ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამდენად ბნელია თქვენი სული და საშუალებას მოგცემთ ჩახედოთ მის ფარულ კუთხეებს

0
530

ითვლება, რომ ყველა ადამიანში არის როგორც კარგი, ასევე ცუდიც. და ეს ბალანსი ხშირად ირღვევა სხვადასხვა ფაქტორების გავლენით, როგორიცაა ხასიათი, აღზრდა, ცხოვრების პირობები და გარემო…

დღეს პაპარაცის რედაქცია საინტერესო ტესტს გთავაზობთ, რომელიც გეტყვით, რამდენად ძლიერია თქვენში თქვენი სულის ბნელი მხარე. უპასუხეთ რამდენიმე კითხვას, დაითვალეთ ქულები და გაიგეთ ის, რაზეც ადრე არც კი დაფიქრებულხართ.

სულის ბნელი მხარე

ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული კითხვა და ამოირჩიეთ პასუხების სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. პირველი ვარიანტისთვის მიიღეთ 1 ქულა, მეორესთვის – 2 ქულა, ხოლო მესამისთვის – 3 ქულა.

1. გეშინიათ სიბნელის? თუ სინათლის წყაროს არ არსებობა მოგწონთ, მაშინ დაიწერეთ 1 ქულა. თუ სიბნელე ზოგჯერ გაშინებთ – მიიღეთ 2 ქულა, ხოლო თუ სიბნელე თქვენში ყოველთვის იწვევს შფოთს, მაშინ ერთდროულად 3 ქულა დაიწერეთ.

2. დაგჭირვებიათ თუ არა როდესმე ავადმყოფობის სიმულირება? ამაში ცუდს თუ ვერაფერს ხედავ, მაშინ მიიღე 1 ქულა. თუ ზოგჯერ ავადმყოფობის სიმულირებას ახდენთ, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ეს არასწორია, მაშინ 2 ქულა დაიწერეთ. თუ ასეთ ეშმაკობაზე უარს ამბობთ, მაშიმ მიიღე ერთდროულად 3 ქულა.

3. რომელ ფილმებს ვერ იტანთ? რომანტიკული კომედიები თუ არ გიყვართ, მაშინ 1 ქულა დაიწერეთ, ისტორიული დრამები თუ არ გიყვართ 2 ქულა. საშინელებათა ფილმები თუ არ გიყვართ, მაშინ 3 ქულა დაიწერეთ.

4. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სააბაზანო ოთახში ობობა შემოვიდა. რას მოიმოქმედებდით? თუ მას სახელს შეარქმევთ და მასთან საუბარს დაიწყებთ – 1 ქულა დაიწერეთ. თუ ამ ობობას მოშორებას ეცდებით – თქვენია 2 ქულა, ხოლო თუ სააბაზანო ოთახიდან გამოიქცევით და იქ აღარ შეხვალთ, მაშინ თქვენ 3 ქულა დაიმსახურეთ.

5. როგორი ურთიერთობა გაქვს მეზობლებთან? საერთოდ თუ არ გაქვთ ურთიერთობა, მაშინ 1 ქულა დაიწერეთ. იშვიათად თუ ესალმებით და რამდენიმე ფრაზის გაცვლაც შეგიძლიათ, 2 ქულა დაიწერეთ. მეზობლებთან დამეგობრება თუ მოახერხეთ, მაშინ თქვენ დაიმსახურეთ 3 ქულა.

სხვა კითხვები

6. წარმოიდგინეთ, რომ ჩიტების ჭიკჭიკმა გაგაღვიძათ. როგორი რეაქცია გექნებათ? თუ გაღიზიანდებით მიიღეთ 1 ქულა, არანაირი რეაქცია თუ არ გექნებათ დაიწერეთ 2 ქულა. თუ მომხდარით აღფრთოვანებული ხართ, მაშინ თქვენი ანგარიში 3 ქულით გაიზრდება.

