მე და ჩემი ოჯახი 7 წლის წინ კვიპროსში წავედით საცხოვრებლად, მზად ვარ დავასახელო 20 მიზეზი, თუ რატომ არ მოგინდებათ აქ ცხოვრება

0
475

მზიანი კვიპროსი დღეს არამარტო ტურისტების, არამედ უკეთესი ცხოვრების მაძიებელთა ყურადღებასაც იპყრობს. ხალხი საემიგრაციოდ კვიპროსს უმიზეზოდ არ ირჩევს. არის რაღაც მიმზიდველი ამ კუნძულზე. მაგრამ არის თუ არა სინამდვილეში ასეთი კარგი?

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, რას უნდა ელოდოთ კვიპროსში მუდმივი ცხოვრებისგან.

კვიპროსი დღეს

კვიპროსში ცხოვრება ძვირია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძალიან ძვირი. მაგალითად, აქ სახლის დაქირავება მინიმუმ 1700 ევრო დაჯდება, კომუნალური მომსახურება კი – მინიმუმ 170 ევრო. სუპერმარკეტში თუ შეხვალ ერთი თვის სამყოფი პროდუქტების საყიდლად – ბარათზე მინუს 800-1100 ევრო.

აშკარაა, რომ ამ ქვეყანაში ხელფასებიც საკმაოდ დიდია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი აქ გადმოვა საცხოვრებლად, მაშინვე მილიონებს მიიღებს. 2021 წელს კვიპროსში საშუალო ხელფასი 1910-2404 ევრო იყო.

უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაქირავების სპეციალური სისტემა არსებობს. უბრალოდ ისე, კარგ სამსახურში არავინ აგიყვანს. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ გაქვთ კომპეტენციის ის დონე, რაც კონკრეტულ კომპანიას სჭირდება. მხოლოდ დიპლომი აქ ზოგჯერ საკმარისი არ არის.

კვიპროსში წელიწადში 7 თვის განმავლობაში ცხელა და უჰაერობაა. კონდიციონერის გარეშე ბინაში ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია. ზოგჯერ კონდიციონერი საჭიროა უკვე მაისიდან და ხანდახან ოქტომბერშიც კი. ზამთარში გარეთ კომფორტულია, მაგრამ ბინებში გათბობა არ არის. ამიტომაც ძალიან ცივა და ყველაფერი ისევ ელექტროენერგიის დიდ გადასახადებთან არის დაკავშირებული. რადგან, როგორმე ხომ უნდა გათბე!

გასათბობად კონდიციონერის ჩართვა არც ისე კარგი იდეაა, რადგან ის ჰაერს აშრობს. გამოდის, რომ საჭიროა დამატენიანებელი. ასეთი ამინდის გამო ბინაში ტემპერატურა სტაბილურად იკლებს, სინესტეა და ობი ჩნდება. ეს არის პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის დაქირავებას გადაწყვეტთ.

კვიპროსში ცხოვრების უარყოფითი მხარეები

კვიპროსის კლიმატური პრობლემები სიცხით და სიცივით არ სრულდება. გაზაფხულზე, კუნძულზე ხშირად ხდება მტვრის ქარიშხალი, რადგან ძლიერ ქარს საჰარადან მტვერი მოაქვს. ქუჩებში მისი ჩასუნთქვა არა მხოლოდ უსიამოვნოა, არამედ ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის.

ამიტომ ჰაერის ხარისხს სპეციალურ აპლიკაციებში უნდა ადევნოთ თვალი, რომლებიც იტყობინება რამდენად უსაფრთხოა სახლიდან გასვლა ამა თუ იმ დროს. ზუსტად ასე უნდა აკონტროლოთ სიტუაცია მიწისძვრებთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა კვიპროსისთვის. ზოგჯერ ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს – ეს ყველაფერი მაგნიტუდაზეა დამოკიდებული.

ამინდის ფენომენი ხშირად კუნძულზე კომუნიკაციის ხარისხზეც მოქმედებს. შეიძლება ინტერნეტში ძალიან ძვირს იხდიდეთ, მაგრამ ჭექა-ქუხილის და ძლიერი წვიმის შემდეგ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი დაკარგულია. საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა პროვაიდერები და ოპერატორები, ამიტომ შეგიძლიათ რომელიმე სხვა აირჩიოთ.

კუნძულზე თავისუფლად რომ იგრძნოთ თავი, საკუთარი მანქანა უნდა გყავდეთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მაგრამ მარშრუტები ცოტაა. არის ავტობუსები, რომლებიც დღეში მხოლოდ 5 რეისს ასრულებს.

ამავდროულად, მანქანის მფლობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ კვიპროსში მძღოლები ხშირად უგულებელყოფენ მოძრაობის წესებს. არც ისე დიდი ხნის წინ, ქვეყანამ საგზაო მოძრაობის დარღვევაზე ჯარიმები გაზარდა. ასევე, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო გზებზე კამერების დაყენება. ასე რომ, არის იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

მწერების თუ გეშინიათ, მაშინ კვიპროსი არ მოგეწონებათ. არსებობს ორი სახეობის ტარაკნები, რომელთაგან ერთ-ერთს ფრენა შეუძლია. ასეთი დაუპატიჟებელი სტუმარი სიგრძეში ზოგჯერ 10 სანტიმეტრს აღწევს. ადამიანისთვის ის უვნებელია, მაგრამ ისე გამოიყურება, რომ ნებისმიერს შეაშინებს.

სხვა ნიუანსები

წამიკითხავს, რომ ემიგრანტები ნორმალური მაღაზიების არარსებობას უჩივიან. ვერსად დავდივართ საყიდლებზე! ხშირად გვიწევს, რომ ტანსაცმელი და სხვა ნივთები ონლაინ შევიძინოთ. მაგრამ პრობლემები აქაც ჩნდება: ამ გზით კვების პროდუქტების შეძენა ძალიან რთულია. საბედნიეროდ, პროგრესი ადგილზე არ დგას და კვიპროსში ამ მხრივ მდგომარეობა ბევრად უმჯობესდება.

და კიდევ, კვიპროსი არ მოეწონებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხვრების სწრაფ ტემპს არიან მიჩვეულები. უფრო მეტიც, აქ სპეციალური ტერმინიც კი არსებობს – “სიგა-სიგა”. ქართულად ეს ნიშნავს ნელ-ნელა. ეს საუკეთესოდ აღწერს იმას, თუ როგორ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი ადგილობრივი მაცხოვრებლები.

კვიპროსზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ დღეს ამ ასპექტებზე შევჩერდებით.