ეკლესიაში მოხუცი ქალი გოგონას მიუახლოვდა და სანთლის დანთება სთხოვა. ყველაფერი მეორე დილით დაიწყო

0
7975

ზოგმა იცის და ზოგმა არ იცის, იმის შესახებ, რომ თუ შვიდ ეკლესიაში სანთლებს დაანთებთ ჯანმრთელობისთვის, მაშინ შესაძლებელია, რომ თავი დააღწიოთ ავადმყოფობას, უბედურებას და პირადი ცხოვრებაც კი გაიუმჯობესოთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. ეს მართალია თუ არა, ჩვენი გასარჩევი არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოქმედება მდგომარეობას არ გააუარესებს.

მორწმუნეთა უმეტესობა ეკლესიაში არც ისე ხშირად დადის. ძირითადად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე დადიან, თუ არის ამისთვის შესაფერისი დრო და განწყობა. მრავალი წლის წინ ადამიანებს უფრო მოზომილი ცხოვრება ჰქონდათ და ეკლესიაში ან ტაძარში სიარული ნამდვილი მოვლენა იყო. ახლა, როცა ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, ასეთი ადგილის მონახულება მხოლოდ ხანდახან არის შესაძლებელი. დროა ასეთი.

სანთლები შვიდ ეკლესიაში

მაიას ცხოვრებაში, იმ პერიოდისთვის, აშკარად თეთრი ზოლი იყო. ის მნიშვნელოვან პროექტზე ამთავრებდა მუშაობას და ჩქარობდა, რომ საბოლოო შედეგი უფროსებისთვის ეჩვენებინა და უკვე დიდი ხნის წინ დამსახურებული დაწინაურება მიეღო. სიმპათიური საქმრო გიჟდებოდა მის გრძელ თმაზე და გადამდებ ღიმილზე. მაიასაც უყვარდა იგი სუფთა და გულწრფელი სიყვარულით. იმ დღეს, მას თითქოს ამინდიც კი უწყობდა ხელს.

ის შესანიშნავ განწყობაზე იყო, ამიტომ გადაწყვიტა ეკლესიაში შესულიყო და ჯანმრთელობისთვის რამდენიმე სანთელი დაენთო. რატომაც არა, თავისუფალი დრო ჰქონდა და თავად ეკლესიაც გზად იყო. ამიტომ, გოგონამ სრულიად უყოყმანოდ გადააბიჯა დიდი ლამაზი კარების ზღურბლს. მან ერთი სანთელი დაანთო და მეორე სანთლის დანთებას აპირებდა.

უცებ ტაძარში დაბალი, წელში მოხრილი მოხუცი ქალი შემოვიდა. ის უხმაუროდ მოდიოდა, მაგრამ რადგან ირგვლივ სხვა არავინ იყო, შეუძლებელი იყო მისი არ შემჩნევა. ქალი შეუჩერებლად წამოვიდა მაიასკენ, რაღაც ჩაილაპარაკა და სანთელი გაუწოდა. გოგონამ ჯერ ინსტიქტურად უკან დაიხია, შემდეგ კი მიხვდა, რომ მოხუც ქალს სურდა, რომ მას მისთვის ცეცხლი გაეზიარებინა.

მაია ასეც მოიქცა. მხოლოდ მოგვიანებით დაფიქრდა იმაზე, რომ ეს უცნაური იყო, რადგან ირგვლივ უამრავი ანთებული სანთელი იყო. კიდევ რამდენიმე ხატთან დადგომისა და ლოცვის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა პირველად დანთებულ სანთელთან მისულიყო. მან ნახა, რომ სანთელი ჩამქრალიყო. გოგონა შეეცადა, რომ სანთელი ისევ აენთო და ნახა, რომ სანთელი ამობრუნებული იყო. ამიტომაც აღარ ენთო.

მაიამ ირგვლივ მიმოიხედა და არავინ დაინახა. მოხუცი ქალი უკვე წასულიყო და ამიტომ სხვა გზა არ იყო, მას სანთელი თავად უნდა აენთო. მაგრამ, სინამდვილეში, ამის გაკეთება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სანთელი არაფრით არ აინთო და რამდენიმე წუთში გოგონა უბრალოდ დანებდა და გარეთ გავიდა, სუფთა ჰაერზე. სახლში წასვლის დრო იყო.

მეორე დღეს მან სრულიად უღონოდ გაიღვიძა. სხეული და თავი სტკიოდა. ასეთ მდგომარეობაში სამსახურში წასვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ მაიამ დასვენების დღე აიღო. საქმროც კი ვერ დაამშვიდებდა, რადგან ის ამ დროს მივლინებაში იყო და ტელეფონს არ იღებდა. ტკივილი საღამომდე არ გამქრალა და არც მეორე დღის დილას. მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა და მაიას შვებულების აღება მოუწია, მთელი კვირით და, რა თქმა უნდა, საკუთარ ხარჯზე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მაიასთან მისი მეზობელი თამარი მოდიოდა და ავადმყოფ მეგობარს უვლიდა. მაიას მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ამიტომ ისინი ვერ დაეხმარებოდნენ. მესამე-მეოთხე დღეს მაიამ აღნიშნა, რომ ავად გახდომამდე ეკლესიაში იყო. მან თამარს ის ამბავი სრულად უამბო.

უცნობია, ეს უბრალოდ იღბალი იყო, თუ ნება ზემოდან, მაგრამ თამარი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო, რომ ამ სიტუაციაში მაიას დახმარებოდა. მან ახლომდებარე მაღაზიიდან საჭმელი მოიტანა, შემდეგ მეგობრის საწოლთან ჩამოჯდა და დიდხანს ფიქრობდა. ცოტა ხნის შემდეგ, თამარმა თქვა, რომ კიდევ რამდენიმე დღე უნდა მოეცადათ და თუ მაია თავს უკეთ არ იგრძნობდა, უნდა ემოქმედათ.

კვირის ბოლოს მაიამ თავი კიდევ უფრო უარესად იგრძნო. მას აპათია გაუჩნდა ყველაფრის მიმართ. მერე დილით თამარი მასთან მივიდა და უთხრა, რომ სასეირნოდ უნდა წასულიყვნენ. მან ჩაი მოამზადა, სიცხის დამწევი საშუალება თბილ წყალში გახსნა, თავის მეგობარს დაალევინა და ცოტა ხანს აცადა.

ნახევარი საათის შემდეგ მაიამ თავი მართლაც უკეთ იგრძნო, მაგრამ ორივე ხვდებოდა, რომ ეს ეფექტი დიდხანს არ გაგრძელდებოდა. თამარი მაიას ჩაცმაში დაეხმარა და ტაქსი გამოიძახა. მაიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან მისთვის იმ წამს ყველაფერი ნისლში იყო. მას არ ჰქონდა ძალა, რომ თამარს შეწინააღმდეგებოდა. მან მხოლოდ მაშინ გაიღვიძა, როდესაც ადგილზე მივიდნენ და მანქანიდან გადმოსვლის დრო იყო.

ეს იყო იგივე ეკლესია. შიგნით ისევ არავინ იყო. მაიას გულწრფელად არ ესმოდა, რატომ მოვიდნენ აქ. მაგრამ მზრუნველმა მეგობარმა თითქმის ძალით დააჭერინა მას სანთლები და ისინი ლოცვით თითოეულ ხატთან მივიდნენ. ისინი ეკლესიიდან იქამდე არ გამოსულან, სანამ ყველა სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩასვა თამარმა მანქანაში მაია, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე დაღლილობისგან. სახლში რომ მივიდნენ, თამარმა მეგობარი ლოგინში ჩააწვინა და მერე სახლში წავიდა.

დილა მშვიდი და მზიანი იყო. როგორც იქნა, მაია საკუთარმა გულისცემამ კი არა, ჩიტების ჭიკჭიკმა გაიღვიძა. ის თავს შესანიშნავად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღე იყო, მისმა უფროსმა ტელეფონი აიღო და დათანხმდა, რომ მაიას პროექტს ორშაბათს ჩაიბარებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი იყო. ამის მერე საქმრომ დაურეკა.

მან რაღაცნაირი ფრთხილი და შეშინებული ხმით ჰკითხა მაიას, თავს როგორ გრძნობდა. შემდეგ კი მან მაშინვე აღიარა, რომ განზრახ არ აიღო ტელეფონი, როდესაც ის ურეკავდა. მან თქვა, რომ ძალიან ბევრი იფიქრა ამ ურთიერთობაზე. მივლინების შემდეგ ის თავის მშობლებთან მივიდა და გადაწყვიტა, რომ მათთან დარჩენილიყო, სანამ რაიმე კონკრეტულს გადაწყვეტდა. ახლა კი ის სრულიად მზად იყო მათი ახალი, ოჯახური ცხოვრებისთვის. და ამაში 100 პროცენტით იყო დარწმუნებული.

მერე თამარი მოვიდა და მოიკითხა. მისი თქმით, მსგავსი სიტუაცია მასაც დამართვნოდა. ის საკუთარმა დეიდამ გადაარჩინა, რომელიც ცოტა ხნის წინ წავიდა ქვეყნიდან. გამოდის, რომ ეკლესიებისა და ტაძრების კედლებში ბნელი აზრების მქონე ადამიანები თავს საკმაოდ მშვიდად გრძნობენ. ისინი ხელიდან არ უშვებენ შანსს, რომ თავიანთი ნეგატივი ჩვეულებრივ მორწმუნეებზე გადაიტანონ. და რაც მთავარია, მათ ზუსტად იციან, როგორ გააკეთონ ეს.

ამიტომ, ეკლესიაში და მის მახლობლადაც კი, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. არ შეეხოთ სხვის ნივთებს, არ მისცეთ უფლება გამოიყენონ თქვენი ნივთები. არაფრის გაკეთების უფლება არ მისცეთ თქვენი სახელით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კიდევ უფრო უარესი მოხდეს, ვიდრე მაიას შემთხვევაში. ბოროტი ხალხი არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. უბრალოდ, ფრთხილად უნდა იყოთ და მოერიდოთ უცხო ადამიანების შეთავაზებებს.