გამოცდილი დიასახლისის საიდუმლო. როგორ მოამზადოთ კარტოფილის ოლადები ისე, რომ არ გაშავდეს

0
114

კარტოფილი ჩვენს სამზარეულოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია. მისგან მომზადებული სხვადასხვა კერძი გვაოცებს, რადგან კარტოფილი შეუდარებელია ჩაშუშული, მოხარშული, შემწვარი და გამომცხვარი. მისგან როგორც გარნირი, ასევე დამოუკიდებელი კერძი, მაგალითად, ოლადები შეგიძლიათ მოამზადოთ. კარტოფილი ადვილად მზადდება, ძნელად ფუჭდება, მაგრამ მომზადების გარკვეულ წესებს მაინც უნდა გაეცნოთ. გახეხილი კარტოფილი ჰაერთან კონტაქტის გამო მუქდება და უგემურ გარეგნობას იძენს. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ კარტოფილის ოლადები, რომ გემრიელი იყოს და არ გამუქდეს. გამოცდილი დიასახლისების საიდუმლოს გაგიმხელთ.

როგორ გავაკეთოთ კარტოფილის ოლადები – კარტოფილის არჩევით დავიწყოთ. ოლადები იდეალური გამოდის კარტოფილით, რომელიც ხარშვისას იშლება. ახალი კარტოფილი კატეგორიულად შეუფერებელია, პროდუქტს უბრალოდ გადაიტანთ. კარტოფილის ოლადების მომზადების პროცესი არ გაწელოთ, რადგან სწრაფად მომზადება და მაშინვე შეწვა უყვარს.

ინგრედიენტები:

  • 6 დიდი კარტოფილი
  • 1 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1–2 კბილი ნიორი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • მარილი და წიწაკა (გემოვნებით)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად (რაფინირებული მზესუმზირის ზეთი)

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გარეცხეთ და გათალეთ. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ და გახეხეთ.
  2. სუფთა კარტოფილი წვრილად გახეხეთ. ახლა არსებობს ბევრი მოწყობილობა, რომელიც დიასახლისის ცხოვრებას ამარტივებს. კარტოფილის ოლადები ის კერძია, რომელიც უფრო გემრიელი გამოდის, როცა ხელით ხეხავთ. თუ ამ ამოცანას ვერ უმკლავდებით, მეგობრები დაპატიჟეთ.
  3. თუ კარტოფილი წყლიანია და ძალიან თხელი მასა გამოვიდა, ზედმეტი წვენი გადაწურეთ. ნარევს კვერცხი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი და 1 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. ზოგიერთი მზარეული ფქვილის ნაცვლად მანანის ბურღულს იყენებს. მარილი, წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. მზა ნარევი ცხელ ტაფაზე მზესუმზირის ზეთში შეწვით. ზოგიერთი დიასახლისი ოლადებს თავდახურულ ტაფაზე წვავენ, მაგრამ მის გარეშე უფრო მომწონს.
  5. შემწვარი ოლადები ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი დაწუროთ. ცხელი კერძი არაჟანთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

როგორ გავაკეთოთ კარტოფილის ოლადები – პირდაპირ ტაფიდან ყველაზე გემრიელია. რა საჭიროა გადადება, თუ ახლავე შეგიძლიათ მირთმევა? ძალიან გემრიელი კარტოფილის ოლადები შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ. ტაფაზე კოვზი კარტოფილის მასა გადაიტანეთ, შემდეგ შიგთავსი დაუმატეთ და ზემოდან მეორე კოვზი ნარევი დააფარეთ.

შიგთავსად სხვადასხვა პროდუქტი გამოგადგებათ. მაგალითად, ხაჭო. ცოტა მარილი, წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. დაჭრილი კამაც შესაფერისია. ღორის ხორცი გამოგადგებათ. ფარშს მარილი, წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. სოკო დაჭერით და ხახვში შეწვით, შემდეგ მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. პომიდორი რგოლებად დაჭერით და მთელი ნაჭრები ოლადს დაადეთ. მოხარშული ან შებოლილი ძეხვი წვრილად დაჭერით და ოლადებს აურიეთ. ძეხვის ასორტი შეგიძლიათ გააკეთოთ. კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით, შემდეგ მარილი და წიწაკა დაუმატეთ. კვერცხი და შემწვარი ხახვი (მწვანე ხახვიც გამოგადგებათ) აურიეთ. ისპანახიც შესაფერისია. 1 წუთით ჩაშუშეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

გახეხილი კარტოფილის მასა რომ არ გაშავდეს, ყველა დიასახლისი თავის მეთოდს იყენებს. ნარევს 2–3 ს/კ არაჟანი, ნაღები ან ცხელი რძე დაუმატეთ. გახეხილი სტაფილო, 5 წვეთი ლიმონის წვენი, ხაჭო ან მჟავე რძეც შეგიძლიათ დაუმატოთ. კარტოფილის ოლადები სხვადასხვა შიგთავსით მოამზადეთ და აუცილებლად იპოვით გემოს, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს მოსწონს.