ხახვის წვენი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ – აბები და ტანჯვა დაგავიწყდებათ

1470

ხახვის წვენი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და ნაერთებით გაჯერებულია.

ხახვი ბევრ ფიტონციდს შეიცავს. ეს ნივთიერება მცენარის იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს, სოკოს, ბაქტერიებისა და ვირუსების ზრდისა და გამრავლებისგან იცავს.

სწორედ ამიტომ, ხახვის ან მისი წვენის მიღებისას ეს ფიტონციდები ჩვენს ორგანიზმს იცავენ: ისინი სტრეპტოკოკს, ტუბერკულოზის, დიფტერიის და დიზენტერიის ჩხირებს, ასევე გრიპის ვირუსებს და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს ანადგურებენ.

იყიდება

ხახვის წვენის რეგულარული მოხმარება მადას აუმჯობესებს და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოებას ზრდის, ქსოვილებიდან, მათ შორის კანიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.

გრიპის და ხველის დროს ნახველს მოგაშორებთ. შარდკენჭოვანი დაავადების დროს მოქმედებს როგორც შარმდენი საშუალება, შეშუპებას აქრობს და ქვიშა და კენჭები გამოაქვს.

ათეროსკლეროზის დროს, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე, ხახვის წვენი თაფლთან ერთად მიიღეთ და მისი განვითარება შეფერხდება. ხახვის წვენი სასარგებლოა ბუასილის, სისხლში ჭარბი ქოლესტერინის დრო და ა.შ.

ხახვის წვენი ჩვეულებრივ სურდოს და ეპიდემიის დროს ახსენდებათ: გრიპი, ბრონქიტი, ანგინა. კერძოდ, გრიპის დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ ხახვის წვენი დღეში რამდენჯერმე ცხვირის ლორწოვან გარსზე წაისვათ – ასე გართულებების თავიდან აცილებას შეძლებთ.

სურდოს დროს ხახვის წვენში გაჟღენთილი ბამბის ან მარლის ტამპონი ნესტოებში ჩაიდეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ. თუ წვის ატანა გიჭირთ, ნესტოებში მორიგეობით ჩაიდეთ. ბავშვებს ამ პროცედურის ატანა არ აიძულოთ. მათ შეგიძლიათ ცხვირში ხახვის წვენის, თაფლის და მდუღარე წყლის ნარევი ჩაუწვეთოთ.

სურდოს დროს როგორც ბავშვებს, ასე ზრდასრულებს ხახვის წვენის დალევა დაეხმარებათ.ა მისთვის 1:1 პროპორციით თაფლს აურიეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ. ასევე მიიღეთ ანგინის დროს, მაგრამ სუფთა სახით, თაფლის გარეშე.

ბრონქიტის დროს ჭამის დროს 1 ს/კ ხახვის წვენი (1:1 პროპორციით თაფლში არეული) მიიღეთ. ასე ნახველის ამოღება გაგიმარტივდებათ.

ადენოიდები შეგიძლიათ განიკურნოთ ამ ნარევით: 10 მლ ახალი ხახვის წვენი, 10 გრ თაფლი, 5 გრ გამდნარი პროპოლისი, 15 გრ კაკაოს ზეთი და 30 გრ ქაცვის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ნარევით მარლა ან ბამბა გაჟღინეთ და ცხვირის ნესტოებში 20 წუთით ჩაიდეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. შეგიძლიათ ბავშვებსაც ამ მეთოდით უმკურნალოთ. მიღებული ნარევი მწვავე წვას იწვევს.

პროსტატის ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს რეკომენდებულია 1 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 ს/კ ხახვის წვენის და თაფლის ნარევი (1:1) დალიოთ.

ეს ნარევი ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროსაც დაგეხმარებათ. 1 ს/კ დღეში 2-ჯერ, 2 თვის განმავლობაში მიიღეთ.

ჰიპერტონიის დროს ასეთი მეთოდი გამოგადგებათ: 3 კგ ხახვი გაწურეთ, 500 გრ თაფლი და 25 ნიგვზის უღელი დაუმატეთ. ქილაში ჩაყარეთ და გაზავებული სპირტი ან არაყი დაასხით. 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

შარდკენჭოვანი დაავადების დროს 2 ს/კ ხახვის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.

სუსტი მხედველობის დროს ღამით ქუთუთოებზე ახალი ხახვის წვენის და თაფლის ნარევი (1:2) წაისვით. თვალებზე ლიბრის განვითარების დროს 1-2 წვეთი ღამით თვალში ჩაიწვეთეთ.

სხვათა შორის, ხახვის ან მისი წვენის რეგულარული მიღება მხედველობას აუმჯობესებს.

ბუასილის დროს 1 ჩ/კ ხახვის წვენის და თაფლის ნარევი (1:2) დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

შუა ყურის ანთების, ყურებში შუილის დროს ყურებში თბილი ხახვის წვენი ( 4 წვეთი) ჩაიწვეთეთ. ბავშვებისთვის ეს წვენი თბილ ანადუღარ წყალში 1:2 პროპორციით გააზავეთ. ამ პრობლემის დროს შეგიძლიათ ღამე ყურში ხახვის წვენში გაჟღენთილი ბამბა ჩაიდოთ.

ყურებში შუილის დროს ასეთი რეცეპტი გამოგადგებათ: ხახვის ზედა ნაწილში ჩაღრმავება გააკეთეთ, მასში 1 ჩ/კ კვლიავი ჩაყარეთ და ამოჭრილი ნაჭერი დააფარეთ. შემდეგ ღუმელში გამოაცხვეთ, წვენი გაწურეთ. რამდენიმე წვეთი წვენი დღეში რამდენჯერმე ყურებში ჩაიწვეთეთ. ჩვეულებრივ 1 დღეში დაავადების სიმპტომები გაქრება.

უკუჩვენება

ხახვის წვენს რიგი უკუჩვენება გააჩნია. მისი მიღება ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, ღვიძლის, კუჭის წყლულის, პანკრეასის და გულის დაავადებების გამწვავების დროს არ შეიძლება.