ტიკტოკის ხრიკი, რომელიც უნიტაზს ნადებს და ჟანგს სწრაფად და მარტივად აშორებს

0
572

როგორ დავუბრუნოთ ძველ უნიტაზს პირვანდელი სისუფთავე და სიქათქათე? ამ კითხვას ყველა დიასახლისი სვამს. ყველას სურს, რომ სველი წერტილი ახალივით ბრწყინავდეს, ხოლო ძველი უნიტაზის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ განაცრისფერდა, გონივრული არაა. Paparazzi გიამბობთ, საიდან დაიწყოთ უნიტაზის გაწმენდა. აქ არ არის მეორეხარისხოვანი დეტალები, ყველა ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანია!

ძველი უნიტაზი – ნებისმიერ ნივთს სათანადო მოვლა და დალაგება სჭირდება. განსაკუთრებით სააბაზანო ოთახს. უნიტაზი ყველა სახის ბაქტერიების გასამრავლებელი ადგილია. ცნობილია, რომ მხოლოდ უნიტაზის საჯდომის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 7,5 ბაქტერია ცხოვრობს. უნიტაზის სისუფთავის შენარჩუნება ყველას არ უყვარს, მაგრამ ბაქტერიების წინააღმდეგ არგუმენტები უძლურია. ყველა ბაქტერია, რომელიც ტუალეტში ცხოვრობს, ძალიან სახიფათოა. მათ უსიამოვნებების გამოწვევა და გართულება შეუძლიათ, ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა ბაქტერიის მიმართ მგრძნობიარე და დაუცველია.

ჟანგისგან და ნადებისგან გაყვითლებული უნიტაზის გამოყენება უსიამოვნოა. ესთეტიკურად დიასახლისზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ამიტომ, უნიტაზის წმენდას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მტვერი და ბაქტერიები არა მხოლოდ უნიტაზის საჯდომზე ან მის შიგნით გროვდება. უნიტაზის ავზზე და სახურავზეც ბევრი მავნე მიკრობია. ხოლო მტვერი, რომელიც იქ გროვდება, უნიტაზში ადვილად გადადის და უფრო რთულ დაბინძურებას იწვევს. მიკრობები ბევრ სახიფათო დაავადებას იწვევს. როგორც წესი, მათ მკურნალობას დიდი დრო და ბევრი ფული სჭირდება. უსიამოვნებების პრევენცია და სახლში სისუფთავის შენარჩუნება საუკეთესო მეთოდია.

რით გავწმინდოთ ძველი უნიტაზი – სააბაზანო ოთახის და უნიტაზის გასაწმენდად და მიკრობების მოსაშორებლად ხელნაკეთი სასწაული ხსნარი დაგეხმარებათ. ეკონომიურია, მარტივად მზადდება და შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. დაგჭირდებათ 1/3 ჭიქა საკვები სოდა და 1/4 ჭიქა ლიმონმჟავა. კარგად აურიეთ და 1 ჭიქა წყლით გააზავეთ. სრულად გახსენით და ამ სითხით მთელი უნიტაზი გაწმინდეთ. ნარევი უნიტაზში ჩაასხით, ძნელად მისადგომი ადგილები ჯაგრისით გახეხეთ და 30-40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ბევრი წყლით ჩამორეცხეთ.

უნიტაზი მაშინვე გათეთრდება და ახალივით იბრწყინებს. კაფელის და კერამიკის ნივთების გასაწმენდად იდეალური საშუალებაა. არა მხოლოდ უნივერსალური საწმენდი, არამედ ანტიბაქტერიული საშუალებაა. თითქმის ყველა ლაქას, ჟანგს და ნადებს აშორებს. კერამიკის ნივთებს ბზინვარებას ანიჭებს.