სასიყვარულო ტესტი. გაიგეთ, რა უქმნის საფრთხეს თქვენს პირად ბედნიერებას

188

მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, რამ გამოიწვია ურთიერთობაში უთანხმოება. ფსიქოთერაპევტის არასაკმარის კვალიფიკაციაზე არ ვსაუბრობთ. ხშირად ადამიანი სპეციალისტს ზუსტად ვერ ეუბნება, რა აუბედურებს. გამოცდილი ექსპერტი თქვენგან ინფორმაციის ძალით ამოღებას არ ეცდება. უბრალოდ ურთიერთობის შესახებ მარტივი, მაგრამ საინტერესო ტესტის გავლას შემოგთავაზებთ. ამ ტესტის შედეგით პრობლემის დადგენა და გამოსავლის პოვნა მარტივია.

მარტივი, მაგრამ ეფექტური ტესტი ურთიერთობაზე

კითხვა ქვეცნობიერს – თითოეულ ჩვენგანს ყოველდღე ბევრ ამოცანას შორის ლავირება უწევს. ცნობიერმა, როგორც გამოცდილმა აკრობატმა, ათობით, ზოგჯერ ასობით საკითხის პასუხი უნდა დაიმახსოვროს. მოცემული ტესტი და მისი მსგავსი გამოიყენება ასოციაციურ ჯაჭვებში, რომ შინაგან საგიჟეთში სწორი გზა სწრაფად და მარტივად იპოვოთ. სურათზე სამი წყვილია გამოსახული. ამოცანა მარტივია. ამ სამიდან სწრაფად აირჩიეთ წყვილი, რომელიც თქვენზე შთაბეჭდილებას ახდენს. სიჩქარეს მნიშვნელობა აქვს. გადაწყვეტილება 1–2 წამში უნდა მიიღოთ. პასუხს არა თქვენ, არამედ ქვეცნობიერი ირჩევს.

  • კონტრმზერა – თუ პირველი წყვილი აირჩიეთ, თქვენი ურთიერთობა ვნებით სავსეა. სიყვარული ყველაფერს ავსებს, შურისა და პატივმოყვარეობის ადგილს არ ტოვებს. არ გჭირდებათ, სოციალურ ქსელში პარტნიორით იტრაბახოთ ან ყველას თქვენს ურთიერთობაზე უამბოთ. თქვენთვის აქ და ახლა, ერთად ცხოვრება მნიშვნელოვანია. ასეთი ურთიერთობის მთავარი მინუსი სამომავლო გეგმის უქონლობაა. მომენტით ცხოვრება ადვილი და სასიამოვნოა, თუმცა „სასიყვარულო ნავმა“ ყოფით პრობლემებთან სერიოზულ შეჯახებას შეიძლება ვერ გაუძლოს. ეს პრობლემები მოიშორეთ და იდეალურთან მიახლოებულ სიტუაციას მიიღებთ.
  • აღტაცების ობიექტი – ადამიანებს, რომლებმაც მეორე წყვილი აირჩიეს, თავიანთ გრძნობებზე საჯაროდ საუბარი უყვართ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ რჩეული მეგობრებს და ახლობლებს აჩვენონ. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სიფრთხილე არ დაგავიწყდეთ. სამწუხაროდ, ყველას თქვენი ურთიერთობის პირად ინფორმაციას ვერ ანდობთ.
  • ერთ მხარეს – ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ მათ, ვინც მესამე წყვილს ირჩევს. მსგავსი არჩევენი პარტნიორისადმი შინაგან ნდობაზე მეტყველებს. რჩეულით ტრაბახი არ ახასიათებს, რადგან იცის, რომ საუკეთესოს ვერ იპოვის. სავარაუდოდ, ცხოვრებაში ერთ მხარეს იყურებით, რადგან თქვენი მიზნები და სურვილები მსგავსია. ფრთხილად იყავით, თუ ვის ენდობით.

ტესტი ურთიერთობაზე მარტივი და გასაგებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქ ხარვეზი არ უნდა იყოს. ინტუიცია, ათასი პრობლემებით და საკითხებით დატვირთული ცნობიერისგან განსხვავებით, არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებს. ვიმედოვნებთ, მიღებული ინფორმაცია გამოგადგებათ. მაქსიმალურად ჰარმონიულ ურთიერთობას გისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს