ოჯახი, რომელშიც პატარა არია ბილგინი ირდება, ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტში ცხოვრობს. ალისა ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, თუმცა უცხო ადამიანები მას მინიმუმ 5 წლისად მიიჩნევენ, მისი უჩვეულო თმის გამო. საქმე ისაა, რომ ბილგინი სამყაროს უკვე დიდი თმით მოევლინა.
ჩვეულებრივ, ასეთი პატარები თმას ძალიან სწრაფად ემშვიდობებიან. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს დაბადებიდან მალევე ეცვლებათ ჰორმონალური ფონი და პატარა მელოტდება. თუმცა, არიას თმას ფეხი არ მოუცვლია და 2 წელიწადში მისი დალალები უფრო გასქელდა.
მეანები, რომლებმაც არიას დედა ამშობიარეს, გამოტყდნენ, რომ მანამდე არასდროს უნახავთ ახალშობილი, რომლის თმაც ყურებს სრულად ფარავდა. ექიმები, სხვათა შორის, ამტკიცებენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია და არია სრულიად ჯანმრთელია.
პატარას მშობლები, გონსა და ოქტაი, ავსტრალიაში შვეციიდან და გერმანიიდან გადავიდნენ. ორივე თურქი ლტოლვილების შვილები არიან. სპეციალისტების აზრით, არია თავის უჩვეულო დალალებს სწორედ თურქულ წარმომავლობას უნდა უმადლოდეს.
ასაკთან ერთად, გოგონას თმა, შეთხელების ნაცვლად, მხოლოდ სქელდება. დღეს დედას მისთვის პრაქტიკულად ნებისმიერი ვარცხნილობის გაკეთება შეუძლია – იქნება ეს უბრალოდ კუდი თუ რთული კოშკები. რა თქმა უნდა, ქალი პერიოდულად ავრცელებს ამ უსაყვარლესი ბავშვის ფოტოებს ქსელში.
დედის ინტერნეტ-გვერდის აღტაცებული მომხმარებლები არ ინანებენ კომპლიმენტებს პატარასთვის. არიას პატარა რაპუნცელსა და ქალთევზას უწოდებენ. გოგონას მშობლები აღიარებენ: მისი თმა ჯანმრთელი და სუფთა რომ იყოს, მეუღლეები საათობით არჩევენ შამპუნებსა და კონდიციონერებს.
სულ ახლახან, არიას გადაღებებით დაინტერესდნენ სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლებიც. სპეციალისტებმა, რომლებიც ორი წლის ბავშვის თმით აღშფოთდნენ, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს და მის მშობლებთან სრულყოფილი კონტრაქტი გააფორმეს.
კიდევ რომელ ორი წლის ბავშვს შეუძლია ასეთი ვარცხნილობით დატრაბახება? მშობლები იმედოვნებენ, რომ ასაკთან ერთად ბავშვის თმები მხოლოდ გაიზრდება და გაძლიერდება. შესაზლოა, რამდენიმე ათი წლის შემდეგ არია დაამყარებს ახალ რეკორდს, თმის სიგრძეში.