ერთხელ ქალაქში ჩემს ყოფილ კოლეგას შევხვდი, მარინას. ძლივს ვიცანი, მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რა იყო ამის მიზეზი

916

ჩემი მეგობარი, ანა, ცნობილი ჭორიკანაა. მან ყველაფერი იცის, რაც ჩვენი საერთო მეგობრების და ჩვენი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვენი ყველა ნაცნობის ცხოვრებაში ხდება. მისმა ბოლო ახალმა ამბავმა გამაოგნა: “მარინა პაატასგან წავიდა, ისინი ერთმანეთს შორდებიან! რა დაემართა?” – წუხდა ანა. – შენ იცი, რას ნიშნავს მოძალადე მამაკაცი ქალთან ურთიერთობაში? – ვკითხე ჩემს მეგობარს. – არა? მაშინ გეტყვი, რომ პაატა მოძალადე მამაკაცის ნამდვილი მაგალითია. ანასთვის ამის ახსნა ძლივს მოვახერხე.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მარინასა და პაატას ისტორიას გიამბობთ, რათა ნათლად დაგანახოთ, რას ნიშნავს მოძალადე.

მარინა მაშინ გავიცანი, როდესაც ის ჩვენს პატარა კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ. ის უკვე დიდი ხნის გათხოვილი იყო და უმშვენიერეს ქალიშვილს ზრდიდა. მარინა ძალიან კეთილი და გულისხმიერია, ის მაშინვე გაითქვიფა ჩვენს გუნდში. მისსა და პაატას ურთიერთობაზე, ის არაფერს ყვებოდა. თანამშრომლებმა არ იცოდნენ, როგორ გაიცნო მან პაატა და როგორ გაჰყვა ცოლად, რადგან ადრე მარინას არავინ იცნობდა.

მასთან მხოლოდ სამსახურში ვმეგობრობდით, რადგან სამსახურის გარეთ, არასამუშაო დროს, ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხვდებოდით. პაატა ყოველთვის წინააღმდეგი იყო ჩვენი შეკრებების და კორპორატიული საღამოების. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ვიკრიბებოდით, მარინა ყოველთვის პოულობდა კარგ მიზეზს მისი არყოფნის ასახსნელად. მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ქმარი მას მკაცრად აკონტროლებდა.

ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ის რამენაირად ახერხებდა, რომ პაატასთვის ეთხოვა და ცოტაოდენი დრო ჩვენთან ერთად გაეტარებინა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ მარინა ქეიფში არ იქნებოდა. მათი ბინა მეზობლად მდებარე შენობაში იყო, მაგრამ ჩვენი მეგობარი არასოდეს აძლევდა თავს უფლებას, რომ სახლში დაეგვიანებინა.

მარინას ახლო მეგობრები არც ჩვენი კომპანიის გარეთ ჰყავდა. მას არავინ სტუმრობდა, უბრალოდ სასაუბროდ. ის თანდათან ჩვენს გუნდსაც შორდებოდა, სანამ საერთოდ არ წავიდა სამსახურიდან. ჩვენ ეს უცნაურად მოგვეჩვენა, რადგან მათ ოჯახში საქმე საიმისოდ არ ჰქონდათ, რომ კიდევ ერთ ხელფასს შელეოდნენ. მისი სამსახურიდან წასვლის ინიციატორი, რა თქმა უნდა, პაატა იყო, მაგრამ მარინამ ისე მოგვაწოდა, რომ თითქოს ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ის თავს იმით იმართლებდა, რომ დაიღალა და ცოტა დასვენება სურდა.

მოულოდნელი შეხვედრა

ეს “შვებულება” 7 წლის მანძილზე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მეგობარი აბსოლუტურად დამოკიდებული გახდა მოძალადე ქმარზე და ფინანსურად და ფსიქოლოგიურად მისი სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

როდესაც ჩემს ყოფილ თანამშრომელს შემთხვევით ქალაქში შევხვდი, ის ძლივს ვიცანი. ჩემი მეგობარი ძალიან შეცვლილიყო და წონაშიც დაეკლო. თვალში მომხვდა მისი დაღლილი და ჩამქრალი მზერა, უწინდელი ბრწყინვალების ნაცვლად. დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ მარინა არ დამელაპარაკა. მან მითხრა, რომ ეჩქარებოდა, დიდხანს არ გაჩერებულა, მაშინვე დამემშვიდობა და გაიქცა.

მივხვდი, რომ მარინას ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა და მას რაღაც ამძიმებდა. მაგრამ მან თავად არ მოისურვა საკუთარი პრობლემების გაზიარება და ჩვენ არც ისე ახლოს ვართ, რომ მორალური უფლება მქონოდა მის სულში ჩაძვრომისა.

დღეს გავიგე, რომ მარინამ პაატა მიატოვა და განქორწინება მოითხოვა. არ ვიცი, როგორ მოახერხა ქმრის გავლენისგან თავის დაღწევა, რადგან მოძალადეები მსხვერპლს ასე ადვილად არ უშვებენ და ბლომდე ცდილობენ მის ფსიქოლოგიურად დათრგუნვას და განადგურებას. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი ქალიშვილი პაატასთან დარჩა, რადგან ბინა, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა, პაატას ეკუთვნის. შესაძლოა, ამ გზით ის ცოლზე მანიპულირებას ცდილობს და გარკვეულწილად შეიძლება მიაღწიოს კიდეც წარმატებას.

რედაქციისგან

ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორია კარგად დამთავრდება. ჩვენ გვჯერა, რომ მარინა მოახერხებს ამ ამბიდან თავის დაღწევას და ბედნიერების მოპოვებას. ანა კი, ალბათ, მიხვდება, როგორია მოძალადე მამაკაცი ურთიერთობაში და შეწყვეტს ყველას განსჯას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს