შევცვალე ჩვეული „ნახვამდის“ ძლიერი სიტყვით და ფანტასტიკური ცვლილებები დაიწყო

0
375

ყოველდღე ადამიანებს ვხვდებით და ვურთიერთობთ. ჩვენს სიტყვებს დიდი ძალა აქვს. იმ სიტყვებსაც, რომელთაც ყოველდღე წარმოვთქვამთ, მაგალითად, თავაზიანი ფრაზები. სიტყვას შეუძლია გაჩუქოთ ღიმილი, გუნება გაგიფუჭოთ, შთაგაგონოთ ან დაგამციროთ. დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს, რომელთაც სხვებს ეუბნებით. ბრძენი ხალხი ამბობს: „საჩუქრების გაცემა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მიღება“. ასეა სიტყვების შემთხვევაშიც. კარგი სიტყვების თქმა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ვიღაცისგან გაგონება. დღესვე ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა დაიწყეთ! ამაში სიტყვები დაგეხმარებათ. სიტყვა, რომელსაც სხვებს ეუბნებით, გულწრფელი უნდა იყოს. სიტყვები, რომლებიც თავად გინდათ მოისმინოთ.

ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა – სიტყვა ენერგიის უზარმაზარი ნაკადია. მისი დახმარებით არა მხოლოდ ინფორმაციას ან გამოცდილებას გადავცემთ. სხვებს ჩვენს ენერგიას ვუზიარებთ. სიტყვა ახალი მიღწევებისთვის შთაგონებას და მოტივაციას გვაძლევს. ნებისმიერ საქმეში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორი ენერგეტიკით გესალმებათ ადამიანი და ურთიერთობს სხვებთან. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ყველაზე შარიანი ადამიანი მაღაზიაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ყველაზე უბედურია. ცდილობს ნეგატივი მოიშოროს, სხვას გადასცეს, მაგრამ ამით საქმეს აუარესებს, ვინაიდან ყოველთვის იმას მიიღებთ, რასაც გასცემთ.

დამშვიდობების რიტუალის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველდღე ვემშვიდობებით  ოჯახის წევრებს სახლიდან სამსახურში წასვლისას, თანამშრომლებს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას. ახლობლებს და მეგობრებს ვემშვიდობებით და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. დარწმუნებული ვართ, რომ საღამოს ან ხვალ ისევ შევხვდებით. რატომ ვფიქრობთ ასე? 100%–ით დარწმუნებული ვერავინ იქნება, რომ დილით გაიღვიძებს. არავის შეშინებას არ ვცდილობთ, მხოლოდ მოგიწოდებთ, რომ ყოველდღე ახლობლებს სიყვარული აჩუქოთ.

უჩვეულო ექსპერიმენტი – გთავაზობთ პატარა სოციალური ექსპერიმენტის გავლას. მთელი თვე დააკვირდით, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში. 1 თვის განმავლობაში ყოველდღე ყველა ადამიანს, რომელსაც დაემშვიდობებით, ნახვამდის ნაცვლად უთხარით კარგად იყავით. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ურთიერთობა გაქვთ ადამიანთან ან რა დონის ნათესაობა გაკავშირებთ. უბრალოდ ეს სიტყვები თქვით და იგრძენით, როგორ გადაეცემა თქვენი სულის სითბო სხვას.

1 თვეში კეთილი სიტყვის თქმა და სხვისთვის სითბოს გადაცემა ჩვევაში გადაიზრდება. შეამჩნევთ, რომ უფრო წარმატებული გახდით, თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები ხდება. ოცნებები სრულდება, ხოლო ცხოვრება სანუკვარ სურვილებთან გაახლოებთ. გარემო შეიცვლება. ტოქსიკური ხალხი თქვენ გვერდით უბრალოდ ვერ გაჩერდება. თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, ძალის და ენერგიის მომატებას იგრძნობთ.

ვიმედოვნებთ, მარტივი რჩევები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ჩვენი ცხოვრება ხომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ ჩვენ ვახდენთ გავლენას, როგორი ხალხია ჩვენს გარშემო და რა მოვლენები ხდება ჩვენს ცხოვრებაში.