ქალი, რომელმაც პირველი შვილი 58 წლის ასაკში გააჩინა, ამბობს, რომ ეს მისი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო

1268

ქალების უმეტესობა ადრე თუ გვიან იღებს გადაწყვეტილებას: “მინდა გავხდე დედა”. მაგრამ ამის გაკეთებას ყველა ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, ნანატრი ფეხმძიმობა ყოველთვის არ დგება. თუმცა თანამედროვე მედიცინა ქალებს საკმაოდ სოლიდურ ასაკშიც კი აძლევს იმის საშუალებას, რომ გახდეს დედა. სწორედ ასე მოიქცა ქეროლაინ ნესი, რომელიც დედა 58 წლის ასაკში გახდა. ნანობს თუ არა ის საკუთარ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

მინდა გავხდე დედა

ქეროლაინ ნესი წარმოშობით შოტლანდიელია. ის დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა დაორსულებას, მაგრამ ამის ბუნებრივი გზით გაკეთება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ექიმები ხელებს შლიდნენ და მას ერთადერთ შესაძლო ვარიანტს, ინ ვიტრო განაყოფიერებას სთავაზობდნენ. მაგრამ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ამ პროცედურასაც საკუთარი შეზღუდვები აქვს. მოწიფული ასაკის გამო, ქეროლაინმა ვერ შეძლო ამ პროცედურის დიდ ბრიტანეთში ჩატარება.

ქეროლაინი დაორსულებას და შვილის გაჩენას 30 წლის მანძილზე ცდილობდა. ის გათხოვილი იყო, მაგრამ ქმართან ურთიერთობა ვერ ააწყო. 40 წლის ასაკში ის ქმარს გაშორდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიზნისთვის მიეღწია.

დიდ ბრიტანეთში მან ამის გაკეთება ვერ შეძლო, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. შემდეგ შოტლანდიელი ინდოეთში წავიდა, სადაც წესები განსხვავებული იყო. იქ ქეროლაინს შესაძლებლობა მიეცა, რომ სხვადასხვა დონორების მონაცემთა ბაზას გაცნობოდა. მან აირჩია ახალგაზრდა 21 წლის ინდოელი ქალი და ევროპული წარმოშობის ამერიკელი მამაკაცი.

მიუხედავად მოწიფული ასაკისა, ქალმა ნორმალურად გადაიტანა ორსულობა. რა თქმა უნდა, რისკები არსებობდა, როგორც თავად ორსულობასთან დაკავშირებული, ასევე მშობიარობასთან დაკავშირებულიც, მაგრამ ქეროლაინი მზად იყო ყველაფრისთვის.

ბავშვი ორსულობის 37-ე კვირას, დაგეგმილი საკეისროს შედეგად დაიბადა. ახლა ჯავედი 5 წლისაა, თუმცა ის ჯერ ვერ გრძნობს განსხვავებას საკუთარ ასაკსა და დედის ასაკს შორის. თვითონ კი ხშირად იჭერს გამვლელთა ცნობისმოყვარე მზერას. ის ყველას ბავშვის ბებია ჰგონია და არა დედა.

იდეალური ასაკი დედობისთვის

რა თქმა უნდა, ქეროლაინს უკვე ნაფიქრი აქვს იმაზე, თუ ვინ მიხედავს მის შვილს, როდესაც ის აღარ იქნება. ვინ იზრუნებს მასზე? ჯერ ერთი, ქალს უმცროსი და ჰყავს და ის დამატებითი კითხვების გარეშე თავისთან წაიყვანს მას.

მეორეც, შოტლანდიელ ქალს ჰყავს საუკეთესო მეგობარი, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია. გარდა ამისა, ეს ქალი მშობიარობასაც ესწრებოდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ის ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა “ბ” ქეროლაინს უკვე აქვს, ის არ აპირებს იმ ქვეყნად გამგზავრებას. ახლადგამომცხვარი დედა თავდაჯერებულად აცხადებს, რომ ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრებას გეგმავს. მის ოჯახში ადრეულ ასაკში არავინ გარდაცვლილა, ამიტომ მას უბრალოდ სჭირდება, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და თავის ცხოვრებას აზრი შეჰმატოს. ერთ-ერთი ასეთი აზრი, მისი შვილი – ჯავედია.

არსებობს თუ არა იდეალური ასაკი დედობისთვის? რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ასეთი ასაკი არსებობს. თუმცა, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ქალს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გახდეს დედა. ამისთვის, ყოველთვის არ არის საჭირო დაორსულება და შვილის დამოუკიდებლად გაჩენა. მაგალითად, ზოგი ბავშვს ბავშვთა სახლიდან იყვანს!

მთავარია, ქალს დედობის გულწრფელი სურვილი გააჩნდეს და ყველა საჭირო რესურსი ბავშვისთვის ბედნიერი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. დღეს უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც დედები საკმაოდ მოწიფულ ასაკში ხდებიან. ხშირად ეს საკმაოდ ცნობილ ადამიანებში ხდება.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი კონომსახიობის, ჰილარი სუონკს შესახებ გიამბეთ, რომელმაც 48 წლის ასაკში ტყუპები გააჩინა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ქალი ეწინააღმდეგება სისტემას და აკეთებს იმას, რასაც გული ეუბნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს