იტალიელმა ლამაზმანმა მონიკა ბელუჩიმ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ დროს მას ვერაფერს აკლებს

0
348

არიან ქალები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონია – მონიკა ბელუჩი, რომელიც 2023 წელს ისევ ისე მიმზიდველად გამოიყურება, როგორც ყოველთვის. სექტემბერში ის 59 წლის გახდება, მაგრამ ძველებურად იზიდავს მამაკაცების მზერას. თუმცა, მართალი გითხრათ, მსახიობს არც ქალების მხრიდან აკლია ყურადღება. მაგალითად, მე მიყვარს მონიკას ფოტოების დათვალიერება და მისი სილამაზით შთაგონების მიღება.

როგორ ახერხებს ბელუჩი ასაკის მიუხედავად ფორმის შენარჩუნებას? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ამის გარკვევას შევეცდებით!

მონიკა ბელუჩი 2023 წელი

წელს მილიონობით ადამიანის რჩეული მონიკა ბელუჩი 59 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასაკი სერიოზულია, თუმცა მსახიობი ციფრებს ყურადღებას არ აქცევს. ის კვლავ თამაშობს ფილმებში და ფოტოებს იღებს მოდური გამოცემებისთვის.

არც ისე დიდი ხნის წინ იტალიელი ჟურნალ VOGUE-ის ბერძნული ვერსიის გარეკანზე გამოჩნდა. დაუჯერებელმა ფოტოებმა გამოცემის ერთგული თაყვანისმცემლები გააოგნა. ბელუჩი ისევ ისეთი ლამაზია! ის არ ერიდება ფეხებს გაშიშვლებას, გამჭვირვალე წინდებს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თითქმის 60 წლის ასაკში? დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი 70 წლის ასაკშიც ასეთი ფეხსაცმელით ივლის. გასაკვირი არ არის, რომ მონიკა ბევრ ქალს შთააგონებს, რომ უფრო მეტი იზრუნონ საკუთარ თავზე და გარეგნობაზე.

წლების განმავლობაში ბელუჩის სტილი იცვლებოდა. მას ეცვა ხან ძალიან გულწრფელად და ზოგჯერ გამომწვევადაც კი, ხან, პირიქით, ძალიან თავშეკავებულად, მაგრამ ელეგანტურად. თუმცა, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მსახიობი იზიდავდა მამაკაცებისა და ქალების ცნობისმოყვარე მზერას, რომლებიც არ წყვეტდნენ მისით აღფრთოვანებას. რაშია საიდუმლო? ნუთუ ყველაფერი ცხელი იტალიელის ბუნებრივ მიმზიდველობაშია?

როგორ ზრუნავს მონიკა ბელუჩი საკუთარ გარეგნობაზე

მონიკა მართლაც ლამაზია და გარკვეულწილად ეს ბუნების საჩუქარია. მსახიობი დაბერებას თავაწეული ხვდება. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და იცის, რა სურს საკუთარი ცხოვრებისგან: „არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ისევ 20 წლის ვიყო, დღეს ბევრად ბედნიერი ვარ, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობას ვცდილობდი და თავდაჯერებულობა მაკლდა. ახლა ზუსტად ვიცი, რა მჭირდება და რა არ მჭირდება”.

მონიკა თვლის, რომ ყველა ქალმა პირველ რიგში საკუთარი სხეულის სიყვარული უნდა ისწავლოს, რაც არ უნდა შორს იყოს ის იდეალურისგან. ნებისმიერი იდეალი – მოგონილია და შთამბეჭდავი ფორმების მქონე ქალბატონი არანაკლებ ლამაზია, ვიდრე გამხდარი. სწორედ ამის გაცნობიერებით იწყება ქალის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი.

„იყო ლამაზი 20 წლის ასაკში – ეს არის ნორმა. მაგრამ იყო ლამაზი 35 და 45 წლის ასაკში – ეს უკვე ცხოვრების წესია“, – ამბობს მონიკა ბელუჩი. მსახიობის ახალი ფოტოების მიხევდით შეგვიძლია მივხვდეთ, როგორი ცხოვრების წესი აირჩია იტალიელმა ლამაზმანმა.

ბელუჩი არასოდეს თვლიდა, რომ ის გამხდარი იყო. ის არასოდეს აიტანს დამქანცველ შიმშილობას საზოგადოების მიერ ნაკარნახევი სასურველი ფორმების გამო. მონიკას უყვარს თავისი სხეული ისეთი, როგორიც არის, მთელი თავისი ნაკლოვანებებით. აქედან იწყება საკუთარი თავის მიღება.

იტალიელ მსახიობს ძალიან უყვარს იოგა, მაგრამ რეგულარულ ვარჯიშს ვერ ახერხებს. ის ცდილობს, რომ კვირაში მინიმუმ 3-4 ჯერ მაინც იაროს აუზზე. სპორტი მონიკას ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გარდა ამისა, ის აკონტროლებს წყლის ბალანსს და სვამს საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალს.

იტალიელი მსახიობის სხვა ხრიკები

მონიკას ძალიან უყვარს გარუჯვა, თუმცა ესმის, რომ მზე უარყოფითად მოქმედებს მისი კანის მდგომარეობაზე. მაგრამ უცოდველი არავინ არ არის! მსახიობი ცუდი ჩვევის კომპენსაციას კარგი მოვლით ცდილობს. ყოველი დღე კონტრასტული შხაპით იწყება, შემდეგ კი ქალი სახეზე ისვამს ტონერს და დამატენიანებელ კრემს SPF-დაცვით.

ასევე, მსახიობი ცდილობს, რომ სახეზე ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალება არ დაიტანოს. საღამოს მაკიაჟი წარსულს ჩაბარდა. ძირს თაბაშირი! 2023 წელს მონიკა ბელუჩი ყველაზე ხშირად ყურადღებას თვალებზე ამახვილებს, რაც მის მზერას კიდევ უფრო გამომხატველს ხდის.