ტამარა გლობამ ისაუბრა, რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში და როგორ მოემზადონ ცვლილებებისთვის

43

ტამარა გლობას აპრილის ახალი ჰოროსკოპი გვაძლევს მოტივაციას განვაგრძოთ მოძრაობა და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. როდესაც ვარსკვლავების მხარდაჭერას გრძნობ, ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილია. ცნობილი ასტროლოგის შთამაგონებელი გამოსვლების შემდეგ კი საერთოდ ქრება ეჭვები, რომ ეს თვე ნამდვილად წარმატებული იქნება. ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს დანარჩენებზე მეტად? ამ ყველაფერს დეტალურად პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ!

აპრილის თვის ჰოროსკოპი ტამარა გლობასგან

აპრილში ოფიციალურად იწყება ასტროლოგიური ახალი წელი. ეს ვერძების თვეა, ამიტომ მათთვის ჰოროსკოპი უბრალოდ არ შეიძლება, რომ იყოს ცუდი. თქვენ შეძლებთ ყველა თქვენი იდეის რეალიზებას, ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერის წყალობით კი მშვიდად და სწრაფად გადაიტანთ ყველაზე რთულ მომენტებსაც კი. მოსალოდნელია სერიოზული ფინანსური მატება.

კუროსთვის აპრილი ორმაგი იქნება. ერთის მხრივ, მეტი ენერგია და რესურსი გაჩნდება პროდუქტიული მუშაობისთვის. მეორეს მხრივ, სამსახურის ხელმძღვანელობა შეიძლება თქვენზე გაბრაზებული იყოს, ასე რომ, ყურადღებით იყავით. სიყვარულის დრო დგება. ეს არის იდეალური დრო დაორსულებისთვის. ასევე აპრილში ბევრი ახალი ნაცნობობა გელოდებათ, რომელთაგან ზოგიერთი მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისთვის.

გაზაფხულის შუა პერიოდში ტყუპები მეგობრებთან ურთიერთობებს გაამყარებენ. თუმცა სამსახურში სირთულეები შეიქმნება, რის შედეგადაც შეიძლება საერთოდ დაკარგონ ის. სამაგიეროდ, უამრავი ახალი შესაძლებლობა გაჩნდება სახლიდან მოშორებით. იფიქრეთ ემიგრაციაზე!

აპრილი კარგი დროა მოგზაურობისა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისთვის. კირჩხიბებს ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდებათ, რომლებიც დაკავშირებული იქნება გუნდურ მუშაობასთან. არის შანსი მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა. ძველ სამსახურში მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. გარდა ამისა, აღმოჩნდება, რომ რამდენიმე არაკეთილმოსურნე გყავთ. შეეცადეთ ცივი გონებით იმოქმედოთ. ოჯახი და მეგობრები თქვენს გვერდით იქნებიან!

ასტროპროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

ლომები თავიანთ პროექტზე აპრილის შუა რიცხვებამდე იშრომებენ, მაგრამ შემდეგ შავი ზოლი დადგება და ყველაფერი დაღმასვლისკენ წავა. ამან არ უნდა შეგაშინოთ, რადგან მეგობრები ყველაფერში დაგეხმარებიან. ამ თვეში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი დრო საკუთარ თავს და ჯანმრთელობას დაუთმოთ. ზედმეტი არ იქნება სრული შემოწმების გავლა.

ახალი ადამიანების გაცნობა ქალწულებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის სახლიდან მოშორებით. ეს შეიძლება იყოს სამსახურიც და სწავლაც. ასევე, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ელის შემოქმედებითი წარმატება და ახალი რაუნდი სასიყვარულო ურთიერთობებში. მაგრამ თვის ბოლოს სამსახურში მდგომარეობა შეიძლება დაიძაბოს. შესაძლებელია სამუშაო კონფლიქტები. თუმცა, თქვენ მოახერხებთ, რომ ყველა პრობლემა მშვიდობიანად და სწრაფად მოაგვაროთ.

სასწორებს უამრავი ცვლილება ელის გაზაფხულის შუა პერიოდში. ეს პირველ რიგში სამსახურს და ფინანსებს ეხება და ასევე პირად ურთიერთობებს. გლობა გირჩევთ, რომ ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და ყურადღება წვრილმანებზე არ გაფანტოთ. უფრო მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. აპრილში მათ უფრო მეტად დასჭირდებით, ვიდრე ოდესმე.

მორიელებს ამ პერიოდში ყველაზე მეტად ოჯახური საქმეები ააღელვებს. თუმცა, სამსახურის საქმეებსაც განუსაზღვრელი ვადით ვერ გადადებთ. მოგიწევთ კონცენტრირება იმაზე, რასაც შემოსავალი მოაქვს და არა მხოლოდ სიამოვნება. მაგრამ, ეს ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. ის აუცილებლად მოგიტანთ სასურველ შედეგს და სასიამოვნო შემოსავალს.

ასტროპროგნოზი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

მშვილდოსანი აპრილში სიყვარულსა და აღიარებაში იბანავებს. ეს შესანიშნავი დროა მოგზაურობისა და საქმიანი მოგზაურობისთვის. უამრავი ძალისხმევა დაიხარჯება სამსახურთან დაკავშირებული პროექტების რეალიზებისთვის. ნათესავები და მეგობრები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას დაუჭერენ მხარს – შეგიძლიათ დაეყრდნოთ მათ! ამავდროულად, თქვენს ცხოვრებაში უამრავი ახალი საინტერესო ადამიანი გამოჩნდება.

აპრილში თხის რქებს მნიშვნელოვანი შემოსავალი ელის, რომელიც უძრავ ქონებასთან არის კავშირში. თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, ახლა შესანიშნავი დროა სამშობლოში დასაბრუნებლად. ასევე, ეს თვე გპირდებათ, რომ სასიყვარულო კუთხითაც პროდუქტიული იქნება. თქვენ შეიძლება დაორსულდეთ ან, ბოლოს და ბოლოს, ნანატრი ნიშნობის ბეჭედი მიიღოთ.

მერწყულებს აპრილში ახალი ნაცნობობა, ძველ მეგობრებთან სასიამოვნო შეხვედრები და მოულოდნელი მოგზაურობები ელოდებათ. ამის წყალობით სამსახურსა და ფულთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ. თქვენ შეძლებთ ბინის პრობლემის მოგვარებას და თქვენი ოცნების ბინაში გადასვლას.

თევზებისთვის კარგი შემოსავლების დრო დგება. აპრილში შეგიძლიათ განახორციელოთ მსხვილი ფინანსური ინვესტიცია, როგორიცაა მანქანის ან ბინის შეძენა. დგება შესანიშნავი პერიოდი შემოქმედებისა და ახალი სამუშაო პროექტებისთვის. გარდა ამისა, სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და საოჯახო საქმეებს. ბალანსი – ჩვენი ყველაფერია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს