ეს ამბავი სინამდვილეში მოხდა და ამის შესახებ გაზეთებშიც კი წერდნენ.
ქორწილში სამასამდე ადამიანი იყო მოწვეული. ოფიციალური ნაწილი დასრულდა და გართობის დრო დადგა.
სიძემ გადაწყვიტა, რომ სტუმრებისთვის სიტყვით მიემართა. მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ქორწილში მათი სიხარულის გასაზიარებლად მოვიდა. ბევრი მათგანი შორიდან იყო ჩამოსული.
სიძემ დიდი მადლობა გადაუხადა პატარძლის ოჯახს, რადგან ისინი მიეხმარნენ ამ შესანიშნავი წვეულების გამართვაში. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს ქორწილში მორთმეული საჩუქრებისთვის.
ყველა სტუმრისთვის საპასუხო საჩუქრები სიძესაც მოემზადებინა. მან სტუმრებს სთხოვა, რომ სკამების ქვეშ შეეხედათ, იქ თითოეულ მათგანს კონვერტი დახვდა. როდესაც კონვერტები ყველამ ამოიღო, სიძემ მათ კონვერტების გახსნა სთხოვა.
თითოეულ კონვერტში პატარძლისა და მოწმის ფოტოები იყო, რომლებიც ს***ით იყვანენ დაკავებულნი.
სიძემ, თურმე რაღაც იეჭვა და კერძო დეტექტივს მიმართა. მან სიმართლე საკმაოდ სწრაფად გაარკვია. ეს ყველაფერი ქორწილიდან რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.
შემდეგ, სტუმრების რეაქციით კმაყოფილი სიძე პატარძლისა და მოწმისკენ შეტრიალდა და ქორწილიდან გააძევა.
მან სტუმრებს გაბრწყინებული სახით შეხედა, ხელი დაუქნია და წავიდა.
მეორე დღეს ის ცოლს დაშორდა.
ჩვეულებრივ, მსგავსს სიტუაციებში, როდესაც ღალატის შესახებ იგებენ, ადამიანები მაშინვე შორდებიან ერთმანეთს და ქორწილს აღარ იხდიან. თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ შური ეძია. მან ცოტა ხანს მოითმინა და საქორწინო ცერემონიას დაელოდა, რათა დაგეგმილი განეხორციელებინა.
ამ ყველაფრის შედეგად, პატარძლის ოჯახმა ქორწილისთვის 35 000 დოლარზე მეტი დახარჯა. ახალგაზრდა ბიჭმა მოახერხა, რომ მომხდარის შესახებ ყველასთვის გაეგებინებინა. მაგრამ მისთვის ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პატარძლისა და მოწმის ნამდვილი სახე ყველა ნათესავს, ნაცნობსა და მეგობარს დაანახა.