7. როგორი დამოკიდებულება გაქვთ კაცობრიობის მიმართ? ადამიანები საერთოდ თუ არ მოგწონთ (საკუთარი თავის ჩათვლით), მაშინ 1 ქულა მიიღეთ. თუ ადამიანთა ნახევარს მაინც მიიჩნევთ კარგებად, მაშინ 2 ქულა დაიწერეთ. ადამიანთა უმეტესობას თუ საოცარ არსებებად მიიჩნევთ, მაშინ 3 ქულა გეკუთვნით.

8. თქვენი ახლობლები თვლიან თუ არა, რომ ზარმაცი და აუჩქარებელი ადამიანი ხართ? თუ არა, მაშინ 1 ქულა დაიწერეთ, თუ ეჭვი გეპარებათ, მაშინ 2 ქულა. ახლო გარემოცვა თუ ზარმაც ადამიანად მიგიჩნევთ, მაშინ 3 ქულა დაიწერეთ.

9. გაგიცინიათ თუ არა სხვა ადამიანების წარუმატებლობაზე? ამას მუდმივად თუ აკეთებთ, 1 ქულა დაიწერეთ. საკუთარ სისულელეზე თუ უფრო მეტს იცინით, მაშინ 2 ქულა დაიწერეთ. სხვების წარუმატებლობა თუ გამწუხრებთ, მაშინ დაიწერეთ 3 ქულა.

10. ბოლოს, როდის შეაქეთ ვინმე ან ქათინაური უთხარით? ის ვინც ქათინაურს საერთოდ არავის ეუბნება – 1 ქულას ღებულობს. ბოლო 2 კვირის მანძილზე თუ გითქვამთ ვინმესთვის ქათინაური – 2 ქულა დაიწერეთ. დღეს თუ შეაქეთ ვინმე, მაშინ 3 ქულა დაიწერეთ.

რამდენი ქულა დაგიგროვდათ? 

10-დან 14 ქულამდე ძალიან ბნელი სულის ადამიანები აგროვებენ. თქვენ შავი იუმორი გიყვართ, ვერ იტანთ გარშემომყოფებს და გიხარიათ, როდესაც ისინი ცუდად არიან. თქვენს მტრებს უნდა ეშინოდეთ, რადგან თქვენ მუდმივად შურისძიების ბნელ გეგმებზე ფიქრობთ. ნამდვილი ბოროტმოქმედი ხართ.

15-დან 20 ქულამდე აგროვებენ ბნელი, მაგრამ არა შავი სულის მქონე ადამიანები. თქვენ ნებისმიერ რამეში შეგიძლიათ ცუდი მხარეების პოვნა და ეს მოგწონთ კიდეც. ფილოსოფიური აზრები თქვენთან ახლოსაა და ხანგრძლივად ხართ ხოლმე მათით გატაცებული. ღამით ზოგჯერ ვერ იძინებთ, რადგან თავში ათასი სისულელე მოგდით.

21-დან 25 ქულამდე აგროვებენ ადამიანები, რომელთა სულშიც სიბნელე არ არის. თქვენ შეიძლება თავს მკაცრ და უგულო ადამიანად ავლენდეთ, მაგრამ თქვენმა უახლოესმა ადამიანებმა იციან, რომ ეს ასე არ არის. თქვენში ბევრი სინათლეა, თქვენ იცით, როგორ უნდა იპოვნოთ ბედნიერება ცხოვრებაში. ბრაზიან ადამიანად თავს მხოლოდ იმიტომ აჩვენებთ, რომ საკუთარი სუსტი ნატურა დაიცვათ.

26-დან 30 ქულამდე აგროვებენ ისინი, ვისშიც არავითარი სიბნელე არ არის. თქვენი სული შეგვიძლია შევადაროთ მანათობელ ცისარტყელას. სიკეთე, მზრუნველობა და სიცოცხლის სიყვარული – ეს ყველაფერი თქვენზეა. თქვენთან ერთად ადამიანს შეუძლია თამამად შეხედოს მომავალს და არ შეეშინდეს ამ სამყაროს სიბნელის.