ერთხელ ანამ შენიშნა, რომ მისი დედამთილი თავის შვილიშვილთან იდგა და ხელში მისი ქმრის ბავშვობის ფოტო ეჭირა. ის მაშინვე ვერ მიხვდა, რა ხდებოდა

2293

ბებიის დახასიათება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისი დედაა ის. ყველაფერი გაცილებით მარტივია, თუ საპატიო ბებიად მისმა საკუთარმა ქალიშვილმა აქცია. სიტუაცია უფრო რთულდება, თუ შვილიშვილი რძლის გაჩენილია.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ერთ ასეთ თემასთან დაკავშირებულ ისტორიას გიამბობთ.

ახალშობილ შვილთან ერთად პარკში სეირნობისას, უნებურად უამრავ დედას, ბებიას და ბაბუას ვეცნობოდი, რომლებიც ასევე ბავშვებს ასეირნებდნენ. ჩემს ყურადღებას ის იპყრობდა, რომ სასწაული, რომელსაც ბებია ან ბაბუა ასეირნებდა, ამ ქვეყნად მათი ქალიშვილის მიერ იყო მოვლენილი. მხოლოდ ერთი ბებია შემხვდა, რომელიც ჯერ თავისი ქალიშვილის შვილს ასეირნებდა და 6 თვის შემდეგ კი სხვა ეტლით დავინახე: ჩემმა შვილმა და რძალმა შვილიშვილი “მაჩუქეს”. აი ამ მოხუცს, ისეთი დახასიათება აქვს, რომ შეგშურდებათ.

ჩემს დედამთილს თვისი შვილიშვილი უყვარს, მაგრამ უფრო “ტელეფონით”. სასეირნოდ არასოდეს წაუყვანია, თუმცა ჩვენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩემს ახლო მეგობარს კი ისეთი ურთიერთობა აქვს თავის დედამთილთან, რომ სერიალის გადაღება შეიძლება.

ჩემი მეგობარი ანა ბავშვობიდან სიმკაცრით აღზარდეს და ის მებრძოლ გოგოდ გაიზარდა. დიმას რომ შეხვდა, მხოლოდ 18 წლის იყო. ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ და გადაწყვიტეს დაქორწინება. პატარძლის მშობლების პროტესტის თავიდან აცილების მიზნით, ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა, რომ ისინი ფაქტის წინაშე დაეყენებინა: ანა ორსულადაა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო!

ანას მშობლები შეგნებული ადამიანები არიან. მართალია, ცოტა შეშფოთდნენ, მაგრამ ახალგაზრდები დალოცეს და მათ დაქორწინებას დათანხმდნენ. გაუგებრობები მხოლოდ დიმიტრის დედასთან მოხდა: დედობრივი ეჭვიანობა იყო, თუ რძალი არ მოსწონდა, მაგრამ ის აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქორწინების დღიდან. შედეგად, მძახლებმა იჩხუბეს.

ახალდაქორწინებულები ჯერ მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ბინა იქირავეს. ბავშვის დაბადებასთან ერთად, ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება გართულდა, ფული არაფრისთვის არ ყოფნიდათ და ხან ერთად ცხოვრობდნენ, ხან ცალ-ცალკე. ოჯახში ასეთი დაძაბული ურთიერობა დედამთილზე უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა და მას ღიად სძულდა თავისი რძალი. სულ ბოლოს, ანა და დიმიტრი შერიგდნენ, ისინი ანას მშობლებთან ცხოვრობდნენ. მაგრამ, ამჯერად დიმიტრის ცალკე ცხოვრება მოუნდა და თავის მშობლებს სთხოვა, რომ მათ ცარიელ ბინაში ცხოვრების უფლება მიეცათ, რაზეც დიმას დედამ განაცხადა: “იცხოვრე, მაგრამ მის გარეშე!”

ის თავის შვილიშვილს, დანიელსაც, დიდხანს არ ცნობდა. ერთხელ უქმეებზე ძალიან კარგი ამინდი დაემთხვა და ანა თავის შვილთან ერთად პარკში სეირნობდა. ბავშვს მშვიდად ეძინა, ის კი ეტლს წინ და უკან ატარებდა. მან დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან მისი დედამთილი მოდიოდა. რძალს მისალმება უნდოდა, მაგრამ ქალმა გაქვავებული სახით გაირა, ისე რომ, ეტლშიც კი არ შეუხედავს, რათა თავისი შვილიშვილი ენახა. ანას ხმა არ ამოუღია, მაგრამ გულში წყენა შეინახა.

ერთი თვის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდები დიმას მშობლებს სტუმრობდნენ, ანამ თვის დედამთილს საინტერესო საქმიანობისას შეუსწრო: ბებიას თავი დაეხარა, თავის შვილიშვილს აკვირდებოდა და ხელში თავისი შვილის ბავშვობის ფოტო ეჭირა. ის უყურებდა და ადარებდა. რძალი დაინტერესდა კიდეც: რაში სურდა დედამთილს დარწმუნება, ან რა ეჭვების გაფანტვას ცდილობდა?

დედამთილი თავის რძალს ბავშვთან დაკავშირებით არაფერში დახმარებია და მისგან არავითარი მხარდაჭერა არ ჰქონია, სანამ დანიელი 10 წლის არ გახდებოდა. ანას მხოლოდ დედამისი ეხმარებოდა. ის თავის შვილიშვილს ეთამაშებოდა, სასეირნოდ მიჰყავდა და მას თავისთან იტოვებდა ხოლმე, თუ იყო ამის საჭიროება. მოგვიანებით კი ერთადერთი შვილიშვილის მიმართ სიყვარულით მეორე ბებიაც განიმსჭვალა, ალბათ მიხვდა, რომ მის საყვარელ შვილს სხვა შვილები აღარ გაუჩნდებოდა.

მას ხშირად მიჰყავდა დანიელი თავისთან და საჩუქრებს ჩუქნიდა. რძალთან კი ისევ დაძაბული ურთიერთობა აქვს, რადგან არც ერთ მათგანს არ შეუძლია წარსულის წყენის დავიწყება. მძახლები კი დღემდე მორიგეობით სტუმრობენ შვილებს და შვილიშვილს, რათა ერთმანეთს არ შეხვდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს