მე, არც თუ ისე წარმატებულ ოჯახში გავიზარდე 

577

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

ჩემი ქმარი თავიდანვე მალვინას მეძახდა. მე არც თუ ისე წარმატებულ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი ხშირად სვამდა თავის თაყვანისმცემლებთან ერთად, მაშინ როდესაც მე ყოველთვის მშიერი ვიყავი. ეს არავის აღელვებდა. ვჭამდი იმას, რასაც მისი ბოთლის მეგობრები ტოვებდნენ. დიახ, პატარა გოგოს ეს ნარჩენები ახარებდა. მაშინ მხოლოდ სამი წლის ვიყავი. ამიტომ, ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, მყავდა თუ არა დები ან ძმები.

სამი წლის ასაკში უკვე ძალიან მაგარი გინება ვიცოდი. დედაჩემის მეგობრებს ეს ართობდა: უწმაწური სიტყვების თქმის გამო, რაიმე გემრიელ საჭმელს მაძლევდნენ. ერთხელ კი არაყიც დამალევინეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენთან მაშინვე ერთი პოლიციელი მოვიდა. იმ პოლიციელმა სახლიდან წამომიყვანა. მე გული მერეოდა და რაღაც წამლები დამალევინეს.

ასე მოვხვდი ბავშვთა სახლში. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ტილები არ აღმომაჩნდა, თუმცა მე არავინ მივლიდა. მოგვიანებით კი, მარიამმა მიშვილა, რომელიც ბავშვთა სახლში მუშაობდა. მარიამს საკუთარი ქალიშვილიც ჰყავდა, მას ეკა ერქვა. როგორც იქნა, ახალი და სუფთა ტანსაცმელი მეღირსა, შხაპის მიღების საშულება მქონდა, ასეთი გემრიელი საკვები კი ცხოვრებაში არ გამესინჯა. იმ საღამოს პირველად დავწექი რბილ, სუფთა საწოლში, სადაც ნებივრობას შევძლებდი. მაგრამ, მე სპეციალურად ველოდებოდი მომენტს, როდის დაიძინებდა ყველა, რომ კიდევ ერთი კანფეტი მეჭამა. დილით გემრიელი ცხელი საუზმე მელოდა.

იმ ოჯახში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მე ლამაზი კაბა მიყიდეს და რბილი სათამაშო, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი სათამაშო გახდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ცხოვრებაში პირველი სათამაშო იყო: დედას ჩემთვის სათამაშო არ უყიდია. ჩემი გაჭირვებული წარსულის გამო ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი. თუმცა, ამავე დროს ძალიან ლამაზი – ცისფერთვალება და თოვლივით თეთრი თმით. აქ მე ყველა ანას მეძახდა.

ერთხელ მარიამმა საგზალი მოამზადა და ყველა ერთად გავემგზავრეთ სოფელში, სადაც ეკას ქმარი გველოდა.

ეკას სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული და ის გადანაწილებით სამუშაოდ სოფელში მოხვდა. თავისი ქმარი მან იქ გაიცნო. ცოტა ხანში მათ იქორწინეს და საკუთარი სახლი იყიდეს. სახლში ბავშვის ოთახიც მოაწყვეს, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ. ბედნიერი ოჯახური ცხოვრების 5 წლის შემდეგაც კი… მათ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ჩვილს ბავშვთა სახლიდან ეშვილათ. ნიკა ბიძიამ საკუთარი შვილივით მიმიღო. მითხრა, რომ ის მამაჩემი იყო, ეკა კი – დედაჩემი. მითხრა, რომ ჩემ თავს აღარავის გაატანდა. ეკას ბედნიერი იყო, რომ მისი ნიკა ასეთი მოსიყვარულე აღმოჩნდა.

ასე შევიძინე ნამდვილი ოჯახი: პაპა, ბაბო და ძაღლი და ფისოც კი. ჩემი თავი ყველას უხაროდა. მეც ძალიან მიხაროდა, პატარა გოგოს, რომელსაც ცისფერი კაბა ეცვა და თავზე მალვინასნაირი ბაფთა ეკეთა. სწორედ ამ ფორმაში შემნიშნა ბიჭმა მეზობელი ქუჩიდან.

გიორგისთან დამეგობრება მაშინვე მიმინდა, მაგრამ ის მეუბნებოდა, რომ სამეგობროდ მისთვის ძალიან პატარა ვიყავი. თუმცა, ჩემსას მაინც მივაღწიე.

ნიკას დედამ კი მაშინვე არ მიმიღო. მე მას საჭმლის მომზადებაში ვეხმარებოდი. გარდა ამისა, ყველაფერს მისგან ვსწავლობდი. მათ ძალიან ბევრი ქათმები, იხვები, ბატები, ღორები და ცხვრები ჰყავდათ… მე მათ ძაღლსაც კი დავუმეგობრდი.

მეორე დღეს ადგილობრივ ბაზარში წავედით. იქ ბებია კვერცხს, რძეს, არაჟანს და უამრავ სხვა პროდუქტს ყიდიდა. მერე, მე და ეკა მაღაზიაში წავედით და მან ახალი ტანსაცმელი, ახალი სათამაშო და საინტერესო წიგნები მიყიდა. ადრე მსგავსი არაფერი მქონია. საღამოობით ეკა წიგნებს მიკითხავდა. ერთ დღეს კი გინება დავიწყე და ყველა ცუდად გახდა. მე არც კი ვეჭვობდი, რომ მათ ეს ასე ძალიან არ მოეწონებოდათ. დედასთან რომ ვიყავი ეს ყველას მოსწონდა და უფრო მეტიც, კანფეტებსაც მაძლევდნენ.

ერთხელ ვერ ვიძინებდი, მეშინოდა, რომ გავიღვიძებდი და ისევ დედაჩემთან აღმოვჩნდებოდი. და ისევ ჭუჭყიანი და მშიერი ვიქნებოდი. ეკამ და ნიკამ თავიანთთან დამიძახეს და მათთან დავიძინე. მამაჩემი შრომობდა, დედა კი მთელი დღე სახლში იყო. მე დედაჩემს ბოსტანში ვეხმარებოდი. ბებომ წერა-კითხვა მასწავლა. მან როგორც იქნა მიმიღო და მთელი გულით შემიყვარა. მას შემდეგ სულ ვეცოდებოდი, ჩემთვის ტკბილეულს ყიდულობდა და ამბობდა, რომ ჩემ თავს არავის გაატანდა.

მეზობლის ბავშვები მაბრაზებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ არც დედას და არც მამას არ ვგავდი. ძალიან მეწყინა, რადგან ეს ჩემთვის პირველი ნამდვილი ოჯახი იყო, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. მე მათ დავუმტკიცე, რომ ისინი ჩემი ნამდვილი მშობლები იყვნენ და მე მათი შვილი. სანამ ბაბო და პაპა ბოსტანში იყვნენ, მე მამაჩემთან გავიქეცი სამსახურში. გიორგიმ შენიშნა და უკან გამომყვა. ყველას გაუკვირდა, რომ პატარა გოგონა სრულიად მარტო იყო და ვიღაცამ დედაჩემს შეატყობინა. ჩემმა მშობლებმა ისე ინერვიულეს, რომ მივხვდი, რამდენად ძლიერ ვუყვარდი მათ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის შენი ბიოლოგიური დედა, ჩემთვის ჩემი ოჯახი ახლა ჩემი ეკა და ნიკა არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს