ძველი ნივთები მუდმივად უნდა მოიშოროთ, სამყაროს კანონების დარღვევა არ შეიძლება

441

ადამიანებს აინტერესებთ, როგორ გადაყარონ ძველი ნივთები, რათა გზა ახლისკენ გაიკვალონ. არსებობს მოსაზრება: სანამ ძველს არ გამოემშვიდობები, ახალს ვერ ეღირსები. ეს ეხება არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ზოგადად ცხოვრებას.

თუ გამუდმებით გეუფლებათ განცდა, რომ ერთ ადგილს ტკეპნით და თქვენი განვითარება და წინსვლა თქვენი სანუკვარი მიზნისკენ შენელებულია, მაშინ თქვენ ძველი ნივთები უნდა გადაყაროთ. ასე, თქვენ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს ახალ ცხოვრებაში და ერთი საფეხურით ამაღლდებით. აუცილებელია შეაგროვოთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ და გადაყრამდე დაახარისხოთ. ზოგიერთი რამის გადაყრა რეკომენდებული არ არის. ისინი უნდა დაწვათ, რათა ზარალი არ მიაყენოთ საკუთარ კეთილდღეობას.

როგორ უნდა გადავყაროთ ძველი ნივთები

ბავშვის ნივთების გადაყრა არ შეიძლება. უმჯობესია, ტანსაცმელი, რომელიც ბავშვს უკვე პატარა აქვს და მისი სათამაშოები კეთილ ადამიანებს მისცეთ. თუ ნივთები ძალიან გაცვეთილია, მაშინ ჯობია დაწვათ. ძველი ქუდები და თმის მოვლის საშუალებები უნდა დაიწვას: არ შეიძლება ვინმესთვის მიცემა ან ხელახლა ჩუქება, რათა საკუთარი ენერგია არ დაზარალდეს.

ძველი საცვალი უნდა დაიწვათ. როცა ნივთების ცეცხლში ჩაყრის საშუალება არ არის, მაშინ ამბობენ, რომ ისინი უნდა გაირეცხოს, დაიჭრას და მხოლოდ ამის შემდეგ მოთავსდეს ნაგვის ურნაში. გაფუჭებული საფულეები და ჩანთები უნდა დაიწვათ ან ჩაფლათ ახალგაზრდა ნაყოფიერი ხის ქვეშ, რათა არ შეწყდეს ენერგიის ფულადი ნაკადი.

გაცვეთილი ფეხსაცმელი უნდა ჩაყაროთ ცეცხლში, რათა მასთან ერთად არ დაკარგოთ დაგროვილი ენერგია. რეკომენდებულია გარდაცვლილის ტანსაცმლის დაწვა, რათა მისი უარყოფითი ენერგია ახალ მფლობელს არ გადასცეს. არ შეიძლება ვინმესთვის საკუთარი ლეიბის, ბალიშის და თეთრეულის მიცემა, რომელზეც გეძინათ. საკუთარ კეთილდღეობას აყენებთ რისკს ქვეშ, იმ შემთხვევაში თუ ისინი ცუდ ხელში მოხვდება.

იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე ახალი გამოჩნდეს, თქვენ მისთვის ადგილი უნდა გაათავისუფლოთ – ძველი გადაყაროთ. სანამ ძველით ხართ დატვირთული, ახალს ვერ ეღირსებით. ძველი ნივთების უარყოფითი ენერგია არ აძლევს ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში შემოღწევის საშუალებას.

ძველი საგნები, რომლებთანაც ემოციური კავშირი გაქვთ, არ გაძლევთ განვითარების და წინსვლის საშუალებას. ისინი თავიანთი მოგონებებით წარსულში გაბრუნებენ, მაგრამ წარსულში ცხოვრება არ შეიძლება! არ არის საჭირო ნივთების შენახვა იმ იმედით, რომ ოდესმე ისინი გამოგადგებათ. გადაყარეთ ნაგავი სინანულის გარეშე! შემდეგ კი, თუ მომავალში რამე დაგჭირდებათ, შეძლებთ შეიძინოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მაგრამ ახალი და უკეთესი ხარისხის.

არსებობს რწმენა, რომ დახეული ნივთების ხვრელებიდან სიმდიდრე და კეთილდღეობა გადის. ძნელია ამას არ დაეთანხმო: წესიერად ჩაცმული ადამიანები თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, თავდაჯერებული ადამიანი კი ყოველთვის აღწევს წარმატებას.

ნაგვის მოსაშორებლად, აზრი არ აქვს მიზეზის ძიებას ან შესაფერისი მომენტის ლოდინს. შეგიძლიათ ეს ახლავე გააკეთოთ და მოემზადოთ ახალი მიღწევებისა და ნათელი ეტაპისთვის თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, ეს შეგიძლიათ საზეიმოდ გააკეთოთ და ძველი ნივთების გადაყრა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს ან რაიმე მოვლენას დაამთხვიოთ.

როდის არის რეკომენდებული ძველი ნივთების გადაყრა? ასტროლოგების აზრით, ძველი ნივთების გადაყრა სასარგებლოა კლებად მთვარის და ახალი მთვარის დროს. ახალი წელი შესანიშნავი მიზეზია სახლიდან უსარგებლო ნივთების გასატანად (დღესასწაულამდე). ძველი ნივთების მოშორება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათამდე შეგიძლიათ.

რაც უფრო ნაკლებად დაგენანებათ ძველი ნივთები, მით უფრო სწრაფად მიიღებთ ახალს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს