დაბადების დღეზე დედამთილმა ოქროს ჯაჭვი მაჩუქა, დედამ კი მორიგი კონვერტი მომიტანა ფულით, მას საერთოდ არ ვაინტერესებ

12022

არ იცით, რა აჩუქოთ ქალიშვილს დაბადების დღეზე? უბრალოდ, თქვენი თავი მის ადგილზე წარმოიდგინეთ და გაიხსენეთ, რაში ხარჯავს ის ყველაზე ბევრ ფულს. მოზარდებს კოსმეტიკა და ტანსაცმელი აინტერესებთ, ცოტა უფრო დიდ გოგოებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მაგრამ, როგორ მოიქცევით, თუ ქალიშვილი უკვე დიდია და საკუთარი ოჯახი ჰყავს? ფინანსურად დაეხმარებით, თუ უბრალოდ იაფფასიან სამკაულს უყიდით, რადგან მას უკვე ქმარი ჰყავს?

მშობლები ძალიან განსხვავებულები არიან და თავიანთ შვილებსაც განსხვავებულად ექცევიან. ვიღაც, ძალიან ირჯება, რომ შვილს ასიამოვნოს, ვიღაც კი, პირიქით, დახმარებას შვილისგან ელის. რა თქმა უნდა, ეს ორივე უკიდურესობაა. მაგრამ საკითხი ძალზე საინტერესოა, რადგან დაგვეხმარება იმის გაგებაში, როგორ მოექცევა შვილი თავის მშობელს მომავალში.

რა შეიძლება ვაჩუქოთ ქალიშვილს დაბადების დღეზე? 

ისე მოხდა, რომ 27 წლის ვარ და დედამთილი დედაზე ახლობელ ადამიანად მიმაჩნია. საქმე სულაც არ ეხება ბავშვობისდროინდელ წყენებს. ჩემი გადაწყვეტილება მაქსიმალურად გააზრებულია. მე მხოლოდ იმის მიხედვით ვსაზღვრავ, რასაც ახლა ვხედავ და ეს ძალიან მტკენს გულს. მეორე მხრივ კი, ახალი დედა ვიპოვნე, რომელიც თავისებურად ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ხელს უწყობს ჩემი ოჯახის გამყარებას.

დედაჩემი ძალიან ენერგიული ქალია, სპორტული. 50 წლის ასაკში ის ძალიან მარტივად ჯდება შპაგატში, სირბილში კი, ალბათ, თავის თანატოლ ნებისმიერ მამაკაცს გაუსწრებს. ეს მას გენებში აქვს. ის მთელი ცხოვრება სპირტით არის დაკავებული, საკუთარი თავი კარატეშიც გამოსცადა, ტანვარჯიშშიც და იოგაშიც. დროთა განმავლობაში მას შესაბამისი ხასიათიც ჩამოუყალიბდა: მკაცრი, უკომპრომისო.

მე ბავშვობიდანვე შესაბამის პირობებში ვიზრდებოდი. ფიზიკური აქტივობის მაქსიმუმი, მუდმივი სპორტული სექციები და წრეები. ადრეული ასაკიდან მწვრთნელებით ვიყავი გარშემორტყმული, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩემგან ოლიმპიური მედალოსნის შექმნას ცდილობდნენ. ვარჯიშზე მათ სიმკაცრეს სხვანაირად ვერ ვხსნიდი.

15 წლის ასაკისთვის ნათელი გახდა, რომ სპორტული მომავალი მე არ მექნებოდა. მე სხვანაირი ვარ, არ მაქვს ასეთი ძლიერი ნებისყოფა და ურიცხვი დიეტებისა და კალორიების დეფიციტის მიუხედავად, ჩემი ქალურობა მაინც ავლენდა თავს. მაგრამ მე მიყვარდა და მიყვარს სიგამხდრე, ამას ვერ წამართმევთ, თუმცა სხვა საქმეა, რის ფასად მიაღწევ მას.

შედეგად, ჩემმა თინეიჯერობის პერიოდმა დედის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. მან მთელი თავისი ყურადღება ჩემს უმცროსს ძმაზე გადაიტანა და მე მას შემდეგ რაღაცნაირად ცივად მექცეოდა. ჩემი გათხოვებაც კი, მისთვის რაღაც მორიგი სამსახურის წვეულების მსგავსი იყო. მას არაფერი დაულევია და არც უმხიარულია. მთელი საღამო მაგიდასთან იჯდა და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა.

შესანიშნავი დედამთილი 

შემდეგ ჩემი დედამთილი გავიცანი უფრო ახლოს. ჩვენი ურთიერთობის ცოტა მეშინოდა. თავადაც იცით, დედამთილებზე რეებს ამბობენ. ჩემთვის ის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მხიარული, ქარიზმატული ქალი, გულწრფელი ღიმილით, შარმით და სიკეთით. ის დიდხანს მიყვებოდა, როგორ ელოდა ჩვენს შეხვედრას და ნამდვილად ინტერესდებოდა ჩემი ცხოვრებით. ბევრს იცინოდა, უბრალოდ გაოგნებული ვიყავი.

იცით, არიან ყველასათვის საყვარელი მსახიობები, რომლებიც მთელ ქვეყანას უყვარს და არიან სპორტსმენებიც, რომლებსაც მათი მიღწევების გამო სცემენ პატივს, მაგრამ არავინ იცის, როგორ იქცევიან ისინი რეალურ ცხოვრებაში. სწორედ რაღაც მსგავსი აერთიანებს ჩემს დედამთილს და დედაჩემს.

ქორწილის შემდეგ მე და ჩემი ქმარი ცალკე ბინაში ვცხოვრობთ. გინდათ გითხრათ, საცხოვრებლით ვინ უზრუნველგვყო? მართალია. ჩემი ქმრის მშობლებმა. სინამდვილეში, ბინა დიდი ხნის წინ იყო ნაყიდი, რასაც ქვია, მოემზადნენ. დედაჩემმა მხოლდ თქვა, რომ ჩვენი ბედნიერება გაუხარდა და სულ ეს იყო. მისი, როგორც მშობლის ვალი, მოხდილი იყო. ქალიშვილზე შეეძლო აღარ ეზრუნა.

დედამთილი კვირაში ერთხელ გვირეკავს და გვეკითხება, როგორ ვართ. ზოგჯერ მოდის და როგორც შეუძლია, მეხმარება. ზოგჯერ პროდუქტებიც მოაქვს, ხან ფინანსურად გვეხმარება. მე შემიძლია მას რჩევისთვის მივმართო. მან ყოველთვის იცის, რა მირჩიოს, გინდა სახლის საქმეებში, გინდა ურთიერთობებში. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი მეგობარია.

ამ დროს, დედაჩემმა შეიძლება ზარზე არ მიპასუხოს, როდესაც სპორტდარბაზშია ან საუბრის სურვილი არ აქვს. სტუმრად, რაც გათხოვილი ვარ, მხოლოდ რამდენჯერმე მოვიდა. ისიც ოფიციალურად, თითქოს ვალდებულების მოხდის მიზნით. ეტყობოდა, რომ სულაც აინტერსებდა ჩვენი სახლის ამბები. რა ვქნათ, ასეთი ადამიანია.

ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა. დედაჩემი მოვიდა, ძალიან ცუდ განწყობაზე იყო. მითხრა, რომ დიდხანს დარჩენა არ შეეძლო, საღამოს საქმეები ჰქონდა. ჯერ კიდევ მზის ჩასვლამდე წავიდა. სიმბოლურად, კონვერტი მაჩუქა, რომელშიც ფული იდო (არაფერი განსაკუთრებული). ის არავის დალაპარაკებია. მხოლოდ მე მითხრა საყვედური, რომ ოთხ კედელში ნამდვილ “დეიდას” დავემსგავსე, თუმცა არ მგონია, რომ ასე იყოს. მე სასწორი მაქვს და ჩვევის მიხედვით ბევრს არ ვჭამ, მით უმეტეს ცხიმიან საკვებს.

ჩემმა დედამთილმა კი მთელი საღამო იმხიარულა, თავის ბიჭზე ისტორიები გვიამბო, მომავალზე ისაუბრა. მოკლედ, ყველაფერი ცოტ-ცოტა, მაგრამ თავი არ მოგვაბეზრა. მე ოქროს ჯაჭვი მაჩუქა, ასეთი ერთ-ერთ ტელეწამყვანს აქვს. მისგან უამრავი დადებითი ემოცია მივიღე, დილით კი ტელეფონზეც ვისაუბრეთ.

ასეც ხდება ხოლმე, მშობელი დედა ახლა ჩემგან უფრო შორსაა, ვიდრე დედა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ქმართან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. მე რაღაც მომენტებში მას ვბაძავ კიდეც. მაგალითად, ჩაცმის მანერაში. და ეს მაშინ, როდესაც მე ბევრად უმცროსი ვარ. ჩემი აზრით რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობა ასეთი უნდა იყოს. მშობელ დედასთან კი… რა გაეწყობა, როგორც ჩანს, ხასიათებით განვსხვავდებით. ყოველ შემთხვევაში, მირჩევნია ასე ვიფიქრო…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს