ახალგაზრდა მამაკაცს, უბრალოდ სურდა, რომ მეუღლისთვის ყურადღება დაეთმო, მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა

441

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.

ჩემი მეგობრის ამბავს გიამბობთ. ის მაღალი მამაკაცია, დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის. წონაც შესაბამისი აქვს – დაახლოებით 100 კგ. მისი მეუღლე კი, პირიქით, მინიატურული და გამხდარი ქალია. მხოლოდ 50 კგ-ს იწონის, სიმაღლით კი – 160 სმ-ია. ქორწილის შემეგ მათ ბინა გადასცეს.

ის ყოველ დილით იღებდა შხაპს. ერთ დღეს, ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა. მან შხაპი მიიღო და ჯერ კიდევ მთლიანად სველი გამოვიდა სააბაზანო ოთახიდან.

მისი მეუღლე ამ დროს კარადაში რაღაცას ეძებდა. ის სექსუალურად წინ გადახრილი იდგა და კარადაში რაღაცას ნივთებს ათვალიერებდა. მას მხოლოდ ლამაზი საცვალი ეცვა.

რა თქმა უნდა, ახალგამომცხვარი ქმარი მაშინვე “დაიქოქა”. მას ცოლის მიმზიდველ თეძოებზე ხელის შეხება მოუნდა.

მისკენ წავიდა, მაგრამ სველ იატაკზე წონასწორობა დაკარგა. ხელები ინერციით ისევ ცოლის თეძოებისკენ წავიდა და მის უკანალს მოხვდა.

ამ დროს წონასწორობა დაკარგული მამაკაცი ცდილობდა, რომ არ წაქცეულიყო და გაუაზრებლად ჩასჭიდა ხელი იმას, რაც ხელში მოხვდა. ეს იყო ფარდები, რომლებიც იმ წამსვე ჩამოიგლიჯა.

შედეგად, მამაკაცი მაინც დაეჯახა მაგიდას, რომელზეც ჭურჭელი ელაგა. გზად ის სანათსაც დაეჯახა. ყველაფერი ნამსხვრევებად იქცა. მაგიდა გატყდა, სანათიც დაიმსხვრა.

ეპიკური დაცემის შემდეგ, ის ფეხზე წამოდგომას ცდილობდა, რა დროსაც შემთხვევით გამათბობელს შეეხო და ტკივილისგან აყვირდა.

ცხელ გამათბობელს მოშორდა და ისევ ძირს დავარდნილ მაგიდის ზედაპირს გადაუარა, ისევ დაკარგა წონასწორობა და შუშის კარს დაეჯახა. კარადიდან კი ისევ ცოლის “სილამაზეები” მოჩანდა.

თავთან შეჯახების შემდეგ შუშა დაიბზარა. როგორც იქნა ცოლი “ტყვეობიდან” განთავისუფლდა. წარმოსადგენადაც კი ძნელია, თუ რა გაიფიქრა მან, როდესაც ჯერ დარტყმა იგრძნო, შემდეგ კი ქმრის დავარდნისა და ავეჯის მტვრევის ხმა გაიგონა. როდესაც კარადას მოშორდა, მან ნაცემი ქმარი, დამტვრეული ნივთები და ჩამოგლეჯილი ფარდები დაინახა…

და ეს ყველაფერი, სულ რაღაც 15 წამში მოხდა…

ახალგაზრდობის წლები ყოველთვის შესანიშნავია, თუმცა ოდნავ ექსტრემალური…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს