ბრძენმა დიასახლისმა უსიამოვნო სუნთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები გაგვიზიარა, ჩავიწერე და აქტიურად გამოვიყენებ

338

ნებისმიერ სახლში, მაშინაც კი, თუ დიასახლისი ძალიან სუფთაა, დროდადრო, შესაძლოა სპეციფიკური სუნი გაჩნდეს. უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს შინაური ცხოველები, სახლში თევზის შეწვა, მიმწვარი ფაფა, ძველი მაცივარი ან ძველი სანიაღვრე მილები. ჩნდება კითხვა: როგორ მოვაშოროთ სახლიდან უსიამოვნო სუნი?

შესანიშნავია, თუ ჰაერის გამწმენდი საშუალების ფლაკონი გაქვთ. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც სტუმრები უკვე სახლის ზღურბლთან არიან, არომატული საშუალების ფლაკონი კი ცარიელია? როგორ მოვაშოროთ სახლიდან სუნი სწრაფად და ეფექტურად? ამ შემთხვევაში საჭიროა გაიხსენოთ ყველა ხალხური მეთოდი, რომელსაც ამ უსიამოვნო სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

როგორ მოვაშოროთ სუნი სახლიდან 

1. გამოაღეთ ყველა ფანჯარა და კარი და სახლი ისე გაანიავეთ. დამატებით, ჩართეთ ხელოვნური ვენტილაცია. აქტიური განიავების წინ რეკომენდებულია ოთახებში მძაფრ სურნელიანი ჩაის პაკეტების ჩამოკიდება. ისინი სახლში უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

2. ეთერზეთები თქვენს სახლში სასიამოვნო არომატებს დააყენებს. ეფექტი დროებითი იქნება, მაგრამ მოქმედი. შესასხურებლიან ბოთლში ერთი ჭიქა წყალი ჩაასხით და შიგ 1 კოვზი არომატული საშუალება გააზავეთ და სითხე ოთახში შეასხურეთ ან ცოტაოდენი შეასხურეთ ხალიჩებს.

3. უსიამოვნო სუნის შესანიღბად, შეგიძლიათ სხვადასხვა ოთახებში არომატული სანთლები აანთოთ.

4. გახურებულ ტაფაზე ერთი მუჭა ყავის მარცვლები დაყარეთ, ცოტა მოშუშეთ და ტაფით მთელი სახლი მოიარეთ. ყავა შესანიშნავად ნიღბავს უცხო არომატებს. ყავის მარცვლები შეგიძლიათ ჩვეულებრივ სანთელში ჩაყაროთ და ის არომატულად გადაიქცევა. დაფქული ყავა შეგიძლიათ სპეციალურ ლამფაში ჩაყაროთ, რომელსაც არომათერაპიისას იყენებენ.

5. სახლიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაფნის ფოთოლიც დაგეხმარებათ. რამდენიმე ფოთოლს ცეცხლი წაუკიდეთ და ოთახები შემოიარეთ.

6. ჰაერის გამაგრილებელი საშუალება შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ. ფიალაში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი მსხვილი მარილი, ჩადეთ 1 ცალი მიხაკი, ჩაასხით 1 ჩ.კ სპირტი და 1 სახურავი ნებისმიერი ქსოვილის დამარბილებელი საშუალება. ეს ნარევი მოათავსეთ ფანჯრების რაფებზე ან სახლის სხვადასხვა კუთხეებში.

სხვა რჩევები

უცხო სუნებს მოხარშული დარიჩინი ან ვანილი შენიღბავს. ასეთი “სასმელით” ხელში მთელი სახლი უნდა შემოიაროთ და მერე ჭიქა უსაფრთხო ადგილას დადოთ. სახლში უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად თავღია ქვაბში ნახევარი საათის განმავლობაში ნახევარი ლიმონი და მიხაკის რამდენიმე კვირტი უნდა მოხარშოთ.

ცხელ ღუმელში შეგიძლიათ მოათავსოთ მანდარინის ან ფორთოხლის ქერქი, რათა საჭმლის მომზადების შემდეგ მასში მაშინვე გააქროთ უსიამოვნო სუნი. სახლში შეგიძლიათ დაალაგოთ მშრალი არომატული მცენარეებით, გამხმარი ციტრუსის კანით, ცედრით, ყავით, დარიჩინის ჩხირებით გამოტენილი ქსოვილის პატარა ტომრები.

უცხო სუნებს თუჯის ტაფაზე გაცხელებული მარილიც აქრობს. ტაფაზე ერთი მუჭა მარილი დაყარეთ და კარგად გააცხელეთ. შემდეგ ამ ტაფით სახლი შემოიარეთ. მიკროტალღურ ღუმელში მთელ სიმძლავრეზე ლიმონის ნაჭერი ან ჭიქა მოათავსეთ ლიმონის წვენით. ამის შედეგად უსიამოვნო სუნი მიკროტალღურ ღუმელსაც მოშორდება და სამზარეულოშიც ციტრუსის არომატი დატრიალდება.

სახლს სასიამოვნო არომატით ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა აავსებს. გახეხილი ცედრა თეფშზე დაყარეთ და ოთახები შემოიარეთ, შემდეგ კი თეფში მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ. სახლში უსიამოვნო სუნის მოშორებას შესძლებთ, თუ თავღია ქვაბში წყალში გახსნილ ძმარს აადუღებთ. ამის შემდეგ ფანჯრები უნდა გამოაღოთ და სამზარეულო უნდა გაანიავოთ.

და კიდევ სახლში ძალიან სასიამოვნო არომატს აყენებს ღუმელში მოთავსებული ღვეზლები. ხშირად მოათავსეთ ღვეზლები ღუმელში და სასიამოვნო არომატი მთელ სამზარეულოში დადგება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს