კუჭის წყლულის სამკურნალოდ ამაზე უკეთესი საშუალება არ მეგულება.

0
595
photo by agroselprom-a.com

ქაცვს საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს, განსაკუთრებით ეფექტიანია ქაცვის ზეთი. მე პირადად კუჭის წყლულის სამკურნალოდ უკეთესი საშუალება არ მეგულება.

თორმეტი წლის წინ მოვირჩინე ქაცვის ზეთით კუჭის წყლული და მას შემდეგ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია. სამკურნალოდ გამოიყენება ქაცვის ტოტების ქერქი და თესლი. ორგანიზმში ყველანაირი ვიტამინის დეფიციტს შეავსებს დღეში ერთი ჭიქა ქაცვის წვენი, რომელიც მისი ნაყოფისგან იწურება.

ქაცვისაგან ვამზადებ ჟელეს, რომელსაც მთელი ზამთარი ვიყენებ:

გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ თანაბარი თანაბარი რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 400 C o – მდე ( მეტი არ შეიძლება ) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა.

ქაცვის ზეთი აფთიაქში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სასრგებლოა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.

ექიმის კომენტარი: ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას, გარდა ამისა მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები – აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას.

ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E,B1,B2,B6, და P ვიტამინებით, ორგანული მჟვებით, ფოსფოლიპიდებით, მცენარეული სტერინებით.

ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაში ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ეს საშუალება ეფექტიანია დამწვრობის დროს, კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ.

ქაცვისზეთიან სანთლებს იყენებენ პროექტოლოგიაში ეროზიულ – წყლულოვანი პროქტიტების, ჰემოროის სამკურნალოდ.

ქაცვის ზეთი გამოიყენება, აგრეთვე, ჰაიმორიტის, ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი