დაოჯახებული ქალი უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე გასათხოვარი და თავისუფალი თანატოლი. რა არის მიზეზი

0
265

რატომღაც ყველა თვლის, რომ დაოჯახებული ქალები მათ დასაოჯახებელ თანატოლებზე უფრო ცუდად გამოიყურებიან. თითქოს, „პრინცს თეთრ ცხენზე“ უკვე შეხვდნენ და საკუთარ თავზე ზრუნვას საჭიროდ არ თვლიან. არავინ ამჩნევს, რომ მათ შორის ლიდერობენ ქალები, რომლებიც სახლს უვლიან, ქმარ–შვილებზე ზრუნავენ და საკუთარი თავისთვის დრო და ძალა აღარ რჩებათ. ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ასე უნდა მოიქცნენ! და მაინც, ლამაზი გათხოვილი ქალები არსებობენ. ქალები, რომლებმაც ყველაფერი ჯოჯოხეთში გაუშვეს და საკუთარი თავი შეიყვარეს. რთული, მაგრამ შესასრულებელია!

დაოჯახებული ლამაზი ქალი – არავინ შეიყვარებს ქალს, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს. პირველ რიგში, ქალმა აქცენტებს და ღირებულებებს უნდა გადახედოს და შეცვალოს. საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება და თავისუფალი დროის პოვნა რთულია, როცა პატარა ბავშვი გყავთ და მას ყურადღება სჭირდება. ქმარსაც რაღაც უნდა მიართვა, მიუტანო, რადგან ადრე მასზე დედამისი ზრუნავდა და ახლა ცოლი ვალდებულია. სწორედ ამიტომ, დივანზე წევს და უყურებს: დაღლილ ცოლს მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშე. არადა გონებაში რომანტიკაზე ფიქრობს!

თუ ქალი პრიორიტეტებს თავის სასარგებლოდ არ შეცვლის, სიტუაცია უკონტროლო შეიძლება გახდეს. მეუღლემ შეიძლება გვერდზე გახედვა მოიფიქროს. მარტოხელა ხომ სხვა საქმეა. ქალი მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის, ზრუნვით თავი გამოჭედილი არ აქვს, არავის არაფერს ჰპირდება, თავისუფალი დრო საკმარისი ააქვს. ასეთი ქალები კაცებს მაგნიტივით იზიდავენ. მისი ცოლიც დაოჯახებამდე ასეთი იყო: მხიარული და ლამაზი. ახლა დავარდნილი ცხენივითაა.

აქ ორი ვარიანტია: ან დრო საკუთარი თავისთვის გამონახეთ ან ქმარი სხვისთვის დროს იპოვის. შედეგად, ბევრი თავისუფალი დღე და ღამე გექნებათ, რომ ბალიშზე იტიროთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქმარი გიყვართ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. თუ მის გარეშე თავს კარგად გრძნობთ, უბრალოდ შვებით ამოისუნთქებთ და მხრებს გაშლით. უძღებ ქმარს უნდა მიანიშნოთ, რომ მის გარეშეც შესანიშნავად იცხოვრებთ. როცა ქმარი იგრძნობს, რომ მის გარეშე თავს გაართმევთ, არსად წავა!

დასაოჯახებელი ლამაზი ქალი – დარეჯანი ქმართან ერთად ქორწილის დღიდან „მხიარულად“ ცხოვრობდა. ხან ერთად იყვნენ, ხან შორდებოდნენ. ბოლოს ირაკლიმ განქორწინებაც მოითხოვა. უცნობია, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი, რომ არა საახალწლო კორპორატიული წვეულება, რომელზეც დარეჯანი, როგორც კომპანიის თანამშრომელი, მიიწვიეს. მთავარი ოფისი სხვა ქალაქში იყო და თავიდან ყოყმანობდა, ღირდა თუ არა წასვლა, თუმცა ბინაც გამოუყვეს. დავარწმუნე, რომ არაფერს კარგავდა, რომ იქ გაერთობოდა. „ჩასაცმელი არ მაქვს“ – უარობდა დარეჯანი. „რაღაცას მოვიფიქრებთ“ – დაჟინებით ვეუბნებოდი.

ბოლოს კაბა გამოჩნდა და დარეჯანი წვეულებაზე (ბუნებრივია, ღამისთევით) სხვა ქალაქში წავიდა. იქ ყველაფერი შესანიშნავი იყო: რესტორანი, მხიარული კომპანია და საცხოვრებელი. შუაღამით თავად ირაკლიც მოვიდა, რომ ცოლი სახლში წაეყვანა, არადა მანამდე განქორწინებას აპირებდა. ამ ისტორიის შემდეგ კიდევ არაერთხელ იჩხუბეს, მაგრამ განქორწინება აღარ უფიქრიათ. კაცები დიდი მესაკუთრეები არიან. ვერ იტანენ ფიქრს, რომ მათი ქალი სხვისი გახდება.

ბუნებით მამაკაცი მონადირე და დამპყრობელია. „საკუთარი ნადავლისადმი“ ინტერესი რომ არ დაკარგოს, მუდმივად დაძაბული უნდა გყავდეთ და მოდუნების საშუალება არ მისცეთ. მამაკაცს სიამოვნებს, როცა მის ქალს „კონკურენტები“ უყურებენ, თუმცა თავად ეჭვიანობის სცენა შეიძლება მოაწყოს. გსურთ იყოთ ლამაზი, საყვარელი და ბედნიერი ქალი? მაშინ იყავით! საკუთარი თავი შეიყვარეთ და შეგიყვარებენ, სიყვარულს და ჰარმონიას იპოვით.