შვილმა დამირეკა და ცხოვრებაზე წუწუნი დაიწყო. ვიცი, რაც სჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი

1001

მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი ღრმაა. მშობელი არასდროს შეწყვეტს შვილზე ნერვიულობს, თუნდაც ის უკვე ზრდასრული, შემდგარი ადამიანი იყოს და საკუთარი ოჯახი ჰქონდეს. ბევრი მშობელი ვერ ხვდება, როდის შეწყვიტოს ზრდასრული შვილის ფინანსურად დახმარება, რითაც მის გაზრდას ხელს უშლის. ეს ქალი შვილს წლები ფინანსურად ეხმარება, მაგრამ ახლა სპონსორობის შეწყვეტას აპირებს.

„ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის დედა ვარ. მათ შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა. უკვე გაიზარდნენ და შვილიშვილებს მოუთმენლად ველოდები. მესმის, რომ ამისთვის ჯერ ოჯახი უნდა შექმნან, თუმცა ახლა მოდაშია ერთად ცხოვრება, ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობენ. ადრე ვფიქრობდი, რომ შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა საკმარისია, რომ შემდეგ შვებით ამოვისუნთქებდი. წლები გადის და მათზე სულ უფრო მეტად ვნერვიულობ. ყველა საკითხის მოგვარება მე მიწევს, რადგან ჩემი მეუღლე ინფანტილური ადამიანია, საკუთარ თავსაც ძლივს უვლის.

ჩემი უფროსი შვილი დემეტრე ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. ქალიშვილი ანა წლები ბიჭებს თავბრუს ახვევდა. მათ შორის საუკეთესოს არჩევას ცდილობდა და იპოვა კიდეც. ორი წელია მეორე ნახევართან ერთად ცხოვრობს. ხელი ჯერ არ მოუწერიათ. მასზე არ ვნერვიულობ. ვიცი, რომ ყველაფერი რიგზე აქვს. ჩემი უმცროსი ვაჟი ლევანი გამუდმებით პრობლემებს ქმნის. ალბათ, თმაში ჭაღარა მასზე ნერვიულობამ გამიჩინა. ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას მითხრა, რომ შეყვარებულია და მასთან ერთად ცხოვრებას აპირებს. ოღონდ მისმა ნამდვილმა სიყვარულმა ლევანის და ფაქტიურად ჩემი ფული მოხვეტა და სხვასთან წავიდა.

ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და ფული არასდროს ჰქონდათ. ლევანი თითქმის ყოველთვე მირეკავდა და ფულს მთხოვდა. როცა დავინტერესდი, რატომ არ იხდიან ბინის ქირას ერთად, გავიგე, რომ ქეთის  ფული არ აქვს, რადგან დედის საჩუქრისთვის აგროვებს. იძულებული ვიყავი, ფინანსურად დავხმარებოდი, რომ სწავლა შუა გზაზე არ მიეტოვებინა. ქეთისთან დაშორების შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი შვილი გაკვეთილს მიიღებდა. ჩემი მკაცრი ზედამხედველობით სწავლა დაასრულა, დიპლომი აიღო. მეგონა, უკვე გამოცდილი მამაკაცი გახდა. მაგრამ არა! გამოდის, სულელები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო ჭკვიანები – მხოლოდ თავისაზე.

მალე ლევანის ცხოვრებაში მერი გამოჩნდა. შეყვარებული ლევანი მიმტკიცებდა, რომ მერი ამქვეყნად საუკეთესო გოგო იყო. გაცნობისას ჭკვიანი და წინდახედული ადამიანის შთაბეჭდილება შექმნა. მიხაროდა კიდეც მათი ურთიერთობა. საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ. იქ ბინას ქირაობენ. მალე სიტუაცია განმეორდა: ჩემს შვილს ფული არასდროს აქვს. იმ დროს ლევანი უკვე მუშაობდა, კარგი ხელფასი ჰქონდა. ბევრი შვილიანი ოჯახი ამ ხელფასით მთელი თვე თავს ირჩენს. მათ კი არ ყოფნით. მერი ზოგჯერ 6-12 თვე უმუშევარი იყო. ხან სამსახური ვერ იშოვა, ხან ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, ხან თანამშრომლებს ვერ შეეწყო. ასე 5 წელია ერთად ცხოვრობენ.

მეც მთელი 5 წელი ფულს დროდადრო ვუგზავნი. ვაცნობიერებ, რომ დროა დაღვინდეს და საკუთარ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, მაგრამ როცა მირეკავს და მეუბნება, რომ პურის ფულიც არ აქვს, გული მეწურება. ის ხომ ჩემი შვილია. რამდენჯერმე ვცადე დარიგება და ახსნა, რომ ბიუჯეტის ასე განაწილება და ფლანგვა არასწორია. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მაგრამ ამ ხელფასით რაღაც დანაზოგი მაინც უნდა ჰქონდეს. პასუხად მხოლოდ ვისმენ: „მერი არასდროს მოგწონდა“. ჩემი არ ესმის.

გუშინ ისევ დამირეკა. სამსახურიდან წამოვიდა, ახალი ჯერ ვერ იპოვა. არ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. მერი მუშაობს და ხელფასს იღებს, მაგრამ მთელ ფულს მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავს, ხოლო ჩემი ლევანის ხელფასი ორივეზე იხარჯებოდა. ვიცი, რომ ლევანი „ისევ ცოტა“ ფულს მომთხოვს, მაგრამ გადავწყვიტე: კმარა! პრობლემები თავად მოაგვაროს. მერიმ არჩინოს ან ჭკუა ისწავლოს! არ ვიცი, როგორ შევასრულო სიტყვა და ისე არ შემეცოდოს, რომ ფული გავუგზავნო“.

ადამიანი ყველაფერ კარგს ადვილად ეჩვევა, თუმცა მანიპულირების უფლება არავის, არც მეგობარს, არც ოჯახის წევრს უნდა მისცეთ. სამწუხაროდ, ეს ქალი შვილის მანიპულირების მსხვერპლია, მაგრამ ახლა გამოსწორება და შვილისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს