პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ეკა გვიამბობს.
ხშირად მხვდება ინფორმაცია ერთ ქალთან დაკავშირებით, რომელიც მარტოხელა დედაა. ის მუდმივად ფულად დახმარებას ითხოვს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახელით წერს. ამბობს, რომ მრავალშვილიანია, ქმარმა მიატოვა, მუშაობას ბავშვების გამო ვერ ახერხებს, ნათესავებს კი მისი თავი არ აინტერესებთ და ამიტომაც უცხოებს სთხოვს დახმარებას.
მე ვამბობ, რომ ეს ქალი სულელია, მაგრამ ამის გამო სისასტიკეში დამადანაშაულეს. ანუ, მათი აზრით, მის მიმართ თანაგრძნობა უნდა გამომეხატა, რადგან ყველა მამაკაცი ხომ მატყუარაა.
და რატომ ვარ ვალდებული შევიცოდო ქალი, რომელიც შვილების გაჩენის საკითხს არასერიოზულად მიუდგა? ეს ხომ დღესავით ნათელია, რომ ბავშვების გაზრდას არც თუ ისე მცირე სახსრები სჭირდება. მისთვის არავის დაუძალებია ამდენი შვილის გაჩენა, იმის იმედით, რომ ქმარი მთელი ცხოვრება შეინახავდა.
ამ ქალს არასოდეს დაუსვამს საკუთარი პარტნიორისთვის კითხვა იმასთან დაკავშირებით, სურდა თუ არა მას ასეთი დიდი ოჯახის შენახვა და ეყოფოდა თუ არა ამისთვის ძალა? მართალი გითხრათ, რთული არ არის ერთად დაჯდომა და მომავლის დეტალურად გაანალიზება, იქნება თუ არა საშუალება მორიგი ბავშვის ფეხზე დაყენებისა? ზოგიერთს ჰგონია, რომ გათხოვების შემდეგ არაფერი აღარ უნდა გააკეთოს: არ უნდა იმუშაოს, მხოლოდ უამრავი არასაჭირო ნივთი უნდა იყიდოს და მხოლოდ შვილები უნდა აჩინოს, როდესაც ოჯახს ძალიან უჭირს. ქალმა თავიდანვე უნდა უფიქროს, როგორ უნდა მოიქცეს, თუ ქმარი წავა და შვილებზე ზრუნვა მხოლოდ მას დააწვება მხრებზე.
სქესობრივი აქტი თავდაცვის გარეშე – არ ნიშნავს იმას, რომ ქმარი ავტომატურად თანახმაა კიდევ ერთ ბავშვზე. საკუთარ ორგანიზმს თავად უნდა ადევნოთ თვალყური და დროულად უნდა მიიღოთ ზომები. ბოლოს და ბოლოს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც არსებობს და სპირალიც, მთავარია მათი სწორი გამოყენება იცოდეთ. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია, არ იწვალოთ და კიდევ ერთი ბავშვი გააჩინოთ, როგორც ქმრისგან ფულის მიღების საშუალება. ქალს საერთოდ არ აინტერესებს, როგორ იცხოვრებს მისი შვილი მამის გარეშე, თუ რაიმე მოხდება. როგორი იქნება მისი მომავალი, როგორ გადაიხდის მისი სწავლის ფულს.
პირველ რიში თავით უნდა იფიქრო, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს სთხოვო ფული, ან ქმრის დახმარების ხარჯზე იცხოვრო. ბევრი შვილი – მხოლოდ ქალების პრობლემაა, თუ ის მიჩვეულია მხოლოდ ერთი დღით ცხოვრებას და არ ფიქრობს თავის მომავალზე.