სამზარეულოში მთელი ოჯახი შეიკრიბა მნიშვნელოვან საოჯახო საკითზე სასაუბროდ, რძალს კი სთხოვეს, რომ სხვა ოთახში მოეცადა

0
1205

როგორ ყალიბდება მამაკაცის ხასიათი და როდის ავლენს თავს? ეს კითხვა, სინამდვილეში, საკმაოდ რთულია. ზოგადად მიღებულია, რომ მთელი საქმე აღზრდაშია. სწორედ ამის შედაეგად ყალიბდებიან ბიჭები მამაკაცებად და იწყებენ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ მომავალ ცხოვრებაზე. მაგრამ ასევე არსებობს გენები, საცხოვრებელი პირობები და ა.შ.

გარდა ამისა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მამაკაცის ხასიათი ძლიერ არის დამოკიდებული გეოგრაფიაზე. დიახ, დიახ, მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცე ცნობილია იმით, რომ ბიჭებს ძირითადად ქალები ზრდიან. აღმოსავლეთში პირიქითაა. ძალიან ახალგაზრდა ბიჭიც კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედამისი, მაგრამ მას ყოველთვის ბევრად უფრო ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე მამამისს, ბიძამისს ან პაპამისს. და მათი ხასიათიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

მამაკაცის ხასიათი

საოჯახო საქმეების შემდეგ ეკა ბაღიდან შვილის წამოსაყვანად წავიდა. ეს იყო ჩვეულებრივი, რუტინული დღე, როგორც ყოველთვის. ის ესაუბრა მასწავლებლებს, მოისმინა კიდევ ერთი მონოლოგი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი ძვირდება და საბავშვო ბაღს დახმარება სჭირდება. იყო ნახევრად გამჭვირვალე მინიშნებები ფინანსურ მონაწილეობაზე და ა.შ. მას ძალიან გაუფუჭდა განწყობა, მერე კი წვიმაც დაიწყო.

უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა. ქმარი იყო. მან ეკას სთხოვა, რომ მის მშობლებთან შეევლო ცოტა ხნით, რათა შემდეგ ყველა ერთად წასულიყვნენ სახლში. გოგონას მაინცდამაინც არ უყვარდა ქმრის ნათესავები, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მას უყვარდა ქმართან და შვილთან ერთად სიარული. ეს კი უქმე დღეების გარდა, იშვიათად უხერხდებოდა.

კარი სერგომ გააღო. ქმარი სწრაფად დაეხმარა ეკას სველი ქურთუკის გახდაში, შვილს ჩაეხუტა და ცოლს ჩურჩულით სთხოვა, რომ ცარიელ ოთახში შესულიყო. მთელი ოჯახი, მათ შორის სერგოს დაც, სამზარეულოში შეკრებილიყვნენ. ეკას მაინცდამაინც არ უნდოდა ქმრის ნათესავების ნახვა, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ მიესალმებოდა მაინც. მიუხედავად ამისა, მან ბავშვი ხელში აიყვანა და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა, რაც შეიძლება ჩუმად ეთამაშა მასთან. მაგრამ საბოლოოდ ცნობისმოყვარეობამ სძლია და დანარჩენების კომპანიას შეუერთდა.

სამზარეულოში ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განიხილავდნენ. ეკას მული, ნანა, ტყუპებს ელოდებოდა. ერთდროულად ორი ბავშვი, მაშინ როდესაც ნანას ერთი შვილი უკვე ჰყავდა. მათ ოროთახიანი ბინა აქვთ. სად უნდა იცხოვრონ – გაურკვეველია. ამ საკითხის განხილვაში თითქმის ყველა იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ყველაზე მეტად და ხმამაღლა სერგოს დედა, ლელა, ლაპარაკობდა.

ის საშინელ რამეებს ამბობდა (ეკასთვის). ის ამბობდა, რომ საჭირო იყო სერგოს და ეკას ოროთახიანი ბინის გაყიდვა და მიღებული ფულით კარგი ერთოთახიანი ბინის ყიდვა, რადგან იქ სამი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახი თავს ვიწროდ არ იგრძნობდა. დანარჩენი ფული კი ნანასთვის და მისი ქმრისთვის უნდა მიეცათ, რადგან მათ ასეთი სიტუაცია აქვთ და საჭიროა მათი გადარჩენა.

სერგო მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო და უბრალოდ ამ ყველაფერს ისმენდა. მან ვერ გაბედა, რომ დედას რაიმეში შეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, ის, ისევე როგორც მისი და, დედამისზე იყო დამოკიდებული. საქმე ის იყო, რომ ბინები მათ დედამ აჩუქათ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სერგოს დედამ ბიზნესი საკუთარ ხელში აიღო და კარგი ფული გამოიმუშავა. ასე რომ, დედა მათ ლიდერად ითვლებოდა.

ეკას, ეს ყველაფერი საერთოდ არ აწყობდა, რის თქმაც მას არ მოერიდა. დედამთილმა მხოლოდ ხმამაღლა ამოისუნთქა და ითხოვა, რომ ეს საუბარი “უფრო მოსახერხებელი დროისთვის” გადაედოთ. ეკას კი უპასუხა, რომ როდესაც თავად გამოიმუშავებდა უძრავი ქონების ფულს, შეეძლო მაშინ გაეცა ბრძანება. მათი ოჯახი კი მეგობრულია და ისინი ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან.

გზა სახლისკენ რთული იყო. სერგო ან დუმდა, ან თავს იმართლებდა, რაც, სინამდვილეში, კიდევ უფრო უარესი იყო. ის ამბობდა, რომ ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ბინა დედამისის სახელზე იყო. თუ ის დედამისს შეეკამათებოდა, მაშინ ნაქირავებ ბინაში მოუწევდათ გადასვლა. გარდა ამისა, მათი ოროთახიანი ბინა გარემონტებული არ არის და ახლა ისინი კარგად გარემონტებულ ერთოთახიან ბინას შეიძენდნენ.

ბუნებრივია, გოგონა არცერთი ვარიანტით არ იყო აღფრთოვანებული. რადგან მან იცოდა, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება პირველი ნაბიჯი იყო განქორწინებისკენ. ის კომუნალურ ბინაში გაიზარდა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. როგორი კარგი რემონტიც არ უნდა იყოს, განმარტოვების საშუალების არ ქონის გამო, ჩვეულებრივი ჩხუბი, რაღაც უფრო დიდში გადაიზრდება. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, როგორღაც შეწინააღმდეგება? საკუთარი შვილისა და შვილიშვილის სახლიდან გასახლება? დედამთილი კი არა – ურჩხული.

წვიმის წვეთები მანქანის საქარე მინას ეცემოდა. ეკა კი ფიქრობდა როგორ აღზრდიდა საკუთარ შვილს. რა შეუძლია ასწავლოს მას საკუთარმა მამამ? ახლა კარგი, საბავშვო ბაღი, სხვა ბავშვები, ეს არაფერია. მაგრამ, როდესაც მას გოგოს დაცვა ან ხულიგნების მოგერიება მოუწევს. ისიც გაჩუმდება? უბრალოდ თვალებს დაახამხამებს და ისე მოიქცევა, თითქოს ის არაფერ შუაშია? და სიბერემდე ასე იქნება?

მას უამრავი უსაიმოვნო კითხვა აწუხებდა და მათზე პასუხი არ ჰქონდა. სერგო, რა თქმა უნდა, კარგი ადამიანია. ის ბევრს მუშაობს, რათა ისინი უზრუნველყოს. ის თვითონაც ხშირად სარგებლობს მისი კეთილგანწყობით. აბა, ვინ არ არის მთლად უცოდველი? თუმცა შვილი, მისი ვაჟი – ეს სხვა საქმეა. ის სხვანაირი უნდა იყოს. უფრო მტკიცე, გაბედული. მაგრამ, ეს როგორ უნდა მოვახერხო? ნუთუ უფრო შესაფერისი მამაკაცის პოვნა მომიწევს?

ორივე მშობელი ჩუმად იჯდა მანქანაში და თითოეული რაღაც განსხვავებულზე ფიქრობდა.