მეზობლებს ცოლ-ქმარი შეშლილებად მიაჩნდათ, როცა სახლის გარშემო სათბურის აშენება დაიწყეს. ახლა თავადაც სურთ იგივეს გაკეთება.

1181

პლედი, თბილი წინდები, ცხელი ყავა და საყვარელი ადამიანი – ეს პირველია, რასაც ვეტანებით, როცა ფანჯრებს მიღმა ავდარია, სახლში კი ცივა. თუმცა, სტოკჰოლმელმა ჩარლზ საჩილიტომ და მერი გრენმარმა გადაწყვიტეს, ეს პრობლემა სხვაგვარად გადაეჭრათ.

თავიდან, წყვილმა ენერგოეფექტური სახლის ნულიდან აშენება განიზრახა. თუმცა, შემდეგ შეხვდნენ არქიტექტორ ბენგტ ვარნას, რომელმაც ოჯახს საკმაოდ საინტერესო კონცეფცია შესთავაზა.

წყვილმა შეიძინა პატარა სახლი, რომლის გარშემოც 4-მილიმეტრიანი დამცავი შუშის სათბური იყო აშენებული.

ასეთ პროექტს უამრავი დადებითი მხარე აქვს: შიგნით ტემპერატურა მუდმივად 20 გრადუსამდე ნარჩუნდება, მაშინაც კი, თუ ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა მინუსებს აჩვენებს. გარდა ამისა, ოჯახს დაფარული ტერასა და საკუთარი ნაკვეთი აქვს.

მეუღლეები სახლში ზრდიან სკანდინავიისთვის საკმაოდ უცხო პროდუქტს: ლეღვს, პომიდორს, კიტრს…

თუმცა, ყველაზე მეტად მოსწონთ დროის გატარება შუშის ჭერის ქვეშ. აქ ჩარლზი და მერი იღებენ მზის აბაზანებს, თამაშობენ ბავშვთან ერთად ან უბრალოდ ისვენებენ.

თუმცა, წყვილის თქმით, პერიოდულად გათბობის ჩართვაც უხდებათ, რადგან სისტემას მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობა არ შეუძლია.

ეს უდაოდ უნიკალური, თუმცა არა პირველი ან ერთადერთი მსგავსი სახლია. დარწმუნებული ვარ, ოჯახი არ ნანობს მსგავს გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს