა. გაოგნებულმა ტანმოვარჯიშემ გაიგო, რომ მას ჰყავს უმცროსი და, რომელიც ფეხების გარეშე დაიბადა. მშობლებმა, როცა მიხვდნენ, რომ ბავშვისთვის შესაფერის პირობებს ვერ შექმნიდნენ, იგი ბავშვთა სახლს მიაბარეს.

მალე მოსეანუს სახლში ტელეფონმა დარეკა. მოვლენათა ფანტასტიკური განვითარების წყალობით, ეს სწორედ დიდი ხნის წინ დაკარგული და იყო, რომელმაც სულ ახლახან გაიგო თავისი ნამდვილი ნათესავების შესახებ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იგი, მიუხედავად თანდაყოლილი პრობლემისა, თავადაც ტანმოვარჯიშე გახლდათ.

ჯენიფერი, დომინიკის და, გამოტყდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, მოსეანუ მისი კუმირი იყო. რუმინელი ემიგრანტების ქალიშვილები დაბალი და მუქკანიანები იყვნენ. ჯენიფერისთვის თავის საყვარელ სპორტსმენთან მსგავსება კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რომელიც მუდმივად უბიძგებდა უფეხო ტანმოვარჯიშეს ახალი წარმატებებისკენ.

გოგონას მხოლოდ 16 წლის ასაკში გაუმხილეს სიმართლე. ჯენიფერი განცვიფრდა, როცა გაიგო, რომ დომინიკი მისი ღვიძლი და ყოფილა. უფეხო ტანმოვარჯიშეს დედმამიშვილთან დარეკვა მაშინვე არ გადაუწყვეტია.

დღეს დები სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ, თუმცა მუდმივად დადიან ერთმანეთთან სტუმრად და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ. დომინიკსა და ჯენიფერს სწამთ, რომ აღარასდროს დაშორდებიან ერთმანეთს.

უნდა ვაღიაროთ: ჯენიფერს ძალიან გაუმართლა მინდობით მშობლებში. მათ გოგონა საკუთარი შვილივით უყვართ და სწორედ მათი დამსახურებაა მისი ეს წარმატებები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი