გოგონამ სარეცხი მანქანა ვერ ჩართო

0
16

ბიჭი და მისი შეყვარებული ახალ ბინაში გადავიდნენ.

გოგონამ სარეცხის გარეცხვა გადაწყვიტა და გასარეცხი ტანსაცმელი მანქანაში მოათავსა.

რეჟიმი მიუთითა, თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ მანქანა რატომღაც არ ირთვებოდა.

გოგონამ გაიფიქრა, რომ ბიჭი დაბრუნდებოდა და თავად ნახავდა, რაში იყი საქმე (ის ტექნიკაში ძალიან კარგად ერკვეოდა).

მისი შეყვარებული სახლში დაბრუნდა, გოგონამ კი ჩივილი დაიწყო, რომ სარეცხი მანქანა არ მუშაობდა და ასე შემდეგ…

ბიჭმა მას ბოლომდე მოუსმინა, შემდეგ სარეცხ მანქანას დახედა, როზეტში ჩართო და ხმის ამოუღებლად წავიდა.