ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ადამიანი ფუთავს თავის ჩემოდნებს საკვების შესაფუთ ფირში, ამას გარკვეული მიზეზი აქვს

707

ერთხელ მაინც თუ გიფრენიათ თვითმფრინავით, გეცოდინებათ, რომ აეროპორტში ბარგი იწონება. საზრიან მგზავრებს არ უყვართ ზედმეტი თანხის გადახდა, ამიტომ სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ, ჩემოდნების ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად. მაგალითად, ეს შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივი საკვები ფირის გამოყენებით.

კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს ხრიკი და რა საჭიროა ჩემოდნებზე ფირის გადახვევა – ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ. სტატიის ბოლოს კი – ბარგის შეფუთვის სხვა წესებსაც გაგაცნობთ.

ბარგის აწოვა აეროპორტში ხდება

აეროპორტში ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ასეთი სურათი. ადამიანებს საკვების ფირში გახვეული ჩემოდნები მიაქვთ. რატომ აკეთებენ ამას? პირველი, რაც მახსენდება, არის მგზავრების სურვილი, შეუნარჩუნონ თავიანთ ბარგს მოწესრიგებული იერი.

საქმე ისაა, რომ აეროპორტის თანამშრომლებს არ აქვთ არც დრო და არც სურვილი, რომ თქვენს ჩემოდნებს ფრთხილად მოეპყრონ. მათი ტრანსპორტირება სხვა ბარგთან ერთად ხდება. ზოგჯერ ხდება, რომ სადღაც რაღაც ვარდება. შედეგად, გვაქვს უამრავი ნაკაწრი და დაზიანება სულ ცოტა ხნის წინ ნაყიდ ნივთზე.

საკვების შესაფუთი ფირი ოდნავ მაინც იცავს ჩემოდნების ზედაპირებს. ამ გზით შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული გარე დაზიანება და ჩემოდნების დაბინძურება. გარდა ამისა, ჩემოდანზე რამდენიმე ფენა ფირის გადაკვრით, მათ “უცხო ხელებისაგანაც” იცავთ. ცოტა ვინმეს თუ მოუნდება მათი გახსნა და შიგთავსის შესწავლა. აეროპორტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის ნდობა, შეუძლებელია.

სხვისი ბარგის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება კონტრაბანდისტებსაც შეუძლიათ. ღია ჩემოდნების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ სხვადასხვა სახის აკრძალული ნივთები. მაგალითად, ეს განსაკუთრებით აქტუალურია კოლუმბიის შემთხვევაში. იქ ასეთი რისკების შესახებ უშუალოდ ტურისტული სააგენტოების ვებსაიტებზე იტყობინებიან. პრობლემების თავიდან ასაცილებლად – ჩემოდნები საკვების შესაფუთი ფირში შეფუთეთ!

კიდევ ერთი მიზეზი არის – ბარგის გადაჭარბებული წონის დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების შესაძლებლობა. დიუსელდორფის აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, ფირის მეშვეობით 2 ჩემოდანს ერთად ფუთავენ. ეტლები და მოცულობითი ბარგი, ასევე შეიძლება დამატებით შეიკრას ფირით. ეკონომია!

აეროპორტში ბარგის შეფუთვის წესები

ჩემოდნის ფირით შეფუთვა, პირდაპირ აეროპორტშივე შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება ფასიანია და ფასი იმის მიხედვით იცვლება, თუ სად იმყოფებით. ის ასევე ბარგის ზომაზეც არის დამოკიდებული. მცირე თანხების იმედი არ უნდა იქონიოთ: ღირებულება შეიძლება შეადგენდეს 10 ან 20 ევროს.

თუ ჩემოდანი ფირის ძალიან სქელ ფენაში იქნება გახვეული, შესაძლოა პრობლემები შეიქმნას ბარგის შემოწმების ეტაპზე. ეს მომენტი ასევე გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად მიფრინავთ თვითმფრინავით. გარდა ამისა, ფირი ქმნის დამატებითი ნაგვის უზარმაზარ რაოდენობას. მათ, ვისაც აწუხებს გარემოს მდგომარეობა, ასეთი შეფუთვა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოეწონოს.

თუ ფირის გადაკვრა გეზარებათ, მაშინ ისეთი ჩემოდნები და ჩანთები იყიდეთ, რომლებიც ისეთი გამძლე მასალისაგანაა დამზადებული, როგორიცაა პოლიკარბონატი ან ნეილონი. ისინი გამძლეა დარტყმისა და ტენიანობის მიმართ. ასევე, ჩემოდანს ან ჩანთას ძლიერი სახელურები და შესაკრავები უნდა ჰქონდეს.

მოგზაურობის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბარგის სწორად ჩალაგება. ფასეული და მყიფე ნივთები თქვენს ხელბარგში მოათავსეთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დოკუმენტები, ელექტრონიკა ან სამკაულები.

ნივთები დამატებით ცელოფნის პარკებში ჩაალაგეთ, რათა დაიცვათ ისინი ტენიანობის ან მტვრისგან. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ზოგჯერ ძალიან საჭიროა. ასევე ცელოფნის პარკები იქონიეთ იმ შემთხვევისთვის, თუ ჩანთაში რაიმე დასვრილი ან წვიმისაგან დასველებული ტანსაცმლის ჩადება დაგჭირდებათ.

სხვა რჩევები

ჩვენ ასევე გირჩევთ, არ გადატვირთოთ თქვენი ბარგი. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მას ტრანსპორტირების დროს. შეეცადეთ დატოვოთ საკმარისი ადგილი ჩემოდანში ან ჩანთაში, რათა ადვილად დაიკეტოს. მიამაგრეთ თქვენს ბარგს თეგი საკონტაქტო ინფორმაციით, რომლის მეშვეობითაც შესძლებდნენ თქვენს პოვნას. ხდება ხოლმე, რომ ჩემოდნები იკარგება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერზე წინასწარ იზრუნოთ. მსგავსი რამისგან არავინ არის დაზღვეული!

ასევე ყოველთვის უნდა დაიცვათ იმ ავიაკომპანიის წესები, რომელსაც იყენებთ. თითოეულ ავიაკომპანიას საკუთარი წესები და შეზღუდვები აქვს ბარგის ოდენობასა და ზომასთან დაკავშირებით რომლის ტრანსპორტირებაც უფასოდ არის შესაძლებელი. ბარგის ჩალაგებამდე უნდა გაეცნოთ ყველა ნიუანსს, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები მომავალში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს