მამაკაცი 30 წელი მხოლოდ შორტებს ატარებდა. აი, როგორ შეცვალეს იგი ტელევიზიის სტილისტებმა

0
405

ღრმა ბავშვობიდანვე, ჯონ ლონგმა უარი თქვა შარვლების ტარებაზე და უპირატესობა შორტებს მიანიჭა. 30 წლის განმავლობაში, იგი ხმოლოდ შორტებს იცვამდა, ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ამინდში, თუმცა, მისი ტრადიცია ცოლმა შეცვალა. მან ჯონი მიიწვია ტელეგადაცემაში, რომლის ფარგლებშიც სტილისტებს მისი იმიჯი სრულად უნდა შეეცვალათ.

-“შორტები იაფია, ერთბაშად ათი მათგანის ყიდვა შემიძლია. ამ ტანსაცმელში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ სამსახურში, მოძრაობისას არაფერი მაფერხებს.” – ყვება ჯონი. მამაკაცს იმდენად შეუყვარდა შორტები, რომ საკუთარ ქორწილზეც ეცვა.

-“მე ბევრ დროს ვხარჯავ საკუთარი თავის მოწესრიგებაზე რესტორანში წასვლამდე, საბოლოო ჯამში კი მთელი ყურადღება მაინც ჯონს ეკუთხვნის, რადგან მინუსებიან ამინდში შორტებით დადის.” – ჩივის ჯონის ცოლი, როუზი.

გარდა ჯონის შორტების მიმართ სიყვარულისა, მას თმის ქერად შეღებვაც ძალიან შეუყვარდა. ხანგრძლივი და მრავალჯერადი ქიმიური ზემოქმედების შედეგად, ჯონის თმები ძალიან შეთხელდა. საბედნიეროდ, სტილისტებმა ყურადღება შარვალთმოძულის თმებსაც დაუთმეს.

გადაცემაში მისვლისას, როუზი მოუთმენლად ელოდა მამაკაცის სტილის შეცვლას. როცა ჯონი სცენაზე გამოვიდა, ქალი აღტაცებით წამოხტა და ქმართან ჩასახუტებლად გაიქცა. მამაკაცს, რომელმაც თავი სარკეში ვერ იცნო, ვერც კი წარმოედგინა, რომ შარვალი ამდენად მოსახერხებელი იქნებოდა.

როგორც ჩანს, ჯონს არც უფიქრია სტილისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როცა მათ შარვლის მორგება სთხოვეს. მთელი ამ დროის მანძილზე, მას უბრალოდ არ უნდოდა ცოლის რჩევებისთვის ყურის დაგდება, თუმცა, როგორც კი შარვალი ჩაიცვა, მაშინვე მიხვდა, რომ ცდებოდა.

მამაკაცი ისევ ვერ დაემშვიდობა შორტებს, თუმცა, ახლა მის ცხოვრებაში გრძელი შარვლებისთვისაც გაჩნდა ადგილი. გადაცემის წამყვანებმა გადაწყვიტეს ჯონის გარდასახვის აღნიშნვა და წყვილს რესტორანში ერთი საღამოს გატარება გადაცემის ხარჯზე შესთავაზეს.

გადაახვიეთ ქვემოთ დართული ვიდეო 3:55-ზე, რათა ჯონის ახალი სტილი იხილოთ:

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი