უბრალოდ უნდა აიღოთ ორი ტაბლეტი და სანიაღვრეში მოათავსოთ, ბლოკირება მომენტალურად გაქრება

2011

რა სასიამოვნოა აბაზანის ან შხაპის მიღება აქტიური დღის შემდეგ! ან დილით კონტრასტული შხაპის მიღება, რომელიც ძალიან გვაფხიზლებს და ძალას გვმატებს. ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ცხოვრება სააბაზანო ოთახის გარეშე, ყველანაირი კომფორტით. მაგრამ, როგორი სამწუხაროა, როდესაც სანიაღვრე მილი იჭედება. საჭიროა, მისი სასწრაფოდ გაწმენდა!

კანალიზაციის პროფესიონალური გაწმენდა შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს და თანაც ყოველთვის არ აქვს აზრი სანტექნიკოსის გამოძახებას. თანამედროვე სამყაროში ამის მრავალი საშუალება და მეთოდი არსებობს, გარე დახმარების გარეშე. ერთ-ერთ ასეთ მეთოდს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ.

სანიაღვრე მილის გაწმენდა

საპნები და თმის შამპუნები კარგად იხსნება წყალში, მაგრამ ეს პროდუქტები შეიცავს ლითონის მარილებს, რომლებიც მილებზე ილექება. თმასთან და სხვა წვრილ ნაწილაკებთან ერთად ეს ყველაფერი მილების გაჭედვას იწვევს და ამან შეიძლება შემდგომში აბაზანის დატბორვა გამოიწვიოს.

საყოფაცხოვრებო მაღაზიებში სანიაღვრე მილის გასაწმენდი მზა საშუალებები იყიდება. სხვადასხვა მწარმოებლები განსხვავებულ ეფექტს გვპირდებიან სიჩქარისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ეს ყოველთვის ასე არ არის და გამოყენების მეთოდის ოდნავი დარღვევისას, საშუალება უბრალოდ უსარგებლო ხდება.

სანიაღვრე მილის გასაწმენდად ჩვენ თქვენთვის მარტივი, ბიუჯეტური და ეფექტური მეთოდები მოვამზადეთ. ისინი მილების თავდაპირველი გამტარიანობის აღდგენაში დაგეხმარებათ, ზედმეტი დანახარჯის გარეშე. მთელი ნალექი და თუნდაც მყარი წარმონაქმნები პირველივე გამოყენების შემდეგ დაიშლება. ასეთი პროდუქტები უსაფრთხოა თავად მილებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად დაუნდობელია ბლოკირების მიმართ.

პირველი მეთოდი უმარტივესი, მაგრამ არანაკლებ ეფექტურია. თქვენ ჩვეულებრივი ასპირინის ტაბლეტები დაგჭირდებათ. მათი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. მოათავსეთ 2 ტაბლეტი სანიაღვრე ხვრელში და ერთი ჭიქა 9%-იანი ძმარი დაასხით.

ასპირინი შიშხინს დაიწყებს და აქაფდება. მას შემდეგ, რაც ტაბლეტები მთლიანად გაიხსნება, რამდენიმე წუთის შემდეგ სანიაღვრეში დაახლოებით 1 ლიტრი მდუღარე წყალი ჩაასხით. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი ჭუჭყისა და ნარჩენების ჩარეცხვას.

მეორე მეთოდისთვის საკვები სოდა, ძმარი და მდუღარე წყალი დაგჭირდებათ. სანიაღვრე მილში 2 სუფრის კოვზი სოდა ჩაყარეთ და ნახევარი ჭიქა ძმარი დაასხით. ეს ნარევი ძალიან აქტიურად აქაფდება. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სანიაღვრე მილში 3 ლიტრი მდუღარე წყალი ჩაასხით. შეგიძლიათ მშვიდად ისარგებლოთ, სანიაღვრე მილი გაწმენდილი იქნება.

მესამე საშუალებაა – საკვები სოდა და ჩვეულებრივი სუფრის მარილი. შეურიეთ თითოეული პროდუქტის ორ-ორი კოვზი და სანიაღვრე მილში ჩაყარეთ. ზემოდან ნახევარი ჭიქა ძმარი დაასხით. ეფექტი იგივე იქნება, რაც მეორე შემთხვევაში, მაგრამ უფრო უკეთესი მარილის შემცველობის გამო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჩარეცხეთ კანალიზაცია დიდი რაოდენობით მდუღარე წყლით.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები სანიაღვრე მილის ბლოკირების პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და მისი გაწმენდა თქვენთვის პრობლემატური აღარ იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს