ბეჭდები, რომლებიც ცხოვრებაში სიმდიდრესა და წარმატებას მოიზიდავს, წვრილმანებიც მნიშვნელოვანია

236

მამაკაცებს ხშირად აინტერესებთ, რომელ ხელზე ატარებს ქალი ბეჭედს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც გოგონა მოეწონებათ: ისინი იგებენ, ახალგაზრდა ლამაზმანი თავისუფალია თუ დაკავებული. ჩვენ საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელის უსახელო თითზე ვატარებთ, კათოლიკეები კი მარცხენა, რათა გულთან უფრო ახლოს იყოს. წარსულში ცუდ ნიშნად ითვლებოდა, თუ გასათხოვარი გოგონა ნიშნობის ბეჭედს, მარჯვენა ხელის უსახელო თითზე ნიშნობამდე ან ქორწილამდე გაიკეთებდა.

როდესაც ირჩევენ, რომელ ხელზე ატარონ ბეჭედი, ქალები ასევე ხელმძღვანელობენ პრაქტიკულობით. ბეჭედმა ხელი არ უნდა შეუშალოთ რაიმე საქმიანობისას. მარჯვენა ხელზე მასიურმა სამკაულმა შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს, ყოველდღიური ტარებისას. ასევე, დაუწერელი წესები განსაზღვრავს, თუ რომელ ხელზე ატარებენ ქალები ბეჭედს. ამის მიხედვით ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ გაიგოთ სამკაულის მფლობელის პიროვნებისა და ხასიათის შესახებ.

რომელ ხელზე ატარებენ ქალები ბეჭედს?

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, თუ რომელ თითზე და რომელ ხელზე ატარებენ ქალები ბეჭედს? ცერა თითზე ბეჭედს დამოუკიდებელი, ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებები ატარებენ. ასეთ ქალს სურს აჩვენოს, რომ თვითკმარი და წარმატებულია. ცერა თითზე ბეჭედს ძალიან გაბედული ქალები იკეთებენ. ისინი ჯიუტები, აგრესიულები და ენერგიით სავსენი არიან.

საჩვენებელ თითს ბეჭდით იმშვენებენ ქალები, რომლებსაც უყვართ წინამძღოლობა და სხვებზე მბრძანებლობა. ქალბატონები, რომლებსაც ბეჭედი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე უკეთიათ, ლიდერები არიან. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ავტორიტეტისა და გავლენის შენარჩუნება. ეგოიზმისა და სნობიზმისკენ მიდრეკილი ქალები უპირატესობას ანიჭებენ ბეჭდების ტარებას მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე.

მარცხენა ხელის შუა თითზე სამკაულებს ძირითადად ის ქალები ატარებენ, რომლებიც სიგიჟემდე შეყვარებულები არიან ბავშვებზე და საკუთარ ოჯახებზე. მათ ძალიან უყვართ საჭმლის მომზადება, გატაცებულნი არიან ხელსაქმით და ასევე უყვართ საშინაო საქმეების კეთება.

თუ გოგონას ბეჭედი მარჯვენა ხელის შუა თითზე უკეთია – მან იცის საკუთარი თავის ფასი. ის თავდაჯერებულია და საკუთარი მისამართით გაზრდილ ყურადღებას და კომპლიმენტებს ელის. შუა თითზე გოგონები ჩვეულებრივ ატარებენ საგვარეულო ბეჭედს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ქალის ხაზით. ასეთი სამკაული ვერცხლისგან უნდა იყოს დამზადებული, მას შეუძლია თილისმის როლი შეასრულოს და წარმატებები მოუტანოს მის მფლობელს.

ბეჭდები თითებზე: მნიშვნელობა

როდესაც გოგონას ბეჭედი უსახელო თითზე უკეთია, ეს ახალგაზრდა მამაკაცთან ნიშნობაზე მიუთითებს. შემდეგ ამავე თითზე მას საქორწინო ბეჭედს გაუკეთებენ. მეოცნებე და დახვეწილი გემოვნების მქონე გოგონები უსახელო თითზე დეკორატიულ ბეჭედს მხოლოდ სილამაზისთვის ატარებენ, ამისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭების გარეშე.

ნეკა თითზე ბეჭედს ამაღლებული და შემოქმედებითი პიროვნებები ატარებენ, რომლებსაც სურთ თავიანთი დახვეწილი გემოვნების სხვებისთვის დემონსტრირება. ამ თითზე ბეჭედი შეიძლება მიუთითებდეს თავქარიანობაზე და ცვალებად ხასიათზე. ეს არის ძალიან რომანტიკული პიროვნება, რომლისთვისაც უცხო არ აქვს ავანტიურიზმი და თავგადასავლების სიყვარული.

ერთი გოგონა 30 წლამდე ატარებდა ბეჭედს, წარწერით: “გადამარჩინე და დამიფარე”. როგორც კი ბეჭედი მოიხსნა, მაშინვე გათხოვდა. როგორც ჩანს, ის მას მართლაც იცავდა!

ქალები სხვადასხვა სამკაულს სხვადასხვა ხელზე ატარებენ, ძირითადად იმ თითზე, რომელზეც მათთვის უფრო მოსახერხებელია. ზოგი ბეჭედს სილამაზისთვის ყიდულობს, ზოგი კი ბეჭედს ყიდულობს და თილისმად იყენებს. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის სამკაულს ირჩევს ქალი, ოქროს თუ ვერცხლის და რომელ ხელზე ატარებს ბეჭდებს. მთავარია, რომ ეს ლამაზად და ესთეტიურად გამოიყურებოდეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს