ყველაფერი ფულის ბრალია. ჩვენ კი მდიდრული ქორწილის გადახდა გვინდოდა

437

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას თეა გვიამბობს.

მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს ექვსი თვის მანძილზე ვხვდებოდით და ყველაფერი კარგად იყო. ვფიქრობდი, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო: დადებითი, კეთილი, ყურადღებიანი. ერთხელ საავადმყოფოში მოვხვდი, ის კი ყოველდღე მოდიოდა და მოსაკითხი მოჰქონდა. მე ძალიან მიხაროდა, ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი საქმრო იყო. ცოტა ხანში ბინა ვიქირავეთ და საცხოვრებლად იმ ბინაში გადავედით. იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მას სხვა ქვეყანაში შესთავაზეს სამსახური და ყველაფერი აირია… ვცდილობდი მის გადარწმუნებას, მაგრამ ის შეუვალი იყო. მან დამარწმუნა, რომ ასეთი შანსი ყველას არ ეძლეოდა. მარწმუნებდა, რომ ბევრ ფულს იშოვნიდა და დაბრუნდებოდა.

სკაიპით ვურთიერთობდით, ერთმანეთს შეტყობინებებს ვწერდით, ქორწილს ვგეგმავდით. ვფიქრობდით, ქორწილს სად გადავიხდიდით  და ვის დავპატიჟებდით. მე კაბაც კი შევარჩიე! დაქალებთან ვტრაბახობდი. ამ დროს კი ის რაღაც ამბავში გაება და ბევრ ფულს ეძებდა, ვალის დასაბრუნებლად. ის აცრემლებული თვალებით მთხოვდა, რომ მისთვის 10 000 დოლარი მეშოვნა. რა თქმა უნდა, მე ამხელა თანხა არ მქონდა, მაგრამ ეს სახუმარო საქმე არ იყო. ის ხომ ჩემი მომავალი ქმარია!

ეჭვები მტანჯავდა და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ვარწმუნებდი, რომ თავისი ნათესავებისთვის ეთქვა, რაზეც მპასუხობდა, რომ მამა არ ჰყავდა და ჰყავდა მხოლოდ დედა და და, რომელთაც მიზერული შემოსავალი ჰქონდათ და თავს ძლივს ირჩენდნენ.

ამაზე მთელი ერთი თვის მანძილზე ვსაუბრობდით… ის იფიცებოდა, რომ ძალიან ვენატრებოდი და ჩემთან უნდოდა ჩამოსვლა. ამბობდა, რომ როგორც კი ერთმანეთს შევხვდებოდით, აღარასოდეს აღარ დავშორდებოდით, ბინას ვიყიდიდით და ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაგრამ მოცემული მომენტისთვის მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა.

საბოლოოდ, მან მაინც შეძლო ჩემი დარწმუნება და მე ფული დედაჩემს გამოვართვი ვალად. ჩემი შეყვარებული მარწმუნებდა, რომ საქმეებს რამდენიმე დღეში მოაგვარებდა და მაშინვე ჩამოვიდოდა, როგორც კი ხელფასს აიღებდა.

მთელი ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ის არ ჩანს. არც ზარებს პასუხობს. დედაჩემი ყველაფერში მე მადანაშაულებს, მასზე კი ამბობს, რომ აფერისტია. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ჯერ კიდევ მჯერა, რომ დაბრუნდება. სად არის სიმართლე? როგორ უნდა გავარჩიო გულწრფელობა, სიცრუისა და ტყუილისგან? არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს