რა უსიამოვნებას შეიძლება ველოდოთ სტუმრებისგან, რომლებსაც სახლში დავპატიჟებთ. ისტორიები განსხვავებულია

0
66

სახლში იმ სტუმრების მოსვლა, რომლებიც გიყვართ და ელოდებით – ნამდვილი დღესასწაულია. ასეთი ადამიანების დასახვედრად, გინდა სათანადოდ მოემზადო, რომ მათ თავი ისე იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში (ან ცოტა უკეთაც კი). მაგრამ არიან სტუმრები, რომლებიც ისე ახერხებენ საკუთარ თავზე შთაბეჭდილების გაფუჭებას, რომ მათი ხელახლა დანახვა აღარ გინდათ.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ისტორიებს, რომლებშიც მკითხველები უსიამოვნო გამოცდილებას გვიზიარებენ. და მაინც, ისეთ რა უსიამოვნო საქციელს შეიძლება ველოდოთ სტუმრებისგან, რომ საკუთარი აღშფოთება ვერ დავმალოთ? ზოგიერთი ისტორია ნამდვილად გაგაოცებთ.

სტუმრები

1. „ერთხელ ჩემი ქმრის მეგობრები გვესტუმრნენ, რომლებმაც სუფრასთან დაგვიწყეს საუბარი იმ თემაზე, რომ სახლში ძაღლის შენახვა არაჰიგიენურია. რამდენიც გინდა დაალაგე, მაგრამ ძაღლის ბეწვი მაინც ყველგან იქნება. ამაზე ჩემმა ქმარმა საკმაოდ გონივრულად განაცხადა, რომ ჩვენ არავის ვაიძულებთ ჩვენთან სტუმრობას და ძაღლი კი – იყო, არის და იქნება ჩვენს სახლში“, – წერს ელენე.

2. „მეგობარმა მთხოვა, რომ თავის დაბადების დღეს ჩემთან აღნიშნავდა სუფთა ჰაერზე, რადგან მე აგარაკზე ვცხოვრობ. მან სტუმრები დაპატიჟა, რომლებმაც მთელ გაზონზე სიგარეტის ნამწვები მიმოფანტეს, სასტიკი არეულობა დამიტოვეს, დათვრნენ და მხოლოდ შუაღამისას წავიდნენ ტაქსით”.

”ამის შემდეგ ყველაფრის დალაგება მე მომიწია, გაზონზე სიგარეტის ნამწვების მოსაგროვებლად დავხოხავდი. ამ მეგობრის ხსენებაც კი აღარ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ერთადერთი საშინელი ვიზიტი ჩემს მეხსიერებაში. ახლა მხოლოდ სასიამოვნო შეხვედრები მაქვს – სასიამოვნო ადამიანებთან“, – გვიზიარებს ნათია.

სხვა ისტორიები

3. „როდესაც რემონტის შემდეგ ახალ ბინაში გადავედით, დედამთილი მაშინვე გვესტუმრა. მან ფაქტიურად ყველა ოთახი შემოიარა ჭუჭყის მოსაძებნად. საპირფარეშოში შევიდა, უნიტაზი შეათვალირა, თითიც კი გაუსვა, რათა ენახა სუფთა იყო თუ არა. მე კი ვუთხარი: “აქ ყველაფერი ახალია. საპირფარეშოში ჯერ არც კი შევსულვართ”. – იხსენებს ანა.

”ინტერნეტით ძალიან კარგი მაგიდა შევიძინე. დიდხანს ველოდი, სანამ ტაილანდიდან ჩამოიტანდნენ. სტუმრები მოვიდნენ და ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს ისე შეშურდა, რომ ყველას თვალწინ დაიწყო იმის მტკიცება, თუ რამდენად ცუდი იყო ეს მაგიდა. მან მაგიდაზე მუშტის ცემა დაიწყო, შემდეგ ჭიქით სცადა მისი გატეხვა…“

„საბოლოოდ, მან ვერაფერს მიაღწია, რადგან მაგიდა სქელი გამოწრთობილი მინისგან იყო დამზადებული, ნაკაწრებიც კი არ დააჩნდა. ის მეგობარი კი ძალიან სულელურად გამოიყურებოდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ შური ცუდი გრძნობაა, ”- დარწმუნებულია ანა.

5. „ეს ისტორია ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს გადახდა თავს. მოკლედ რომ ვთქვათ, სტუმარი საპირფარეშოში შევიდა, მოისაქმა და შემდეგ აღმოაჩინა, რომ ტუალეტის ქაღალდი აღარ იყო. მან გადაწყვიტა ამ შემთხვევისთვის პირსახოცი გამოეყენებინა, შემდეგ კი პირსახოცი ისევ თავის ადგილზე ჩამოკიდა, ”- ამბობს ლელა.

ხშირად მასპინძლების აღშფოთება იმასაც გამოუწვევია, რომ სტუმრები დაუპატიჟებლად მოსულან, ან იმდენ ხანს დარჩენილან, რომ კინაღამ მათი გაძევება დასჭირვებიათ.