შეიძლება თუ არა შაბათს სახლის დალაგება? არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა! ადამიანთა უმეტესობა ძალიან ცრუმორწმუნეა და ყველა სახის ნიშანსა და რწმენას გარკვეული სიფრთხილით ეპყრობა. ყველაზე ჩვეულებრივი საქმე – სახლის დალაგება, ესეც კი არ არის მისტიკის, აკრძალვებისა და სასწაულებრივი რიტუალების გარეშე.
შეიძლება თუ არა შაბათს სახლის დალაგება, შეიძლება თუ არა საღამოს ნაგვის გატანა, შეიძლება თუ არა ღამით გასარეცხი ჭურჭლის დატოვება – ეს და სხვა კითხვები ძალიან აწუხებდათ ჩვენს წინაპრებს.
შეიძლება თუ არა სახლის დალაგება შაბათს
სახლის დასუფთავებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნიშანს ყურადღებას დღესაც აქცევენ. რამე უბედურება თუ მოხდება, იწყებენ ფიქრს: ხომ მეუბნებოდა ბებიაჩემი, რომ დღესასწაულზე ან სავსემთვარეობისას ამის გაკეთება არ ღირსო. რატომ არ დავუჯერე, უნდა დამეჯერებინა!
მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არის, ფიქრობენ: მართალი ვიყავი. ეს ყველაფერი ზღაპრებია და არ ღირს მათზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ არის თუ არა ეს ყველაფერი გამოგონილი და არის თუ არა ცრურწმენა, თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ კი გიამბობთ იმ ძირითად მოსაზრებებსა და ნიშნებზე, რომლებსაც ადრე იცავდნენ და დღესაც აქტუალურია. მოდი შევეცადოთ გავიხსენოთ ისინი!
იმის გასარკვევად, შეიძლება თუ არა შაბათს სახლის დალაგება, გავეცნოთ გავრცელებულ რწმენებსა და ნიშნებს, რომლებიც კვირის ამ დღეს ეხება. შაბათი – ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის, ასევე სახლში ნივთების მოწესრიგებისა და დასუფთავებისთვის. შაბათს სახლში კეთილი ოჯახური ატმოსფერო სუფევს, რაც ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას. ოჯახის გაერთიანების კარგი გზაა – საერთო საქმის გაკეთება, მაგალითად სახლის დასუფთავება.
სახლის დალაგება შაბათს
შაბათს სახლის დალაგება და ნაგვის გატანა – ოჯახში სტაბილურ ფინანსურ კეთილდღეობას, ჰარმონიას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას იზიდავს. სახლში არსებული სისუფთავე – ხელს უწყობს მის შევსებას დადებითი ენერგიით.
თუ შაბათს დიდი რელიგიური დღესასწაულია ან ვნების კვირის შაბათია, მაშინ სახლის დალაგება, გარეცხვა და დაუთოება არ შეიძლება! სახლის დალაგება და ძველი არასაჭირო ნივთების გატანა რეკომენდებულია შაბათს დღესასწაულამდე ან ჩვეულებრივ კვირა დღეს, რათა დღესასწაულის დღეებში სახლში სისუფთავე და წესრიგი სუფევდეს.
შაბათი ყველაზე ხელსაყრელი დღეა საწოლის თეთრეულის გამოსაცვლელად. თეთრეული ყურადღებით გამოცვალეთ: უკუღმა დაფენილი თეთრეული, გარდაუვალ პრობლემებსა და წარუმატებლობებს გპირდებათ.
სახლის დალაგებასთან დაკავშირებული ნიშნები
არსებობს ნიშნები, რომლებსაც ითვალისწინებენ სახლის დალაგებისას, რათა მოიზიდონ წარმატება, იღბალი და კეთილდღეობა. მაგალითად, სივრცე უნდა გაიწმინდოს არა მხოლოდ მტვრისგან, ჭუჭყისა და ობობას ქსელისგან, არამედ გატეხილი და გაფუჭებული საგნებისაგან. მაშინ ენერგიის სტაგნაცია არ მოხდება და ნეგატიური ენერგია უფრო სწრაფად აორთქლდება.
იმისთვის, რომ დაგროვილი ნეგატიური ენერგია თავისუფლად გავიდეს, საჭიროა, რომ სახლის დალაგებისას, ყველა ფანჯარა გააღოთ. ღამით დალაგება მისაღები არ არის, საღამოს სახლიდან არც ნაგვის გატანა არ შეიძლება, რათა სახლიდან კეთილდღეობა არ გაიტანოთ და არ მოიზიდოთ უბედურება.
სახლის დაგვას ყოველთვის კარებიდან იწყებდნენ, რათა ნაგავთან ერთად სიმდიდრე და ბედნიერება არ გაეტანათ. დაგვას კუთხის მიმართულებით ამთავრებდნენ, რათა ყველაფერი კარგი ოჯახში დარჩენილიყო. კატეგორიულად იკრძალებოდა სახლის დაგვა ორი სხვადასხვა ცოცხით.
ღამით გასარეცხი ჭურჭლის დატოვება არ შეიძლება. გატეხილი და გაბზარული ჭურჭელი აუცილებლად უნდა გადაყაროთ, თუ სახლში კეთილდღეობის მოზიდვა გსურთ. არ არის რეკომენდებული სტუმრების წასვლისთანავე იატაკის გამოგვა, თუ გსურთ, რომ ისინი ხშირად გესტუმრონ.
სახლში ფულის მოსაზიდად წყლით სავსე სათლში ფულის მონეტებს ყრიდნენ. შემდეგ მონეტებს ფანჯრის რაფაზე ალაგებდნენ, “დამუხტული” წყლით კი – ოთახში იატაკს წმენდდნენ. სასურველი არ არის სახლის დალაგება კვირას, ორშაბათს და პარასკევს.
სახლში კეთილდღეობისა და სიმდიდრის მოზიდვა თუ გსურს, დაალაგე სახლი ყოველ შაბათს!