ყველამ არ იცის, თუ ზუსტად რა ფუნქციას ასრულებს სახელური, რომელიც მანქანის კარის ზემოთ არის. ეს გაგაოცებთ

1595

საგზაო უსაფრთხოება არის მთავარი, რაზეც უნდა იზრუნონ, როგორც მგზავრებმა, ასევე მანქანების მძღოლებმა. მანქანა კი, რა თქმა უნდა, ფუფუნება კი არ არის, არამედ სატრანსპორტო საშუალებაა. ასე რომ, მას შეიძლება საშიში მექანიზმი ვუწოდოთ. ისვე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, მანქანაც მოითხოვს ყურადღებას, მოვლას და პასუხისმგებლობას. მანქანაში არ არის რაიმე უსარგებლო ნივთი, ინჟინრებს ყველა დეტალი გათვლილი აქვთ, რათა მგზავრების უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დადგეს. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობაა სახელური სამგზავრო კარის ზემოთ.

მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ბევრი ამ სახელურს თითქმის ყველაფრისთვის იყენებს. ზოგი საკიდის ნაცვლად იყენებს, ზოგი კი მას სწრაფი მგზავრობისას ეჭიდება. მაგრამ მოდი ვიყოთ გულახდილები, ეს სახელური არ გიშველის, თუ მკვეთრი შემობრუნებისას მანქანიდან გადმოვარდნის საფრთხე დაგემუქრება. უფრო მეტიც, სხვა მანქანასთან შეჯახებისას ხელების ეს პოზიცია საშიშია. პერანგები კი შეგიძლიათ სპეციალურ კაუჭზე ჩამოკიდოთ, რომელიც თითქმის ყველა მანქანაშია. მაშ, რისთვის არის საჭირო ეს სახელური კარის ზემოთ?

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ასეთი სახელური არის მხოლოდ მგზავრების კარებების მხარეს. მძღოლის კარის ზემოთ ის არ არის, თუმცა ადრე იყო. მკვლევარებმა ერთი კანონზომიერება შენიშნეს. მძღოლები ხშირად ეჭიდებოდნენ ამ სახელურს მანქანის მართვის დროს. საჭის ერთი ხელით დაჭერა კი – ძალიან საშიშია.

მძღოლს სჭირდება სიჩქარეების გადართვა და ასევე გზაზე სიტუაციის კონტროლი. ავტომატური გადაცემათა კოლოფის გამოჩენასთან ერთად სიტუაცია არ გამარტივებულა და ინჟინრებმა გადაწყვიტეს, არ დაებრუნებინათ სახელური მძღოლის სავარძლის კარს ზემოთ.

რისთვის არის საჭირო სახელური მგზავრის სავარძლის ზემოთ?

მგზავრებისთვის, ეს სახელური გახდა ძალიან აუცილებელი ატრიბუტი. მისი დაჭერით ადვილად ჩაჯდებით მანქანაში და ადვილად გადმოხვალთ იქიდან. ის დამატებითი საყრდენია და სხეულს აფიქსირებს. ასევე, ეს სახელური უბრალოდ აუცილებელი გახდა შშმ პირებისთვის, მოხუცებისთვის და ორსულებისთვის.

მისი მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ მანქანაში ჩაჯდომა სხვისი დახმარების გარეშე. ასევე ადვილია მანქანიდან გადმოსვლა, განსაკუთრებით თუ მანქანის სავარძლები საკმარისად რბილია.

ძველ მანქანებში ასეთი სახელური უბრალოდ მიმაგრებული იყო მანქანის კედელზე და ძალიან ხშირად ადამიანები თავს ურტყამდნენ მას. თანამედროვე მანქანები მოკლებულია ასეთ კონსტრუქციას. ინჟინრებმა იზრუნეს იმაზე, რომ სახელურის არსებობა შეუმჩნეველი იყოს ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ ის საჭირო გახდება.

დღეს კარის ზემოთ არსებულ სახელურს დასაკეცი კონსტრუქცია აქვს, მაგრამ ამავდროულად მისი გამოყენება ძალიან ადვილია პირველივე საჭიროების შემთხვევაში. ის ადვილად იწევა და წარმოადგენს შესანიშნავ საყრდენს მანქანაში ჩაჯდომისთვის და გადმოსვლისთვის.

პროგრესი ერთ ადგილზე არ დგას და ყოველი ახალი გამოგონება მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების გამარტივებას. კაცობრიობა სიამოვნებით იყენებს ასეთ ტექნოლოგიებს, თუმცა ყოველთვის ვერ იგებს მათი გამოყენების სრულ სპექტრს. მაგრამ ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა. და ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ უფრო და უფრო მეტ გზებს დიდი ხნის ნაცნობი ნივთების გამოსაყენებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს