20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასტუმროს დამლაგებლად ვმუშაობდი. ახლა გაჩვენებთ მეთოდს, როგორ უნდა დაიცვათ საპირფარეშოს ჯაგრისის სისუფთავე

693

ყველა სახლში არის ნივთები, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია, მაგრამ მათი დასუფთავება ყოველთვის ძალიან რთული. რა თქმა უნდა, საპირფარეშო ძნელი წარმოსადგენია ამ მოწყობილობის გარეშე. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ მისი სისუფთავე?

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს საპირფარეშოს ამ აქსესუარის სისუფთავის შესანარჩუნებლად. ამაში რთული არაფერია!

საპირფარეშოს სილიკონის ჯაგრისი

გარდა იმისა, რომ საპირფარეშოს ჯაგრისი არაესთეტიკურად გამოიყურება, ის აგრეთვე შესანიშნავი ადგილია მიკრობებისთვის. ამიტომაც იპყრობს ის ასეთ ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში ბავშვები არიან. გამოდის, რომ ამ მოწყობილობის სისუფთავის შენარჩუნებაში რთული არაფერია. მთავარია ამის გაკეთება რეგულარულად და ფრთხილად.

საპირფარეშოს ჯაგრისის გასუფთავება შესაძლებელია უნიტაზის რეცხვის პარალელურად. უნიტაზის დასუფთავებისას მცირეოდენი საწმენდი საშუალება თავად ჯაგრისს წაუსვით. საშუალება აქაფდება და ჯაგრისი ძალიან სწრაფად გასუფთავდება. როდესაც უნიტაზში დარჩენილი სარეცხი საშუალების ჩამორეცხვას დაიწყებთ, ცოტა ხნით ჯაგრისიც შიგნით დატოვეთ. წყალი ჯაგრისიდანაც ჩამოირეცხავს სარეცხ საშუალებას და ის ისევ ახალივით გახდება.

საპირფარეშოს ჯაგრისის საწმენდი საშუალება

ჯაგრისის ღრმა ჭუჭყისგან გაწმენდის მეორე ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ძმარი. უბრალოდ დატოვეთ ჯაგრისი ძმარში რამდენიმე საათის განმავლობაში. ძმარი რთულ ჭუჭყსაც კი ებრძვის და მას ასევე ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებიც გააჩნია. გარდა ამისა, საშუალება პირვანდელ სითეთრეს დაუბრუნებს ჯაგრისის სილიკონის ბოჭკოებს.

საპირფარეშოს დასუფთავების სისტემატიზაციისთვის, საჭიროა ყველაზე ეფექტური მეთოდის არჩევა ჯაგრისის გასასუფთავებლად. ნებისმიერ ჯაგრისს აქვს სადგამი, რომელშიც ის ინახება. ის თასის მსგავსია. თქვენ შეგიძლიათ მასში საწმენდი საშუალება ან თუნდაც ჩვეულებრივი მათეთრებელი ჩაასხათ, რომელიც ყოველ ჯერზე გაასუფთავებს ჯაგრისს, როდესაც მას ადგილზე დააბრუნებთ.

მთავარია, 5 დღეში ერთხელ მაინც გამოცვალოთ საწმენდი საშუალება. გარდა ამისა, ეს მეთოდი შესანიშნავად ანადგურებს ყველა მიკრობსა და ბაქტერიას. შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ საპირფარეშოს ჰიგიენაზე.

რაც არ უნდა ვეცადოთ ბინის დასუფთავების პროცესების მინიმუმამდე დაყვანას, არის ისეთი რამ, რაც არ შეიძლება გამორიცხული იყოს ყოველდღიური რუტინიდან. ყველა დიასახლისმა მშვენივრად იცის, რომ საპირფარეშოს სისუფთავე მთელი ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია. ამიტომ, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწორედ უნიტაზსა და სხვა აქსესუარებს.

ცოდნა და გამოცდილება ან ასაკთან ერთად მოდის, ან მაშინ, როდესაც ვიღაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ჩვენი გუნდი ყოველთვის სიამოვნებით უზიარებს სხვადასხვა გამოცდილ მეთოდებს ჩვენს მკითხველს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ ყოველთვის შეძლოთ პასუხების პოვნა, თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს