ისტორია ადამიანთა გულგრილობაზე, რომელიც დაგაფიქრებს 

0
285

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მინდა, ერთი ისტორია გიამბოთ. ერთხელ უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი.

ტრადიციისამებრ, მეტროში მგზავრობის დროს ყურსასმენები მეკეთა, რათა ხმაური არ გამეგონა და პრობლემები დამევიწყებინა. ამ დროს ჩემი ყურადღება ერთმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც ქანაობდა და პრაქტიკულად ფეხზე დგომა არ შეეძლო. ყურსასმენები მოვიხსენი და გავიგონე, როგორ კიცხავდნენ მგზავრები, მათი აზრით, მთვრალ მამაკაცს. ამ სიტუაციამ არაფრით გამაოცა, რადგან მთვრალი ადამიანი იშვიათობას არ წარმოადგენს. მე გამაოცა ერთმა ფაქტმა – მთვრალი ადამიანი გამოსცემს დამახასიათებელ არომატს, რომელიც მთელ ვაგონში გავრცელდებოდა. ამ უსიამოვნო სუნის მოშორება ძალიან ძნელია. მოხდა ისე, რომ მე და ის მამაკაცი ერთ გაჩერებაზე წამოვდექით. ის თავისი გზით წავიდა, მე კი – ჩემით. ჩვენი გზები შეიძლება სამუდამოდ გაყოფილიყო, მაგრამ რაღაც მაწუხებდა და გადავწყვიტე, ახლოს მივსულიყავი და მეკითხა, კარგად იყო თუ არა. მან მიპასუხა, მაგრამ მისი საუბარი გაუგებარი და არეული იყო.

ამან შემაშფოთა. გამახსენდა, ერთი სტატია, რომელიც სოციალურ ქსელში წავიკითხე. იმ სტატიაში ინსულტის ნიშნებზე იყო საუბარი. ერთ-ერთი ნიშანი იყო ის, რომ ინსულტის დროს ადამიანს ნორმალურად გაღიმება არ შეუძლია. მამაკაცს ვთხოვე, გაეღიმა, თუმცა მან უარი მითხრა. მაგრამ, როდესაც ამის გაკეთება სცადა, ვერ შეძლო. ამ დროს მივხვდი, რომ სიტუაცია სერიოზული იყო და სასწრაფო გამოვიძახე. მიპასუხეს, რომ მეტროში ყოფნის დროს, მეტროს ექიმებისთვის უნდა მიგვემართა, ასე რომ, მათთვის უნდა დაგვერეკა. მათთან ჩხუბი დამჭირდა, რადგან ხელებზე მეწვინა ადამიანი, რომელსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა და წამებიც კი მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ, მეტროს ვაგონების ხმაურის ფონზე მაინც მოვახერხე ოპერატორის დარწმუნება, რომ მეტროში სამედიცინო მუშაკების ბრიგადა გამოეგზავნა.

შემდეგი ოცი წუთი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი გამოდგა. მამაკაცი ფერს იცვლიდა და ფერმკრთალი ხდებოდა. მეგონა, რომ კიდევ ერთი წამი და ის ჩემს ხელებში გარდაიცვლებოდა. გამვლელებს ვთხოვდი, რომ დასახმარებლად ვინმესთვის დაეძახათ, მაგრამ ისინი გულგრილად გვივლიდნენ გვერდს ან საქმეს იმიზეზებდნენ.  როგორც იქნა სასწრაფო მოვიდა, პაციენტი საკაცეზე დააწვინეს, მაგრამ საჭირო იყო მისი მეტროდან ამოყვანა და მანქანაში მოთავსება. აქ კი საშინელება გაგრძელდა, რადგან ექიმებს უჭირდათ ხალხში გავლა, რომელთაც არ უნდოდათ ადამიანების გატარება, რომელთაც საკაცეზე მომაკვდავი ადამიანი ეწვინათ. მათთვის სულ ერთი იყო, მათი საქმეები გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე უცნობი ადამიანი.

რამდენიმე წუთის შემდეგ სასწრაფოს ბრიგადიდან ერთ-ერთმა ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ ის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ძალიან ბევრი დრო დაიკარგა. მე იმ კაცის სახელიც კი არ ვიცი. ამ დროს ერთ რამეს მივხვდი – ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ცუდად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მაგრამ არავინ დაეხმარება. ადამიანი შეიძლება პირდაპირ სადგურზე გარდაიცვალოს, ხალხში. ამიტომ, ადამიანებს მოვუწოდებ, რომ საკუთარ თავში არ ჩაიკეტონ და ყურადღება მიაქციონ გარშემომყოფებს. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, როდესაც დაინახავთ ადამიანს, რომელიც არაადეკვატურად იქცევა. ის აუცილებლად მთვრალი ან ფსიქიურად დაავადებული არ არის. მთვრალი თუ იქნება, ის საკუთარ გზას მიგიჩენთ და თქვენ თქვენი გზით წახვალთ. ან, იქნებ სიცოცხლე გადაარჩინოთ

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სამი საათის განმავლობაში ინსულტის დიაგნოსტირების და დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენა შეიძლება. მინდა, კიდევ ერთხელ გადავიტანო აქცენტი ინსულტის ნიშნებზე:

1. ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად გაღიმება;

2. გაურკვევლად ლაპარაკობს, მარცვლები არეულია;

3. ის ვერ შესძლებს ხელების მაღლა აწევას;

4. ენა გამრუდებულია;

ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მაშინვე უნდა დაუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს და აღწეროთ სიტუაცია. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდება და მისი წყალობით ვიღაცის სიცოცხლე გადარჩება. ადამიანებო, ნუ იქნებით გულგრილები!