მრავალძარღვას თესლი მძიმე დაავადებების დროს გიშველით. ბუნებრივი აფთიაქი უსიამოვნებებს მოგაშორებთ

2540

თუ ამ მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ უკვე გსმენიათ, ალბათ მიჩვეული ხართ, რომ უფრო ხშირად მის ფოთლებს იყენებენ. თქვენთვის ახალი ინფორმაცია იქნება ის, რომ სამკურნალო ძალებს არა მხოლოდ ფოთოლი, არამედ მრავალძარღვას თესლიც ფლობს.

1. უნაყოფობა, თვალის დაავადება, დიაბეტი

რამდენიმე წლის წინ ჰორმონალური ფონის და ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევის  გამო ჩემ ახლობელს „უნაყოფობის“ დიაგნოზი დაუსვეს. ძვირადღირებულმა მედიკამენტებმა და სპეციალურმა კვებამ ვერ უშველა. მან მრავალძარღვას თესლით მკურნალობა გადაწყვიტა.

ასეთი მკურნალობის შემდეგ ქალი დაფეხმძიმდა. ასე რომ, თუ ქალის და კაცის უნაყოფობა გაწუხებთ, რომელიც ჰორმონალური უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით და თვალის დაავადებებით არის გამოწვეული ასე მოიქეცით: ემალის ქვაბში 1 ს/კ მრავალძარღვას თესლი ჩაყარეთ და 250 მლ წყალი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, 1 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 15 მლ დღეში 3-4-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში დალიეთ.

ქალის უნაყოფობის განკურნებას კიდევ ერთი საშუალებით შეძლებთ. ჟოლოს და ასკილის ხმელი ნაყოფი, მრავალძარღვას თესლი და აბზინდას ბალახი დააქუცმაცეთ და თანაბარი პროპორციით აურიეთ. ცოტა თაფლი დაუმატეთ და 10 გრ წონის ბურთები გააკეთეთ. 2-3 ბურთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

2. ყაბზობა, დიარეა, დიზენტერია

ყაბზობის, შარდის ბუშტის ანთების, აქილიის (კუჭის წვენში მარილის მჟავის და პეფსინის ფერმენტების უქონლობა), დიარეის, დიზენტერიის დროს 25 გრ მრავალძარღვას თესლს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით შეანჯღრიეთ, შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიირთვით.

3. კოლიტი, კუჭის წყლული

კოლიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მრავალძარღვას თესლიც შეძლებთ. თესლი დაფქვით და 0,5 ჩ/კ დღეში 4-ჯერ მიიღეთ.

4. კუჭის და ნაწლავების ტკივილი

მრავალძარღვას ყვავილების ნახარში კუჭის და ნაწლავების ტკივილს მოგაშორებთ. ამ ნახარშის მოსამზადებლად 2 ს/კ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ყვავილებს 1,5 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 15 წუთით ადუღეთ. ნახარში მზადაა.

ამ საშუალების გამოყენების დროს გახსოვდეთ, რომ ის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობისთვის არის განკუთვნილი. ნაწლავების და კუჭის ტკივილის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები იყოს და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ დაავადებაზეც უნდა იმკურნალოთ.

5. ძლიერი დიარეის დროს

მეთოდი უვნებელია, ხოლო შედეგი გაგაოცებთ. 1 ს/კ თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თერმოსში მთელი ღამე დააყენეთ და 1/3 ნაწილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ. 1 თვე დალიეთ, შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

6. ადენომა და პროსტატიტი

პროსტატიტის დროს მრავალძარღვას თესლი, ოხრახუში, ველური სტაფილო, ქინძი, ხახვი და შალგი დაფშვენით და თანაბარი პროპორციით აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, ღამე დააყენეთ და დილით, უზმოზე და ღამით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჭიქა დალიეთ. კურსი -1-3 თვე.

მრავალძარღვას თესლის ნაყენი

ინგრედიენტები:

20 გრ დაქუცმაცებული მრავალძარღვას თესლი

მომზადების მეთოდი:

თესლს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 საათით დააყენეთ და გადაწურეთ.

გამოყენება:

40 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ჩვენება:

ეს ნაყენი პროსტატის ანთების დროს დალიეთ.

უკუჩვენება

ეს მკურნალობა უკუჩვენებულია კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის და თრომბოფლებიტის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს